მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ. 39 წლის მ.კ, რო­მე­ლიც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე და­ი­ცავს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ საქ­მე არას­წო­რი მუხ­ლით არის აღიძ­რუ­ლი და ბრალ­დე­ბის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხს აყე­ნებს:

"ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე. ძა­ლი­ან მშვი­დი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

დღეს გავ­რცელ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვი­დე­ო­კად­რე­ბი, თუ რო­გორ ეს­ხმის მას თავს ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, თა­ნაც არა­ერ­თგზის და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­სა­ქანს არ აძ­ლე­ვენ. მე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი თუ არა ამ საქ­მე­ში და რო­დე­საც ვნა­ხე ამ­ჟა­მად ხელ­მი­საწ­ვდო­მი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, დავ­რწმუნ­დი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თავს იცავ­და და არა­ნა­ი­რი გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა აქ.

ასევე დაგაინტერესებთ
09:39 / 17-02-2020

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს

იგი იმ­დე­ნად მძი­მედ იყო ნა­ცე­მი, რომ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­მაც კი არ მი­ი­ღო და სა­ჭი­რო გახ­და მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რო­დე­საც მი­ვა­კი­თხე მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, რომ მო­ე­ყო­ლა ჩემ­თვის რა მოხ­და. სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი. ამი­ტომ, საქ­მის ძი­ე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მუხ­ლით უნდა წა­რი­მარ­თოს" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

რა აკავ­ში­რებ­და მ.კ-ს გარ­დაც­ვლილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან, ან რამ გა­მო­იწ­ვია მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა - ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან ად­ვო­კა­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს.

კა­კა­ბა­ძის თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს, 16:00 სა­ა­თის­თვის წა­რუდ­გე­ნენ, რის შემ­დე­გაც დაც­ვის მხა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნოს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 39 წლის მა­მა­კა­ცი მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობს, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. დღეს "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეს­ხმის თავს რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მ.კ-ს და მას სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მ.კ-მ მან­ქა­ნი­დან ია­რა­ღი აიღო და თავ­დამ­სხმე­ლებს ეს­რო­ლა.

28 წლის გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და 26 წლის ახალ­გაზ­რდის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე, გუ­და­ურ­ში და­ა­კა­ვეს.

შსს საქ­მეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) მუხ­ლე­ბით იძი­ებს. ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მთა­ვა­რი ფოტო: კად­რი "მთა­ვა­რის" ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
s.s.
1

რაო ბიჭობა, აქაოდა ბევრნი ვართ და ბარემ ბოლომდე დავამციროთო? ერთხელ ცემა არ აკმარეთ და ლამის სახლამდე სდიეთ ხო? სიკვიდილისთვის არავინ მემეტება, მაგრამ ჭკუას ისწავლიან ვიღაც-ვიღაცეები....

rasa
0

მდააა.... ალკოჰოლმა იცის ეგ. გუდაურში ხალხის უმეტესობა სასრიალოდ კი არა დასალევად დადის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. 39 წლის მ.კ, რომელიც 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედროა.

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დაიცავს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე არასწორი მუხლით არის აღიძრული და ბრალდების გადაკვალიფიცირების აუცილებლობის საკითხს აყენებს:

"ეს ადამიანი გახლავთ ძალიან ღირსეული პიროვნება, ყოფილი სამხედრო, აგვისტოს ომის მონაწილე. ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელიც ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.

დღეს გავრცელდა მედიასაშუალებებით ვიდეოკადრები, თუ როგორ ესხმის მას თავს ადამიანთა ჯგუფი, თანაც არაერთგზის და ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევენ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩავრთულიყავი თუ არა ამ საქმეში და როდესაც ვნახე ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა და არანაირი განზრახ ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება აქ.

იგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორმაც კი არ მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. როდესაც მივაკითხე მცხეთის საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, საუბარიც უჭირდა, რომ მოეყოლა ჩემთვის რა მოხდა. სასტიკად არის ნაცემი. ამიტომ, საქმის ძიება აუცილებელი მოგერიების მუხლით უნდა წარიმართოს" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ტარიელ კაკაბაძემ.

რა აკავშირებდა მ.კ-ს გარდაცვლილთან და მის მეგობრებთან, ან რამ გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება - ამ და სხვა დეტალებზე საუბრისგან ადვოკატი ჯერჯერობით თავს იკავებს.

კაკაბაძის თქმით, ეჭვმიტანილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 16:00 საათისთვის წარუდგენენ, რის შემდეგაც დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცემა საქმის მასალებს გაეცნოს.

მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშაა. დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს რამდენიმე ახალგაზრდა მ.კ-ს და მას სასტიკად უსწორდება. არსებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირების შემდეგ მ.კ-მ მანქანიდან იარაღი აიღო და თავდამსხმელებს ესროლა.

28 წლის გორთამაშვილის მკვლელობასა და 26 წლის ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული 1981 წელს დაბადებული მ.კ. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

შსს საქმეს განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) მუხლებით იძიებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი ფოტო: კადრი "მთავარის" ვიდეომასალიდან

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა