ავტორი:

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ 42 წლის ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3 პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ბიზნესმენი ლევან სიგუა 2018 წლის აგვისტოში დოლიძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. სიგუა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილე იყო.

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს