პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო
ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა "ოც­ნე­ბის" მომ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პრო­ექ­ტი ჩა­აგ­დო", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი ოთარ კა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სრუ­ლი კრა­ხი".

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხდო­მა გა­ი­მარ­თა. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს კო­მი­ტე­ტი, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სხდო­მე­ბი იმარ­თე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ფა­სე­ბა რო­გორ მი­დის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, შემ­დეგ ხდე­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ის ტექ­სტის მი­ღე­ბა. დეკ­ლა­რა­ცი­ის ტექ­სტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა, რის შემ­დე­გაც ხდე­ბა მისი მი­ღე­ბა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­ი­მუ­შა­ვა ტექ­ტი, რო­მე­ლიც იყო ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი. სა­უ­ბა­რი იყო პროგ­რეს­ზე და იმა­ზე, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი არის კარ­გად და მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბია თურ­მე. ამას მოჰ­ყვა ჩვე­ნი მხრი­დან კრი­ტი­კა. მე და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ვართ ოპო­ზი­ცი­ი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ კო­მი­ტეტ­ში. მო­ვამ­ზა­დეთ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ასე­თი პრო­ცე­დუ­რაა და შემ­დეგ ამ ცვლი­ლე­ბას ეყ­რე­ბა კენ­ჭი.

კენ­ჭისყრა არის ორ­მხრი­ვი, ჯერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ უნდა გა­ნი­ხი­ლოს და კენ­ჭი უყა­როს და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და ორი­ვემ უნდა და­უ­ჭი­როს მხა­რი, რომ ცვლი­ლე­ბა გა­ვი­დეს. ჩვე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბო­და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას, გიგი უგუ­ლა­ვას ბო­ლოდ­რო­ინ­დელ საქ­მეს, მე­დი­ის მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს, ასე­ვე იყო 20 ივ­ნი­სის ამ­ბე­ბი, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და ყვე­ლა ეს ცვლი­ლე­ბა გა­ვი­ტა­ნეთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ჩვენს ყვე­ლა ცვლი­ლე­ბას. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩა­აგ­დო ჩვე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი და შემ­დგომ და­ა­ყე­ნეს თა­ვი­ან­თი ცვლი­ლე­ბე­ბი და მათ მიერ და­ყე­ნე­ბულ ყვე­ლა ცვლი­ლე­ბას უპა­სუ­ხა უა­რით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა. მათ არც ერთს არ და­უ­ჭი­რეს მხა­რი და შემ­დეგ დად­გა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი­დან იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი ამ კო­მი­ტეტ­ში და ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა ჩა­უგ­დეს მათ. ამის შემ­დეგ დად­გა სა­ბო­ლოო ცვლი­ლე­ბის დროც და სა­ბო­ლოო ტექ­სტზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უთხრა უარი, რაც არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ბა­ვი. ეს არის ჩვე­ნი დიდი გა­მარ­ჯვე­ბა. ეს არის სრუ­ლი კრა­ხი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის".

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დე­ლე­გა­ცი­ის გარ­და პარ­ტი­ის "ლი­დერ­ში­ფით". ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და კახა კა­ლა­ძე მარ­თავ­დნენ გუ­შინ შეხ­ვედ­რებს და ამ­ბობ­დნენ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი რა­ღა­ცა­ში და­არ­წმუ­ნეს, რა­შიც და­არ­წმუ­ნეს, ვნა­ხეთ. ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ეს არის კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი მი­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­კენ“, - აცხა­დებს კა­ხი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Teimurazi
28

ნუთუ ერთი კეთილი ნატესავი არ ყავს, ამ ბოღმით დაავადებულ ახალგაზრდას, რომ ექიმთან მიიყვანოს??? მეცოდება. შეიძლება გაუსკდეს ბოღმის "ბუშტი" და შემდეგ ქირურგიული ჩარევა გვიან იყოს...

ალექს
30

საბოტაჟის ექსპორტია ესა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო

ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო

"ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო", - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე შეფასებით, "ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და "ქართული ოცნების" სრული კრახი".

"ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს კომიტეტი, სადაც ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები არიან წარმოდგენილი. სხდომები იმართება და მიმდინარეობს შეფასება როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულება, შემდეგ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. დეკლარაციის ტექსტის მისაღებად საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა, რის შემდეგაც ხდება მისი მიღება.

"ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა ტექტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ კომიტეტში. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. ასეთი პროცედურაა და შემდეგ ამ ცვლილებას ეყრება კენჭი.

კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს და შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ და ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს. ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ყველა ეს ცვლილება გავიტანეთ.

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.

ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება. ეს არის სრული კრახი "ქართული ოცნების".

უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იყო დელეგაციის გარდა პარტიის "ლიდერშიფით". ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე მართავდნენ გუშინ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს, რაშიც დაარწმუნეს, ვნახეთ. ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება. ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - აცხადებს კახიძე.

განცხადებას ხელს წამყვანი ევროპარლამენტარები აწერენ, გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან - კარლ ჰარცელი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?