სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ შეყ­ვა­ნი­ლი ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე­დან ერთ-ერთი უკვე გა­წე­რეს.

ექი­მის თქმით, 26 წლის ახალ­გაზ­რდა ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პა­ცი­ენტს, ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, მისი გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუ­ხი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

„გუ­შინ ჩვენს ცენ­ტრში მო­თავ­სდა ორი პა­ცი­ენ­ტი. 26 წლის ქალ­თან, რო­მე­ლიც ბურ­ჯი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან ჩა­მო­ვი­და, უკვე დამ­თავ­რდა კვლე­ვე­ბი. ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­კეთ­და ტეს­ტი ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და დღეს ტო­ვებს კლი­ნი­კას.

მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი იან­ჭო­დან არის ჩა­მო­სუ­ლი, 19 წლის მა­მა­კა­ცია. ეს პა­ცი­ენ­ტიც იქ გახ­და ცუ­დად და იქვე ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და იქვე, პირ­ველ ჯერ­ზე იყო უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. აქ ჩა­მო­ვი­და 9 თე­ბერ­ვალს და აე­რო­პორ­ტში ერთჯე­რა­დად და­უ­ფიქ­სირ­და ცხე­ლე­ბა, სხვა არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ ჰქონ­და და გა­იშ­ვა ბი­ნა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. მე­ო­რე დღი­დან, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 37,3 ჰქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა და ამის გამო, გუ­შინ მო­თავ­სდა ჩვენს ცენ­ტრში. წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გა­მოვ­ლინ­და. დღეს დი­ლას ავი­ღეთ მას­თა­ნაც ტეს­ტი ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე და დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის პა­სუ­ხი გვე­ცო­დი­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ პა­სუ­ხი ნე­გა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აქვს და მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს.

ექიმის თქმით, 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.

მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დილით კი ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება ხვალიდან

რატომ არ აძლევენ ონლაინ კაზინოები მოთამაშეებს მოგებულ თანხებს - ორი შემთხვევა, როცა სამორინეებმა კლიენტები მოატყუეს

როგორ აღმოჩნდა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძის 20 წლის ვაჟი და რას ყვება ცნობილ ოჯახზე