საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა

პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­მაც მარ­ნე­ულ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სამ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე წლის 14 თე­ბერ­ვალს, ქა­ლაქ მარ­ნე­ულ­ში, ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა 2002 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ყ.-ს. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.მ. ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს, გო­გო­ნა კი სა­კუ­თარ სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ მარ­ნე­ულ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია ჩა­ვი­და და პი­რა­დად შეხ­ვდა გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს მშობ­ლებს, გა­ტა­ცე­ბის თვითმხილ­ველს და მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოხ­და.

„გა­ტა­ცე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოხ­და, თვითმხილ­ველ­თა თქმით, არას­რულ­წლო­ვანს თავ­ზე ტო­მა­რა ჩა­მო­აც­ვეს. იგი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და გამ­ტა­ცებ­ლებს და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა ვე­რა­ვინ და­ეხ­მა­რა. სას­წრა­ფოდ უნდა დად­გინ­დეს გა­ტა­ცე­ბუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და და­აბ­რუ­ნონ იგი თა­ვის სახ­ლში. სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯონ, რათა მა­გა­ლი­თი იყოს მათ­თვის, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბის მა­ხინჯ პრაქ­ტი­კას აგ­რძე­ლე­ბენ. შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რი გა­ავ­რცე­ლონ, მაგ­რამ ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ გა­ტა­ცე­ბა გო­გოს ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ მარნეულში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა