მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?
ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

2020 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მძღო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყე­ბა. აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს მთავ­რო­ბის საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია და მის ფარ­გლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად, მძღო­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის, ფო­ნი­ჭა­ლა­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ტრე­ნინგ-ცენ­ტრი აშენ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას 14 მი­ლი­ო­ნი ლარი დას­ჭირ­დე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს ცენ­ტრი რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო პი­რო­ბე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მქო­ნე პო­ლი­გო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა და სი­მუ­ლა­ცი­უ­რი მო­დუ­ლე­ბი მძღო­ლებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას აპი­რებს მთავ­რო­ბა და რა­ტომ? - კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­მი­ნის­ტროს სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო აი­ღებს.

მძღო­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის მი­ზა­ნია:

  • საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნის გაზ­რდა
  • საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა
  • საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო მან­ქა­ნე­ბის მძღოლ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 20 000 მძღო­ლი მარ­თავს სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო მან­ქა­ნებს. მათ­გან მხო­ლოდ 2 500-ს აქვს გავ­ლი­ლი თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი, თუმ­ცა, ევ­რო­დი­რექ­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინგ-ცენ­ტრი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­რე­შე, სა­დაც მძღო­ლე­ბი შეძ­ლებ­დნენ პრაქ­ტი­კის გავ­ლას, შე­უძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მა მათ­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და მის სის­ტე­მა­ში შე­მა­ვალ­მა სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტომ, შე­ი­მუ­შა­ვეს “ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის ან მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მძღო­ლე­ბის სა­წყი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და პე­რი­ო­დუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ", ევ­რო­დი­რექ­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ცენ­ტრის პრო­ექ­ტი.

მსგავ­სი ტრე­ნინგ-ცენ­ტრი თბი­ლის­თან, ფო­ნი­ჭა­ლა­ში აშენ­დე­ბა და მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა­მედ ექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი და მის მიერ გა­ცე­მუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში" - გან­მარ­ტეს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

  • რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მძღო­ლე­ბი შე­სა­ბა­მის გა­დამ­ზა­დე­ბას არ გა­ივ­ლი­ან?

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ებ­ში, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, რად­გან არ ექ­ნე­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი:

"სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბის და­საქ­მე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში, ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის­თვი­საც, რად­გან საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სწო­რედ სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტრე­ნინგ-ცენ­ტრი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, არა­მედ რე­გი­ონ­ზე, სა­მი­ნის­ტრო­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ე.წ. სას­წავ­ლო ჰაბი გახ­დეს, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მთელს რე­გი­ონს და შეს­თა­ვა­ზებს თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, გა­მარ­თულ სატ­რე­ნინ­გო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, რომ­ლის ანა­ლო­გიც ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ არის.

უწყე­ბა­ში ასე­ვე გან­მარ­ტეს, რომ სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ტრე­ნინგ-ცენ­ტრი არ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­შირ­ში აღი­ა­რე­ბულ ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კა­ტებს გას­ცემს, არა­მედ ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მია ფო­თის ფი­ლი­ალ­თან ერ­თად შეძ­ლებს, მეტი კვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რი კად­რი მო­ამ­ზა­დოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სექ­ტო­რის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამარა
6

ჰო ჰო მოამზადეთ და გააქციეთ მერე. გაივსო ევროპა და ამერიკა უკრაინელი, ბელორუსი, ყაზახი, რუსი და ქართველი ემიგრანტებით. თვითონ ევროპელები გარბიან თავისი ქვეყნებიდან აქ სამუშაო აღარ დაგვიტოვესო. წაიკითხეთ და უყურეთ უცხოური საინფორმაციო საშუალებებს რა ხდება დასავლეთში მარტო მიშას და ბიძინას რომ აბრალებთ გააქციეს მთელი საქართველოო

დათო
12

ძალიან მაგარი პროექტია, წარმატებები პროექტის ავტორს და ინიციატორს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

2020 წლიდან საქართველოში მძღოლების პროფესიული გადამზადება დაიწყება. აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მის ფარგლებში სპეციალურად, მძღოლების გადამზადებისთვის, ფონიჭალაში რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრი აშენდება.

ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ცენტრის მშენებლობას 14 მილიონი ლარი დასჭირდება. როგორც უწყებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს ცენტრი რეალური საგზაო პირობების ინფრასტრუქტურის მქონე პოლიგონისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და სიმულაციური მოდულები მძღოლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ.

რომელი კატეგორიის ავტომობილების მძღოლების გადამზადებას აპირებს მთავრობა და რატომ? - კითხვებით AMBEBI.GE-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. ცენტრის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აიღებს.

მძღოლების გადამზადების მიზანია:

  • საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის გაზრდა
  • საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობა
  • საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოში სატვირთო და სამგზავრო მანქანების მძღოლთა კვალიფიკაცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს:

"საქართველოში დღეს დაახლოებით 20 000 მძღოლი მართავს სატვირთო და სამგზავრო მანქანებს. მათგან მხოლოდ 2 500-ს აქვს გავლილი თეორიული კურსი, თუმცა, ევროდირექტივის შესაბამისი ტრენინგ-ცენტრისა და ინფრასტრუქტურის გარეშე, სადაც მძღოლები შეძლებდნენ პრაქტიკის გავლას, შეუძლებელია ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა მათზე.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, შეიმუშავეს “ტვირთის გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების შესახებ", ევროდირექტივის შესაბამისი საკვალიფიკაციო ცენტრის პროექტი.

მსგავსი ტრენინგ-ცენტრი თბილისთან, ფონიჭალაში აშენდება და მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ექნება საერთაშორისო სტატუსი და მის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში" - განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

  • რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები შესაბამის გადამზადებას არ გაივლიან?

უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, ქართველი მძღოლები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ევროკავშირის ქვეყნებში მაღალანაზღაურებად საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებში, ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას, რადგან არ ექნებათ საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი:

"სერტიფიკატის აღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი მძღოლების დასაქმებისთვის ევროკავშირში, ან სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისთვისაც, რადგან საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი, სწორედ სატვირთო და სამგზავრო მანქანების მძღოლების შეცდომების ხარჯზე ხდება" - განაცხადეს სამინისტროში.

გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგ-ცენტრი გათვლილი იქნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონზე, სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ეს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ე.წ. სასწავლო ჰაბი გახდეს, რომელიც მოემსახურება მთელს რეგიონს და შესთავაზებს თანამედროვე სასწავლო პროგრამას, გამართულ სატრენინგო ინფრასტრუქტურას, რომლის ანალოგიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგ-ცენტრი არ იქნება ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც საქართველოში ევროკავშირში აღიარებულ ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს, არამედ ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალთან ერთად შეძლებს, მეტი კვალიფიკაციური კადრი მოამზადოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს