მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი
"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ალ­ბათ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ლა­გო­დეხ­ში მცხოვ­რებ რე­ბე­კა ხუ­გა­ევ­ზე ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებ, რომ რე­ბე­კა მემ­ცე­ნა­რე­ო­ბის ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და ერთი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო - გო­ნი­ე­რი და ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ფლობს მცე­ნა­რე­თა ენას...

რე­ბე­კა ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და ინ­დო­ელ ახალ­გაზ­რდა­ზე. სიყ­ვა­რუ­ლის ამ ამ­ბავს სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი აქვს და "გზა" სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობს ყუ­რა­დღე­ბას წყვილს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია ბევ­რი რა­მით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რავ­ნი­ტი ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მა­ინც რე­ბე­კას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ.

- ვინ არის შენი მე­უღ­ლე და სა­ი­დან მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჩემი მე­უღ­ლეა რავ­ნიტ კან­გი, 30 წლის. და­ი­ბა­და ინ­დო­ე­თის პენ­ჯა­ბის შტატ­ში. ამ შტატს აქვს სა­კუ­თა­რი ენა და დამ­წერ­ლო­ბა. რავ­ნი­ტი 18 წლამ­დე ცხოვ­რობ­და ინ­დო­ეთ­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წა­ვი­და ავ­სტრა­ლი­ა­ში, სა­დაც 4 წელი ის­წავ­ლა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კემ­ბრი­ჯის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და სტუ­დენ­ტურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რი­თაც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­და. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში, მშობ­ლებ­თან მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბამ, რად­გან ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბო­და. მერე და­ი­წყო ისე­თი ქვეყ­ნის ძებ­ნა, სა­დაც გახ­დე­ბო­და ფერ­მე­რი და იცხოვ­რებ­და სიმ­შვი­დე­ში. ინ­ტერ­ნეტ­ში ძი­ე­ბი­სას შე­არ­ჩია ეთი­ო­პია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მა­მა­მის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე წა­ი­კი­თხა სტა­ტია, მან ურ­ჩია რავ­ნიტს ამ ქვე­ყა­ნა­ში წა­მოს­ვლა: ქრის­ტი­ა­ნი და წე­სი­ე­რი ხალ­ხია, მშვი­დო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ეთი­ო­პია კი სავ­სეა კრი­მი­ნა­ლე­ბი­თო. თავ­და­პირ­ვე­ლად რავ­ნი­ტი მარ­ტო აპი­რებ­და ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის მო­ლო­დი­ნით, მშობ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მას­თან ერ­თად. 2012 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ზე­რუ­ლი თან­ხით ხელ­ში, ისიც რავ­ნი­ტის წლე­ბის ნაგ­რო­ვე­ბი იყო. ქარ­თველ­მა აგენ­ტმა კი, ვინც ჩა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, და­პი­რე­ბა არ შე­უს­რუ­ლა, მო­ტყუ­ე­ბით მი­ით­ვი­სა წი­ნას­წარ გა­დახ­დი­ლი ფული და გა­უ­ჩი­ნარ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და ოჯა­ხის პრობ­ლე­მით, ენაც არა­ვინ იცო­და, ვერც ვე­რა­ვის სთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და დარ­ჩნენ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის გა­რე­შე. პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რავ­ნიტ­მა რწმე­ნა არ და­კარ­გა. მიზ­ნად ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა და­ი­სა­ხა. 2 თვე­ში ის­წავ­ლა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნი­დან იმ­დე­ნი, რომ ქარ­თუ­ლად ამე­ტყველ­და, შეძ­ლო კი­თხვა და აზ­რის გა­მო­ტა­ნა. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ქარ­თვე­ლი მაკ­ლე­რის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს მო­უ­ძებ­ნი­და. მაკ­ლერ­მა სახ­ლი წნო­რის სა­ქო­ბო­ში მო­უ­ძებ­ნა, თუმ­ცა ის თან­ხა, რა­საც ითხოვ­და, არ აღ­მო­აჩ­ნდათ. რავ­ნი­ტი მიხ­ვდა, რომ შუ­ა­მა­ვა­ლი მათ მო­ტყუ­ე­ბას აპი­რებ­და; თქვა, ღმერ­თი არ გამ­წი­რავს ამ ქრის­ტი­ა­ნი ხალ­ხის ქვე­ყა­ნა­შიო და თვი­თონ წა­ვი­და სახ­ლის მე­პატ­რო­ნის სა­ნა­ხა­ვად. სახ­ლი და მიწა იმ დღეს­ვე გა­ი­ფორ­მეს და ასე და­სახ­ლდნენ კან­გე­ბი სო­ფელ სა­ქო­ბო­ში. სახ­ლი ისეთ და­ბალ თან­ხად იყი­დეს, ფუ­ლიც კი დარ­ჩათ, რი­თაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მიწა და პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რიც შე­ი­ძი­ნეს. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად დას­ცი­ნოდ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ მის ეროვ­ნე­ბას, შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რი­ტი­კებ­დნენ. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის აქ ვე­რა­ფერს მო­იყ­ვან­და თა­ვი­სი პა­ტა­რა ტრაქ­ტო­რით და ჯობ­და, თა­ვის "ურ­ჯუ­ლო" ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბევ­რმა ატ­კი­ნა გული, ბევ­რმა შეძ­ლო მისი მო­ტყუ­ე­ბა, მისი ნაშ­რო­მი ფუ­ლის შეჭ­მა, მაგ­რამ იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავს. დრო გა­დი­ო­და, რავ­ნი­ტი და მისი ოჯა­ხი კი უფრო მყა­რად დგე­ბო­და ფეხ­ზე. რავ­ნიტს არ უყ­ვარს წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყოა ის, რისი გა­კე­თე­ბაც 23 წლის ბიჭ­მა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას­გან და­უხ­მა­რებ­ლად შეძ­ლო. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში იმ მიზ­ნით, რომ გამ­ხდა­რი­ყო დი­ზა­ი­ნე­რი, და­ამ­თავ­რა 2 კურ­სი, თუმ­ცა შემ­დეგ ვე­ღარ შეძ­ლო სწავ­ლის ორ­მა­გი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო, სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. სო­ფელ­ში დაბ­რუნ­და მშობ­ლებ­თან და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას მიჰ­ყო ხელი.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის ფილ­მის სცე­ნარს ჰგავს. სხვა­თა შო­რის, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ამ ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია: რომ არა თქვენ, ის ჩემ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ი­გებ­და. ერთი წლის წინ ჩემ­ზე სტა­ტია და­წე­რეთ. სწო­რედ ამ სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით. რო­გორც რავ­ნი­ტი ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­პა­თია ჩემ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და ცხოვ­რე­ბის სტილ­მა გა­მო­იწ­ვია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ისე­თი გო­გო­ნე­ბი შეხ­ვედ­რია, ვინც სო­ფელ­ში მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბას თა­კი­ლო­ბენ და ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის გამო არა­ფერს დათ­მო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ძებ­ნა ჩემი გვერ­დი და და­კავ­ში­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. თქვე­ნი სტა­ტი­ის და­ბეჭ­ვდის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნი მწერ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი. უკვე იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი გა­დაღ­ლი­ლი, წა­კი­თხვის გა­რე­შე ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად ვშლი­დი, მის მო­წე­რილ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­საც ეს ბედი ეწია. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა - მცე­ნა­რე­ებ­ზე მკი­თხა, რა­ზეც პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. პირ­ვე­ლად და­უ­კი­თხა­ვად მეს­ტუმ­რა ბაღ­ში. უბ­რა­ლოდ მო­ად­გა ჩემს ეზოს, ინ­დუ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლით ხელ­ში. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ისე­თი სა­სა­ცი­ლო და სპონ­ტა­ნუ­რი იყო, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა იმ დღის ემო­ცი­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი, ორი­ვეს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვრჩა, თით­ქოს კარ­გა ხა­ნია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით... ამ დღის შემ­დეგ ხში­რად მო­დი­ო­და, ხან რისი ნერ­გი მოჰ­ქონ­და, ხან რისი თეს­ლი. მო­სას­ვლე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ელე­ო­და, "სხვა" მიზ­ნით კი მიხ­ვდა, რომ არ ვნა­ხავ­დი. სა­შინ­ლად დიდი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა და არ ვგეგ­მავ­დი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას. შემ­დეგ ერ­თად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, რად­გან მე მძღო­ლი მჭირ­დე­ბო­და, მას კი - ვი­თომ სამ­სა­ხუ­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი მი­ზა­ნი ჩემ­თან და­ახ­ლო­ე­ბა ყო­ფი­ლა. ხში­რი სა­უბ­რით და ვი­თომ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მაყ­ვა­რა თავი.

- რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენე
52

შესანიშნავი წყვილი ჭეშმარიტი ღირებულებებით. წარმატებებს ვუსურვებ მათ ოჯახს. ვისურვებდი, რომ ბევრს აეღო მათგან შრომისმოყვარეობის, სილამაზის აღქმის, რეალობის დაფასების და ამ ქვეყნის სიყვარულის მაგალითი. 

 

პ.ს. ყველა სიკეთესთან ერთად, ძალიან ლამაზებიც არიან.

დარელი
82

კი ბატონო ღმერთმა ხელი მოუმართოთ არაქართველ საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც უცხოპლანეტელებზე გათხოვილან მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველი ქალი ქართველ მამაკაცზე უნდა ქორწინდებოდეს რათა ისედაც გადაშენების პირას ქართული ჯიში და გენოფონდი შენარჩუნდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ალბათ წელიწადზე მეტია, რაც ლაგოდეხში მცხოვრებ რებეკა ხუგაევზე ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა სტატია. მკითხველს შევახსენებ, რომ რებეკა მემცენარეობის ბიზნესით დაკავებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა ერთი უბრალო მიზეზის გამო - გონიერი და ლამაზი ახალგაზრდა, რომელიც ფლობს მცენარეთა ენას...

რებეკა ახლახან გათხოვდა ინდოელ ახალგაზრდაზე. სიყვარულის ამ ამბავს საინტერესო დეტალები აქვს და "გზა" სიამოვნებით უთმობს ყურადღებას წყვილს, რომელიც გამორჩეულია ბევრი რამით. მიუხედავად იმისა, რომ რავნიტი ქართულად გამართულად ლაპარაკობს, მაინც რებეკასთან გასაუბრება ვამჯობინეთ.

- ვინ არის შენი მეუღლე და საიდან მოხვდა საქართველოში?

- ჩემი მეუღლეა რავნიტ კანგი, 30 წლის. დაიბადა ინდოეთის პენჯაბის შტატში. ამ შტატს აქვს საკუთარი ენა და დამწერლობა. რავნიტი 18 წლამდე ცხოვრობდა ინდოეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ, წავიდა ავსტრალიაში, სადაც 4 წელი ისწავლა. დამთავრებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში მუშაობდა სტუდენტურ სამუშაოებზე, რითაც გადასახადებს იხდიდა. სწავლის დასრულების შემდეგ ინდოეთში, მშობლებთან მოუწია დაბრუნებამ, რადგან ავსტრალიაში ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდებოდა. მერე დაიწყო ისეთი ქვეყნის ძებნა, სადაც გახდებოდა ფერმერი და იცხოვრებდა სიმშვიდეში. ინტერნეტში ძიებისას შეარჩია ეთიოპია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისმა საქართველოზე წაიკითხა სტატია, მან ურჩია რავნიტს ამ ქვეყანაში წამოსვლა: ქრისტიანი და წესიერი ხალხია, მშვიდობის მოყვარული, ეთიოპია კი სავსეა კრიმინალებითო. თავდაპირველად რავნიტი მარტო აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ საქართველოზე ინფორმაციის მოძიების შემდეგ, უკეთესი ცხოვრების მოლოდინით, მშობლებმაც გადაწყვიტეს, წამოსულიყვნენ მასთან ერთად. 2012 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში, მიზერული თანხით ხელში, ისიც რავნიტის წლების ნაგროვები იყო. ქართველმა აგენტმა კი, ვინც ჩამოსვლაში ეხმარებოდა, დაპირება არ შეუსრულა, მოტყუებით მიითვისა წინასწარ გადახდილი ფული და გაუჩინარდა.

საქართველოში არავინ დაინტერესდა ოჯახის პრობლემით, ენაც არავინ იცოდა, ვერც ვერავის სთხოვეს დახმარება და დარჩნენ საცხოვრებელი ფართობის გარეშე. პირველი იმედგაცრუების მიუხედავად, რავნიტმა რწმენა არ დაკარგა. მიზნად ქართული ენის სწავლა დაისახა. 2 თვეში ისწავლა ქართულ-ინგლისური ლექსიკონიდან იმდენი, რომ ქართულად ამეტყველდა, შეძლო კითხვა და აზრის გამოტანა. ამის შემდეგ დაიწყო ქართველი მაკლერის ძიება, რომელიც საცხოვრებელ ფართობს მოუძებნიდა. მაკლერმა სახლი წნორის საქობოში მოუძებნა, თუმცა ის თანხა, რასაც ითხოვდა, არ აღმოაჩნდათ. რავნიტი მიხვდა, რომ შუამავალი მათ მოტყუებას აპირებდა; თქვა, ღმერთი არ გამწირავს ამ ქრისტიანი ხალხის ქვეყანაშიო და თვითონ წავიდა სახლის მეპატრონის სანახავად. სახლი და მიწა იმ დღესვე გაიფორმეს და ასე დასახლდნენ კანგები სოფელ საქობოში. სახლი ისეთ დაბალ თანხად იყიდეს, ფულიც კი დარჩათ, რითაც ადგილობრივებისგან მიწა და პატარა ტრაქტორიც შეიძინეს. ქართველები ხშირად დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მის ეროვნებას, შემდეგ საქმიანობას უკრიტიკებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ის აქ ვერაფერს მოიყვანდა თავისი პატარა ტრაქტორით და ჯობდა, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო. ბევრმა ატკინა გული, ბევრმა შეძლო მისი მოტყუება, მისი ნაშრომი ფულის შეჭმა, მაგრამ იმედი არასდროს დაუკარგავს. დრო გადიოდა, რავნიტი და მისი ოჯახი კი უფრო მყარად დგებოდა ფეხზე. რავნიტს არ უყვარს წარსულის გახსენება, თუმცა ვფიქრობ, ნამდვილად საამაყოა ის, რისი გაკეთებაც 23 წლის ბიჭმა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, ყველასგან დაუხმარებლად შეძლო. რამდენიმე წლის შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში იმ მიზნით, რომ გამხდარიყო დიზაინერი, დაამთავრა 2 კურსი, თუმცა შემდეგ ვეღარ შეძლო სწავლის ორმაგი საფასურის გადახდა და ფინანსური პრობლემის გამო, სასწავლებელი დატოვა. სოფელში დაბრუნდა მშობლებთან და მიწის დამუშავებას მიჰყო ხელი.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ჩვენი სიყვარული რომანტიკული ჟანრის ფილმის სცენარს ჰგავს. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი ამ ისტორიის მთავარი მოტივატორია: რომ არა თქვენ, ის ჩემზე ინფორმაციას ვერ გაიგებდა. ერთი წლის წინ ჩემზე სტატია დაწერეთ. სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა ჩემით. როგორც რავნიტი ამბობს, ყველაზე დიდი სიმპათია ჩემმა გადაწყვეტილებამ და ცხოვრების სტილმა გამოიწვია. წლების განმავლობაში მას საქართველოში მხოლოდ ისეთი გოგონები შეხვედრია, ვინც სოფელში მიწაზე მუშაობას თაკილობენ და ქალაქში ცხოვრების გამო არაფერს დათმობენ. სოციალურ ქსელში მოძებნა ჩემი გვერდი და დაკავშირება სცადა, თუმცა მისი პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. თქვენი სტატიის დაბეჭვდის შემდეგ ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერდა, განსაკუთრებით მამაკაცები. უკვე იმდენად ვიყავი გადაღლილი, წაკითხვის გარეშე ყველას ერთიანად ვშლიდი, მის მოწერილ შეტყობინებასაც ეს ბედი ეწია. რამდენიმე თვის შემდეგ ტაქტიკა შეცვალა - მცენარეებზე მკითხა, რაზეც პასუხიც მიიღო. პირველად დაუკითხავად მესტუმრა ბაღში. უბრალოდ მოადგა ჩემს ეზოს, ინდური ბოსტნეულის თესლით ხელში. ჩვენი შეხვედრა ისეთი სასაცილო და სპონტანური იყო, ცხოვრების ბოლომდე გამყვება იმ დღის ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვნახეთ ერთმანეთი, ორივეს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს კარგა ხანია, ერთმანეთს ვიცნობდით... ამ დღის შემდეგ ხშირად მოდიოდა, ხან რისი ნერგი მოჰქონდა, ხან რისი თესლი. მოსასვლელად სერიოზული მიზეზი არ ელეოდა, "სხვა" მიზნით კი მიხვდა, რომ არ ვნახავდი. საშინლად დიდი ტრავმა იყო ჩემთვის პირველი ოჯახის დანგრევა და არ ვგეგმავდი ახალი ურთიერთობის დაწყებას. შემდეგ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რადგან მე მძღოლი მჭირდებოდა, მას კი - ვითომ სამსახური. სინამდვილეში მისი მიზანი ჩემთან დაახლოება ყოფილა. ხშირი საუბრით და ვითომ საქმიანი ურთიერთობით შემაყვარა თავი.

- როგორ გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ამბავი? წაიკითხეთ სრულად