სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი
რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა რუსი აქ­ტი­ვის­ტი და მხატ­ვა­რი, პი­ოტრ პავ­ლენ­სკი, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ამის შე­სა­ხებ BBC ფრან­გულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პავ­ლენ­სკიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დეო, რო­მე­ლიც ფრან­გი პო­ლი­ტი­კო­სის, ბენ­ჟა­მინ გრი­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. სწო­რედ ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­სნა გრი­ვოს­მა პა­რი­ზის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი­დან სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა. პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ცოლი და შვი­ლე­ბი ჰყავს, აცხა­დებს:

"ჩემი ოჯა­ხი ამას არ იმ­სა­ხუ­რებს. არა­ვინ არ უნდა გა­მოს­ცა­დოს ასე­თი ძა­ლა­დო­ბა“, - ამ­ბობს ბენ­ჟა­მი­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბენ­ჟა­მინ გრი­ვო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მო­კავ­ში­რეა.

ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და. მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მკაც­რად დაგ­მო საფ­რან­გე­თის პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა. პა­რი­ზის ახ­ლან­დელ­მა მერ­მა, ენ ჰი­დალ­გომ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას ყვე­ლამ პა­ტი­ვი უნდა სცეს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო პა­რას­კევს გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხოლო შა­ბათს პა­რი­ზის მე­რო­ბის უკვე ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა "პი­რა­დი სივ­რცის დარ­ღვე­ვის­თვის“.

ვინ არის პი­ოტრ პავ­ლენ­სკი?

პი­ოტრ პავ­ლენ­სკი რუსი მხატ­ვა­რი და აქ­ტი­ვის­ტია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში იყო და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის ბრალ­დე­ბას უარ­ყოფ­და. 2017 წელს პავ­ლენ­სკიმ საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა.

რუ­სეთ­ში ის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ერთ-ერთი ქმე­დე­ბის გამო კი, ცი­ხე­შიც მოხ­ვდა. შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში იჯდა იმის­თვის, რომ ФСБ-ს შე­ნო­ბის კარს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. მან კარს ჯერ ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა, რის შემ­დე­გაც ცე­ცხლი მო­უ­კი­და, ცე­ცხლმო­დე­ბუ­ლი კა­რის წინ ფო­ტოც გა­და­ი­ღო.

პი­ოტრ პავ­ლენ­სკი ФСБ-ს შე­ნო­ბის ცე­ცხლმო­დე­ბულ კარ­თან

ეს ფოტო 2014 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი, რო­მელ­საც პი­ოტრ პავ­ლენ­სკი მარ­თავს. პავ­ლენ­სკი ამ ფორ­მით აპ­რო­ტეს­ტებს კრემ­ლის პო­ლი­ტი­კას - მო­ი­შო­როს ყვე­ლა არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი

და­კა­ვე­ბამ­დე პი­ოტრ პავ­ლენ­სკიმ ფრან­გულ ტე­ლე­ვი­ზი­ას LCI-ის უთხრა, რომ პა­რი­ზის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც მისი სა­მიზ­ნე გახ­და, მი­სი­ვე თქმით, ის გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თვალ­თმაქ­ცო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soso
11

ქართველების და რუსების თვინში თუ დაიბადება მხოლოდ ასეთი აზრები

რატომ დაამადლეს ამ ძაღლიშვილს?
4

ცოფიან ძაღლს - 9 გრამი ეკუთვნის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა რუსი აქტივისტი და მხატვარი, პიოტრ პავლენსკი, რომელსაც სექსუალური შინაარსის შემცველი ვიდეოს გავრცელება ედება ბრალად. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პავლენსკიმ სოციალურ ქსელში ატვირთა ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც ფრანგი პოლიტიკოსის, ბენჟამინ გრივოს პოლიტიკური კარიერის განადგურების მიზეზი გახდა. სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოხსნა გრივოსმა პარიზის მერის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა. პოლიტიკოსი, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავს, აცხადებს:

"ჩემი ოჯახი ამას არ იმსახურებს. არავინ არ უნდა გამოსცადოს ასეთი ძალადობა“, - ამბობს ბენჟამინი.

აღსანიშნავია, რომ ბენჟამინ გრივო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოკავშირეა.

ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. მისი გამოქვეყნება მკაცრად დაგმო საფრანგეთის პოლიტიკურმა სპექტრმა. პარიზის ახლანდელმა მერმა, ენ ჰიდალგომ კი განაცხადა, რომ ადამიანის პირად ცხოვრებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო პარასკევს გამოქვეყნდა, ხოლო შაბათს პარიზის მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა პოლიციაში იჩივლა "პირადი სივრცის დარღვევისთვის“.

ვინ არის პიოტრ პავლენსკი?

პიოტრ პავლენსკი რუსი მხატვარი და აქტივისტია, რომელიც რუსეთში სექსუალურ ძალადობაში იყო დადანაშაულებული, თუმცა ის ბრალდებას უარყოფდა. 2017 წელს პავლენსკიმ საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

რუსეთში ის სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთი ქმედების გამო კი, ციხეშიც მოხვდა. შვიდი თვის განმავლობაში ციხეში იჯდა იმისთვის, რომ ФСБ-ს შენობის კარს ცეცხლი წაუკიდა. მან კარს ჯერ ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ცეცხლი მოუკიდა, ცეცხლმოდებული კარის წინ ფოტოც გადაიღო.

პიოტრ პავლენსკი ФСБ-ს შენობის ცეცხლმოდებულ კართან

ეს ფოტო 2014 წელსაა გადაღებული და მასზე აღბეჭდილია აქცია-პერფორმანსი, რომელსაც პიოტრ პავლენსკი მართავს. პავლენსკი ამ ფორმით აპროტესტებს კრემლის პოლიტიკას - მოიშოროს ყველა არასასურველი ადამიანი

დაკავებამდე პიოტრ პავლენსკიმ ფრანგულ ტელევიზიას LCI-ის უთხრა, რომ პარიზის მერობის ყოფილი კანდიდატი პირველი პოლიტიკოსია, რომელიც მისი სამიზნე გახდა, მისივე თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას პოლიტიკოსების თვალთმაქცობის გამოსავლენად.

ირანში 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ირანელი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსის მსხვერპლი ეგონათ, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს