პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი
"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

თვი­თონ აცხა­დებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წა­ვის­ვიო, - ამის შე­სა­ხებ მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერ­მა და ათ­ლე­ტიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა თე­მურ აბა­ზოვ­მა რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ, მის საქ­მე­ზე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თე­მურ აბა­ზო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მას­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან სამ­სა­ხუ­რის თხოვ­ნა­ზე უარი მი­ი­ღო. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, ამით ვინ­მემ ისარ­გებ­ლა და ეს კად­რე­ბი დად­გა.

"რო­გორც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­ხე­დუ­ლე­ბი არ არი­ან, არ იცი­ან რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­სე­ბი და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა, რო­მელ­თა­გან არც ერთი არ აცხა­დებს იმას, რომ თე­ი­მუ­რაზ აბა­ზოვ­მა რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. 130-მდე მოწ­მე იქნა და­კი­თხუ­ლი და არც ერთი მათ­გა­ნი არ ამ­ბობს, რომ მე რა­ი­მე ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი მქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მოწ­მე აცხა­დებ­და, რომ ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე და დარ­ჩა ბო­ლომ­დე ერ­თა­დერ­თად რო­მე­ლიც, მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი მთხო­ვა, არც ენა არ იცო­და არც დიპ­ლო­მი ჰქონ­და. სამ­სა­ხუ­რის გა­ცე­მა კი კონ­კურ­სით ხდე­ბა, უარი ვუ­თხა­რი და იყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ვინ­მემ გა­მო­ი­ყე­ნა მისი გა­ნა­წყე­ნე­ბა და დად­გეს ასე­თი კად­რე­ბი. ვის­თან ერ­თად იყო, ვინ გა­ა­კე­თე­ბი­ნა, ან გა­ა­კე­თე­ბი­ნა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდა­ნა­შა­უ­ლო და ვარ მსხვერ­პლი, ჩემს არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად" - გა­ნა­ცხა­და თე­მურ აბა­ზოვ­მა.

მარ­ნე­უ­ლის ყო­ფილ­მა მერ­მა მის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნაც­ნო­ბო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. აბა­ზო­ვის თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი არ აქვს და­ი­სა­ჯოს, ვი­ნა­ი­დან ვინ­მეს იც­ნობს.

"არ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ თე­მას ყვე­ლა აკავ­ში­რებ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, გა­სა­გე­ბია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი თუ სი­უ­ჟეტ­ში არ არის ნათ­ქვა­მი ამას ეფექ­ტი არ აქვს, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი არ აქვს ჩა­დე­ნი­ლი და­ი­სა­ჯოს ვი­ნა­ი­დან ვინ­მეს იც­ნობს.

თვი­თონ აცხა­დებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წა­ვის­ვიო. მე­ო­რე დღეს, რა­საც მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ხე­ზე შარ­დის ნი­მუ­ში არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა, ჩემი ხმის ნი­მუ­ში აი­ღეს და ვი­დე­ოს არ და­ემ­თხვა, ჩემი თი­თის ანა­ბეჭ­დი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა და არა­ვინ არ ადას­ტუ­რებს, რომ მე იქ ვი­ყა­ვი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის შემ­დეგ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯოს, მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე ამას მი­ვე­სალ­მე­ბი," - გა­ნა­ცხა­და თე­მურ აბა­ზოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მე­რის თე­მურ აბა­ზო­ვის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. აბა­ზოვს ბრა­ლი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე ედე­ბო­და. თე­მურ აბა­ზო­ვი 2018 წლის 13 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს.

vaso
0

არაფერი არ გამოეპარება გასინჯა ეტყობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

"დაზარალებული ამბობს, რომ ეს იყო ლუდი...ის ჩემზე განაწყენებული იყო და კადრები დადგა" - თემურ აბაზოვი

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა და ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

თემურ აბაზოვის ინფორმაციით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.

"როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები ჩახედულები არ არიან, არ იციან როგორ მიმდინარეობდა პროცესები და რამდენი ადამიანი დაიკითხა, რომელთაგან არც ერთი არ აცხადებს იმას, რომ თეიმურაზ აბაზოვმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად" - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა მის და ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობაზეც ისაუბრა. აბაზოვის თქმით, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი არ აქვს დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

"არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი დაისაჯოს ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები," - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა

"იყო უხეში  გაფრთხილებები, თითქოს მუქარა, - შენი გოგო შარშია და შენც არაფერში გაეხვიოო" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?