მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში
უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება  ვირუსის აფეთქების ზონაში

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა, ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ ჩი­ნურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ლიუ ზი­მინ­გი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლია, რო­მე­ლიც ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის გახ­სნილ ერთ-ერთ დრო­ე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და,

ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრია. ქა­ლა­ქი ჩა­კე­ტი­ლია და იქ 23 იან­ვრი­დან კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ბოლო ცნო­ბე­ბით, ადა­მი­ა­ნებს სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი.

ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა უხა­ნელ ექი­მებს. ისი­ნი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სი­თა და პირ­ბა­დე­ე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი, რაც თა­ვის მხრივ, მძი­მე გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ სხე­ულ­ზე. ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, თუ რო­გო­რი შე­შუ­პე­ბუ­ლი აქვთ ხე­ლე­ბი და სახე, ხოლო კან­ზე ნა­წი­ბუ­რე­ბია გა­ჩე­ნი­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრო­ის­თვის ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით 1 873 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, გან­კურ­ნე­ბუ­ლია 12 803, ხოლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 73 335 ადა­მი­ა­ნი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩი­ნე­თის გარ­და გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ოს 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, რუ­სეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში.

მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა, ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, ზუს­ტად რო­დის შექ­მნი­ან მას. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სის გან­ცხა­დე­ბით, კო­რა­ნი­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­იძ­ლე­ბა 18 თვე­ში იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება  ვირუსის აფეთქების ზონაში

ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილი კლინიკის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ლიუ ზიმინგი სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსს ემსხვერპლა. ის სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთათვის გახსნილ ერთ-ერთ დროებით საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა,

ჩინეთის ქალაქი უხანი კორონავირუსის ეპიცენტრია. ქალაქი ჩაკეტილია და იქ 23 იანვრიდან კარანტინია გამოცხადებული. ბოლო ცნობებით, ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ. დაცარიელებულია ქალაქის ქუჩები.

ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა უხანელ ექიმებს. ისინი 24 საათის განმავლობაში სპეციალური სამოსითა და პირბადეებით არიან აღჭურვილნი, რაც თავის მხრივ, მძიმე გავლენას ახდენს მათ სხეულზე. ვრცელდება ფოტოები, თუ როგორი შეშუპებული აქვთ ხელები და სახე, ხოლო კანზე ნაწიბურებია გაჩენილი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით 1 873 ადამიანია გარდაცვლილი, განკურნებულია 12 803, ხოლო დაინფიცირებულია 73 335 ადამიანი. კორონავირუსი ჩინეთის გარდა გავრცელდა მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, გერმანიასა და იტალიაში.

მედიკოსები ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის შექმნიან მას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორანივირუსის წინააღმდეგ მიმართული პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს ხელმისაწვდომი.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"