მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­უნ­ხენ­ში იმ­ყო­ფე­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვიც ეს­წრე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ლავ­როვ­მა გა­ხა­რი­ას­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღოს.

დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლო­ბას არ გა­მო­ი­ჩენს, ეს “მძი­მე შეც­დო­მა” იქ­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მოს, რომ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დეს.

ამას­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იმ­ყო­ფე­ბა მი­უნ­ხენ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ლავ­რო­ვიც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეა. ამა­ვე დროს, ლავ­რო­ვი ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად და მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ეს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი ლავ­როვ­მა გა­ხა­რი­ას­გან მი­ი­ღოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, ლავ­რო­ვის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მელ­საც დარ­ღვე­უ­ლი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ჩენს პრინ­ცი­პუ­ლო­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს იქ­ნე­ბა იმა­ზე უფრო მძი­მე შეც­დო­მა, ვიდ­რე ეს იყო გავ­რი­ლო­ვი. მე ვურ­ჩევ­დი მათ, რომ ამას ნუ გა­ი­მე­ო­რე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
15

ახალ საკბილოს ეძებენ ნაცები?

ჯონი
41

ჩამოიყვანონ, მალე დასრულდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, პრემიერი მიუნხენშია, სადაც ლავროვიც იმყოფება - "არ გამოვრიცხავ, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში იმყოფება კონფერენციაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრება და არ არის გამორიცხული ლავროვმა გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

დეკანოიძის თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პრინციპულობას არ გამოიჩენს, ეს “მძიმე შეცდომა” იქნება.

"საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს.

ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა. ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ლავროვის მეთაურობით, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას კანონმდებლობისა და საკუთარი მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, რასაკვირველია, ეს იქნება იმაზე უფრო მძიმე შეცდომა, ვიდრე ეს იყო გავრილოვი. მე ვურჩევდი მათ, რომ ამას ნუ გაიმეორებენ”, - განაცხადა დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც" - გიორგი რურუა

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულება" - ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"