სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან
"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

ალ მა­და­მი - ასე ჰქვია არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის უდაბ­ნოს მის­ტი­კურ სო­ფელს, რო­მე­ლიც დუ­ბა­ის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი ქვი­შის ტალ­ღებ­შია ჩაფ­ლუ­ლი. მას "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის სო­ფელს“, ასე­ვე "გა­დამ­წვარ სო­ფელს“ უწო­დე­ბენ.

CNN მის­ტი­კურ ად­გილს ასე აღ­წერს - აქ ნა­ხავთ ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბულ სახ­ლე­ბის რი­გებს. ასე­ვე, არის ერთი მე­ჩე­თიც. რო­დე­საც სო­ფელ­ში მიხ­ვალთ, ისე­თი გან­ცდა დაგ­რჩე­ბათ, თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­დათ, გარ­ბოდ­ნენ, კარი და ფან­ჯრე­ბი კი ღია დარ­ჩათ.

"მოჩ­ვე­ნე­ბის სოფ­ლის“ სახ­ლე­ბის ნა­წილს კარი და ფან­ჯრე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს, ნა­წი­ლის კი გა­ღე­ბუ­ლია. ყვე­ლა მათ­გა­ნი ქვი­ში­თაა სავ­სე.

მის­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ალ მა­დამ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან:

ხალ­ხში უამ­რა­ვი მის­ტი­კუ­რი ის­ტო­რია არ­სე­ბობს ალ მა­და­მის შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ბი­ან, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს ად­გი­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ჯი­ნის გამო და­ტო­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, მას "მოჩ­ვე­ნე­ბის სო­ფელს“ უწო­დე­ბენ. ისი­ნი CNN-თან მოჩ­ვე­ნე­ბას ასე აღ­წე­რენ - "ეს არის ქალი კა­ტის თვა­ლე­ბით, რო­მელ­საც ხელ­ში მა­ჩე­ტე უჭი­რავს.“

"ალ მა­და­მი თით­ქოს რა­ღაც სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს“, - წერს ბრი­ტა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი და ბლო­გე­რი ვა­ნე­სა ბოლი, რო­მე­ლიც "მოჩ­ვე­ნე­ბის სო­ფელს“ 2019 წელს ეს­ტუმ­რა.

ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ სო­ფელ­ში დიდი გან­ძია და­მა­ლუ­ლი. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი ყვე­ბა, რომ აქ ძლი­ე­რი ქვი­შის შტორ­მი იყო, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ი­სა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რე­ბი ალ მა­დამს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ა­მი­რო­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს უწო­დე­ბენ და აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხავ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში შეჰ­ყავთ.

"მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ად­გი­ლი იზი­დავს ტუ­რის­ტებს და ამავდრო­უ­ლად, ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მკვლე­ვარ­თათ­ვის“, - ამ­ბობს დუ­ბა­ის ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ად­გი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რდე­ბა, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი გეგ­მა მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

2018 წელს Sharjah Art Foundation-მა სოფ­ლის ის­ტო­რი­ის და­სად­გე­ნად მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო პირი გა­მო­კი­თხა.

სხვა­დას­ხვა მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ფელ­ში ეს სახ­ლე­ბი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აშენ­და, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოა ისიც, რომ ამ სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბამ­დე აქ ცხოვ­რე­ბის­თვის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი არ იყო და უფრო ად­რე­ულ წლებ­ში ქუთ­ბის ტომი ცხოვ­რობ­და.

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ია­შერ ელ­შეს­ტავ­მა მოკ­ვლე­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ა­ტა­რა. მან შე­ის­წავ­ლა ის, თუ რო­გორ გა­ნა­შე­ნი­ან­და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო. პრო­ფე­სო­რი წერს, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ამუ­შავ­და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ისა­ხავ­და მიზ­ნად და ცხოვ­რე­ბის შე­და­რე­ბით მო­დერ­ნის­ტულ სტილ­ზე გა­დას­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თა­ვის მხრივ კი, ყო­ვე­ლი­ვე ნავ­თო­ბის ახა­ლი რე­სურ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და, რომ შე­ექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო, ისე­თი ქა­ლა­ქე­ბი და და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და უდაბ­ნოს ბე­დუ­ი­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის­გან. ცხოვ­რე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სტი­ლი ასო­ცი­რე­ბუ­ლი იყო სი­ღა­რი­ბე­სა და გა­ჭირ­ვე­ბას­თან“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

ის ამავდრო­უ­ლად დას­ძენს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბი­სა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვერ გან­ვი­თარ­და, არ იყო წყა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გია, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი და ამის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა სახ­ლე­ბი და­ტო­ვეს.

მი­უ­ხე­და­ვად უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვლე­ვი­სა, უამ­რა­ვი კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა - მათ შო­რის, რა­ტომ არის კარი და ფან­ჯრე­ბი ღია, რა­ტომ არ აქვს ზო­გი­ერთ სახ­ლს ისი­ნი სა­ერ­თოდ, იყო თუ არა ყო­ველ­თვის უდაბ­ნო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუ სხვა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და და რას უკავ­შირ­დე­ბა ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე? ამ კი­თხვებ­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას ცდი­ლო­ბენ, მა­ნამ­დე კი, ალ მა­და­მი მის­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ტუ­რის­ტებს სულ უფრო მე­ტად იზი­დავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!
5

რა მაგრები არიან ეს არაბები. არაფრისგან ფულს აკეთებენ. იშოვნეს ხალხმა ფული და დუბაიში გადასახლდნენ. აგერ ბათუმში იყიდეს ბინები. რატომ იცხოვრებდნენ მაგ ქვიშაში. ახლა მაგ ნსნგრევებიდანაც ფულს მოხვეტენ. დუბსუში არაფერი არაა სანახავი.დამიჯერეთ. ერთადერთი რაც საინტერესოდ მომეჩვენა, აბუ დაბიში ცენტრში მოფრუალე 6 საემირის დროშაა. რომ ვიკითხე მეშვიდე სადაა მეთქი (7 საემიროა) , ეს ისტორია გაიხსენეს- რიდესაც ერთიანდებოდნენ საემიროები, იმ დროს ამ მეშვიდე საემიროს ომი ჰქონდა ირანთსნ ორი კუნძულის გამო. წამოაყენა ულტიმატუმი- მომეხმარეთ ომშიო და შემოგიერთდებითო. მაშინ აბუ დაბის შეიხმა-ზადემ განაცხადა, ჩვენ ახალ სახელმწიფოდ ვყალიბდებით და ახალგაზრდობა შენებისთვის გვჭირდება და ომში ვერ ჩავხოცავთო. ამოიღი ხაზინიდან მთელი ოქრო და უყიდა ამ საემიროს ეს კუნძულები. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი იყო გაერთიანებული საემიროს შეიხად დუბაის შეიხი აერჩიათ, დედაქაკაქი კი დუბაი ყოფილიყო, გადაწყვეტილება შეიცვალა და შეიხად ზადე აირჩიეს, ხოლო დედაქალაქი აბუ დაბი გახდა. ის მეშვიდე საემირო კი დასჯილია, გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს დს დრიშაც მაგიტომ არ ფრიალებს.ამის მერე სულ რაღაც 25 წელიწადში აყვავდა სახელმწიფო. აი ეს ისტორია მომეჩვენა ყველაზე საინტერესოდ და ჩვენთვის ყველაზე ჭკუის სასწავლებლად. ქვეყნისთვის მთელი პირადი ხაზინა გაიღო. აქ კი ქვეყანას ყიდიან საყვარელს ამერიკაში ერთი ბინა რომ უყიდონ. 

 

სოლომონი(არა ბრძენი)
13

ჩემო "ბრძენო" და ტკბილო ხალხო! ორმოცდაათი წლის წინანდელი ამბავი ვერ მოუძიებიათ და რატომ გჯერად 20 საუკუნის წინ მომხდარი ზღაპრების?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

ალ მადამი - ასე ჰქვია არაბთა გაერთიანებული საამიროების უდაბნოს მისტიკურ სოფელს, რომელიც დუბაისთან ახლოს მდებარეობს. სოფელი ქვიშის ტალღებშია ჩაფლული. მას "მოჩვენებების სოფელს“, ასევე "გადამწვარ სოფელს“ უწოდებენ.

CNN მისტიკურ ადგილს ასე აღწერს - აქ ნახავთ ერთმანეთის პარალელურად განლაგებულ სახლების რიგებს. ასევე, არის ერთი მეჩეთიც. როდესაც სოფელში მიხვალთ, ისეთი განცდა დაგრჩებათ, თითქოს ადამიანებს სადღაც ეჩქარებოდათ, გარბოდნენ, კარი და ფანჯრები კი ღია დარჩათ.

"მოჩვენების სოფლის“ სახლების ნაწილს კარი და ფანჯრები საერთოდ არ აქვს, ნაწილის კი გაღებულია. ყველა მათგანი ქვიშითაა სავსე.

მისტიკური ისტორიები, რომლებსაც ალ მადამთან ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ჰყვებიან:

ხალხში უამრავი მისტიკური ისტორია არსებობს ალ მადამის შესახებ. ადამიანები ყვებიან, რომ მოსახლეობამ ეს ადგილი ზებუნებრივი ჯინის გამო დატოვა. სწორედ ამიტომ, მას "მოჩვენების სოფელს“ უწოდებენ. ისინი CNN-თან მოჩვენებას ასე აღწერენ - "ეს არის ქალი კატის თვალებით, რომელსაც ხელში მაჩეტე უჭირავს.“

"ალ მადამი თითქოს რაღაც საშინელ საიდუმლოს ინახავს“, - წერს ბრიტანელი მოგზაური და ბლოგერი ვანესა ბოლი, რომელიც "მოჩვენების სოფელს“ 2019 წელს ესტუმრა.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოფელში დიდი განძია დამალული. რამდენიმე ადამიანი კი ყვება, რომ აქ ძლიერი ქვიშის შტორმი იყო, რის გამოც ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

მიუხედავად სხვადასხვა შემზარავი ისტორიისა, ბოლო პერიოდში ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო გახდა. სოციალურ ქსელებში მოგზაურები ალ მადამს გაერთიანებული არაბთა საამიროების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს უწოდებენ და აუცილებლად სანახავ მიმართულებებში შეჰყავთ.

"მოჩვენებების ადგილი იზიდავს ტურისტებს და ამავდროულად, ის ძალიან საინტერესოა მკვლევართათვის“, - ამბობს დუბაის ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილის პოპულარობა იზრდება, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა მისი განვითარებისთვის.

2018 წელს Sharjah Art Foundation-მა სოფლის ისტორიის დასადგენად მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პირი გამოკითხა.

სხვადასხვა მოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, სოფელში ეს სახლები მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აშენდა, თუმცა სავარაუდოა ისიც, რომ ამ სახლების აშენებამდე აქ ცხოვრებისთვის მკაცრი პირობები არ იყო და უფრო ადრეულ წლებში ქუთბის ტომი ცხოვრობდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორმა იაშერ ელშესტავმა მოკვლევა დამოუკიდებლად ჩაატარა. მან შეისწავლა ის, თუ როგორ განაშენიანდა არაბთა გაერთიანებული საამირო. პროფესორი წერს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყველასთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავდა მიზნად და ცხოვრების შედარებით მოდერნისტულ სტილზე გადასვლას ითვალისწინებდა. თავის მხრივ კი, ყოველივე ნავთობის ახალი რესურსების აღმოჩენას მოჰყვა.

"ხელისუფლებას სურდა, რომ შეექმნა სახელმწიფო, ისეთი ქალაქები და დასახლებები, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა უდაბნოს ბედუინების ცხოვრებისგან. ცხოვრების ტრადიციული სტილი ასოცირებული იყო სიღარიბესა და გაჭირვებასთან“, - ამბობს პროფესორი.

ის ამავდროულად დასძენს, რომ მიუხედავად სახლების აშენებისა, კლიმატური პირობების გამო, ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდა, არ იყო წყალი, ელექტროენერგია, არ არსებობდა არანაირი პირობები და ამის გამო ადამიანებმა სახლები დატოვეს.

მიუხედავად უკვე ჩატარებული რამდენიმე კვლევისა, უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება - მათ შორის, რატომ არის კარი და ფანჯრები ღია, რატომ არ აქვს ზოგიერთ სახლს ისინი საერთოდ, იყო თუ არა ყოველთვის უდაბნო ამ ტერიტორიაზე, თუ სხვა კლიმატური პირობები არსებობდა და რას უკავშირდება ხალხში გავრცელებული მოსაზრებები პარანორმალურ მოვლენებზე? ამ კითხვებზე მეცნიერები პასუხების გაცემას ცდილობენ, მანამდე კი, ალ მადამი მისტიკური ამბებით დაინტერესებულ ტურისტებს სულ უფრო მეტად იზიდავს.