პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში კონფერენციაზე დღეს გაემგზავრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია მიუხენშია, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა გახარიასგან საქართველოში ჩამოსასვლელად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლავროვსა და გახარიას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება.
"ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.