მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს
ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო დახ­ვრი­ტეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail კო­რე­ულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ვაჭ­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩი­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვირუ­სის საფრ­თხის გამო, იზო­ლი­რე­ბულ შე­ნო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს და მას სას­ტი­კად აეკ­რძა­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­რეთ გას­ვლა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აკ­რძალ­ვას არ და­ე­მორ­ჩი­ლა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აბა­ნო­ში წა­ვი­და, დახ­ვრი­ტეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის ნამ­დვი­ლად იყო თუ არა მოკ­ლუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რას პირ­ბა­დე­ე­ბით ეს­წრე­ბი­ან

ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა სა­გან­გე­ბო სამ­ხედ­რო რე­ჟიმ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ყვე­ლას - რო­გორც უცხო ქვეყ­ნი­დან შე­სულ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებს.

ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­კაც­რეს იჩე­ნენ სა­ზღვარ­ზე. აკ­რძა­ლუ­ლია ტუ­რის­ტე­ბის შეშ­ვე­ბა.

მთე­ლი მსოფ­ლიო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­დაც კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და 23 იან­ვრი­დან ჩა­კე­ტი­ლია. მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათი მცდე­ლო­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია. ვირუ­სი ჩი­ნე­თის გარ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­მოვ­ლინ­და.

მათ შო­რის, აშშ-ში, რუ­სეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუს­მა 1.383 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 6.983 გა­ნი­კურ­ნა, ხოლო 64.441 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
14

ე,,, ჩვენნაირი (გასაოცარი) დემოკრატიაა....

ზაზა
31

შენ ჩრდილო კორეა უძახე და კორონავირუსმა თუ ამოჟლიტა მსოფლიო, ეგენი გადარჩებიან. ასე, რომ ზოგჯერ რკინის ფარდასაც გამართლება აქვს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, კორონავირუსის საფრთხის გამო დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო სამსახურის წარმომადგენელი ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვირუსის საფრთხის გამო, იზოლირებულ შენობაში მოათავსეს და მას სასტიკად აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა, თუმცა მას შემდეგ, რაც აკრძალვას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოში წავიდა, დახვრიტეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადასტურებული არ არის ნამდვილად იყო თუ არა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი კორონავირუსით დაინფიცირებული.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისა და ეპიდემიასთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრას პირბადეებით ესწრებიან

ქვეყნის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებიათ, თუმცა საგანგებო სამხედრო რეჟიმზე არიან გადასულები, რომელიც ეხება ყველას - როგორც უცხო ქვეყნიდან შესულ, ასევე ადგილობრივ ადამიანებს.

ისინი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ საზღვარზე. აკრძალულია ტურისტების შეშვება.

მთელი მსოფლიო უკვე რამდენიმე თვეა კორონავირუსს ებრძვის. ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, სადაც კარანტინია გამოცხადებული და 23 იანვრიდან ჩაკეტილია. მედიკოსები ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით მათი მცდელობები წარუმატებელია. ვირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.

მათ შორის, აშშ-ში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. ბოლო ინფორმაციით, ვირუსმა 1.383 ადამიანი იმსხვერპლა, 6.983 განიკურნა, ხოლო 64.441 ინფიცირებულია.

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა

რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა