პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი
ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი

რო­დე­საც პრო­დი­უ­სე­რი, სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, მსურ­და, „ოს­კა­რი“ მი­მე­ღო, მსურ­და, აშშ-ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი და აი, ახლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ ამე­რი­კა­ში, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ „სი-ენ-ენ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში, აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მო­ახ­დი­ნა თუ არა იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რამ აშშ-უკ­რა­ი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა, ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს აშშ-სთან.

„მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო აშშ-ის პრე­ზი­დენტს, აშშ-სა და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა ომი გვაქვს. დიდი მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას მთე­ლი გუ­ლით და სხე­უ­ლით ვგრძნობთ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო დო­ნალდ ტრამ­პის ბრალ­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ქვე­ყა­ნაა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

„ეს სი­მარ­თლე არაა. რო­დე­საც პრე­ზი­დენტ ტრამპს შევ­ხვდი და მი­თხრა, რომ წინა წლებ­ში უკ­რა­ი­ნა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო, მე მას ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად ვუ­თხა­რი, რომ ჩვენ კო­რუფ­ცი­ას ყო­ველ დღე ვებ­რძვით. გთხოვთ, აღარ თქვათ, რომ უკ­რა­ი­ნა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რად­გან ეს სი­მარ­თლე არაა, ჩვენ გვსურს ამ იმი­ჯის შეც­ვლა,“ - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სეთ­თან კონ­ფლიქტზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის „ომი უკ­რა­ი­ნა­ში, არა­მედ ეს არის ომი ევ­რო­პა­ში.“

მი­სი­ვე თქმით, კი­ევს არ სურს კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია, რო­მელ­საც ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა.

„მაქვს ში­ნა­გა­ნი გრძნო­ბა, და ეს გრძნო­ბა ეფუძ­ნე­ბა იმ ნა­ბი­ჯებს, რო­მელ­საც ვდგამთ, რომ ჩვენ შევ­ძლებთ, ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მი­ვაღ­წი­ოთ და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ვიბ­რუ­ნოთ. თუმ­ცა, არ ვიცი, ამის­თვის რა დრო დაგ­ვჭირ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი

როდესაც პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი ვიყავი, მსურდა, „ოსკარი“ მიმეღო, მსურდა, აშშ-ში პოპულარული გავმხდარიყავი და აი, ახლა ძალიან პოპულარული ვარ ამერიკაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოახდინა თუ არა იმპიჩმენტის პროცედურამ აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან.

„მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-სა და უბრალო ადამიანებს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ომი გვაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას მთელი გულით და სხეულით ვგრძნობთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანაა კორუმპირებულობის თვალსაზრისით.

„ეს სიმართლე არაა. როდესაც პრეზიდენტ ტრამპს შევხვდი და მითხრა, რომ წინა წლებში უკრაინა კორუმპირებული ქვეყანა იყო, მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩვენ კორუფციას ყოველ დღე ვებრძვით. გთხოვთ, აღარ თქვათ, რომ უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, რადგან ეს სიმართლე არაა, ჩვენ გვსურს ამ იმიჯის შეცვლა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ინტერვიუში რუსეთთან კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის „ომი უკრაინაში, არამედ ეს არის ომი ევროპაში.“

მისივე თქმით, კიევს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რომელსაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ეწირება.

„მაქვს შინაგანი გრძნობა, და ეს გრძნობა ეფუძნება იმ ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. თუმცა, არ ვიცი, ამისთვის რა დრო დაგვჭირდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"

რუსი მხატვარი პოლიტიკოსის ინტიმური ვიდეოს გავრცელებისთვის დააკავეს - ვინ არის პიოტრ პავლენსკი

კამერუნში, თავდასხმის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ბავშვია - "რამდენიმე ადამიანი ცოცხლად დაწვეს"