ავტორი:

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - დააკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება