ავტორი:

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

სოციალურ ქსელსა და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაქოში პოლიციამ ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააკავა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის არიან პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ (ReAl) თავმჯდომარე, ილგარ მამადოვი და ოპოზიციის ლიდერი, პარტია "მუსავატის" თავმჯდომარე არიფ ჰაჯილი. აქცია სწორედ ამ ორი პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ოპოზიციონერებს ქალაქში აქციის გამართვისთვის საჭირო სანქცია არ მისცა და აქციისთვის ახლოს მდებარე სოფელი შესთავაზა. ამაზე ოპოზიცია არ დასთანხმდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით ათეულობით დემონსტრანტია დაპატიმრებული. ოპოზიციონერები აქციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მართავდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 9 თებერვალს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა.

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

შტორმმა კლუნების 12-მილიონიანი რეზიდენცია გაანადგურა - დატბორილი სასახლისა და ეზოს შოკისმომგვრელი ფოტოები

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, სოლიდარობის ნიშნად, ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება