სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე
რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

ამ­ბო­ბენ, რომ სიყ­ვა­რულს აღ­სა­ნიშ­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღი არ სჭირ­დე­ბა, რომ ყო­ვე­ლი დღე ისე­დაც სიყ­ვა­რუ­ლი­საა, მაგ­რამ თუ გან­ვლილ დღე­ებს გა­დავ­ხე­დავთ და გულ­წრფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ალ­ბათ, უმე­ტე­სის­თვის სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ყვე­ლა დღე სიყ­ვა­რუ­ლის...

14 თე­ბერ­ვა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღეა. წყვი­ლე­ბის ნა­წი­ლი მას აღ­ნიშ­ნავს, ნა­წი­ლი - არა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ამ დღეს ქუ­ჩა­ში მო­სე­ირ­ნე ბედ­ნი­ე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის და­ნახ­ვა, ყვე­ლას ახა­რებს და აბედ­ნი­ე­რებს. ამ დღეს ყვე­ლა ვი­ჯე­რებთ, რომ დე­და­მი­წას ნამ­დვი­ლად სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს.

  • ყვე­ლა გზა რომ­ში მი­დის

ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უძ­ვე­ლეს რო­მა­ულ წარ­მა­თულ დღე­სას­წა­ულს - ლუ­პერ­კა­ლი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მას რო­მა­ე­ლე­ბი თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

დღე­სას­წა­ულს ერო­ტი­კუ­ლი შტრი­ხე­ბი ახ­ლდა თან. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბებს - ქალღმერთ იუ­ნო­ნა­სა და ღმერთ ფავ­ნის, ცხო­ვე­ლებს სწი­რავ­დნენ, მათი ტყა­ვის­გან კი მათ­რა­ხებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ მათ­რა­ხე­ბით რო­მის ქუ­ჩებ­ში ქა­ლებს სცემ­დნენ და ამ ფორ­მით სახ­ლში "მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ“.

ძველ რო­მა­ე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ მათ­რა­ხით ნა­ცე­მი ქალი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბო­და და ის ბევრ შვილს გა­ა­ჩენ­და.

ლუ­პერ­კა­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო და რომ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დე­გაც კი აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მხო­ლოდ ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც რო­მის პაპი გე­ლა­სი­უს პირ­ვე­ლი გახ­და, ლუ­პერ­კა­ლია აიკ­რძა­ლა. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე, კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ 14 თე­ბერ­ვა­ლი წმინ­და მო­წა­მე ვა­ლენ­ტი­ნის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი ნოელ ლენ­სკი თვლის, რომ რო­მის პაპ­მა ლუ­პერ­კა­ლი­ას ნაც­ვლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ა­წე­სა და ამით წარ­მარ­თულ აღ­ნიშ­ვნას ბოლო მო­უ­ღო.

  • ვინ იყო წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნი?

ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით მსოფ­ლი­ო­ში 10 800-ზე მეტი წმინ­და­ნი არ­სე­ბობს, მათ­გან 30-ზე მეტს ვა­ლენ­ტი­ნი ჰქვია და 30-მდეს ვა­ლენ­ტი­ნა. მათ­გან სამი წმინ­და­ნია, რომ­ლებ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღის აღ­ნიშ­ვნა უკავ­შირ­დე­ბათ.

სა­მი­ვე ვა­ლენ­ტინს ერ­თმა­ნეთ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აქვს, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი, ისი­ნი, შე­საძ­ლოა, ერთი და იგი­ვე პერ­სო­ნე­ბი იყ­ვნენ.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი მო­წა­მე იყო, სა­მი­ვე რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა კლავ­დი­უს­მა მო­აკ­ვლე­ვი­ნა მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში და სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მი­ვე 14 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა წელს.

ამ სა­მი­დან ერთი მღვდე­ლი იყო და ქრის­ტი­ა­ნი რო­მა­ე­ლე­ბის დევ­ნის დროს და­ი­ჭი­რეს. ვა­ლენ­ტინს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე უა­რის თქმა მოს­თხო­ვეს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და, ამის გამო სა­პა­ტიმ­რო­ში ჩას­ვეს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ვა­ლენ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა ღმერ­თის ძალა ყვე­ლას­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. მალე მან ახალ­გაზ­რდა ბრმა გო­გო­ნას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­უბ­რუ­ნა თვა­ლის ჩინი და ადა­მი­ა­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნულ რჯულ­ზე მო­აქ­ცია. მას შემ­დეგ, რაც იმ­პე­რა­ტორ­მა ვა­ლენ­ტი­ნის ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, ის სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა.

მე­ო­რე ვა­ლენ­ტი­ნი ეპის­კო­პო­სი იყო და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც სას­წა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უძ­ლურ ადა­მი­ა­ნებს კურ­ნავ­და. მას შემ­დეგ, რაც მღვდლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, ერთ-ერ­თმა დი­დე­ბულ­მა მას­თან ვაჟი მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ლა­პა­რა­კი არ შე­ეძ­ლო და სი­ა­რუ­ლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ლოც­ვის შემ­დეგ, ვა­ლენ­ტინ­მა ბიჭი გან­კურ­ნა. ამ სას­წა­უ­ლე­ბის გამო ეპის­კო­პო­სი და­ა­კა­ვეს. ხოლო, მას შემ­დეგ, რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უარი არ თქვა, თავი მოჰ­კვე­თეს.

და ბო­ლოს, კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია წმინ­და ვა­ლენ­ტინ­ზე - ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იმ­პე­რა­ტორ კლავ­დი­უსს სჯე­რო­და, რომ მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც არც ოჯა­ხი ჰქონ­და და არც საყ­ვა­რე­ლი ქალი ჰყავ­და, უკეთ იბ­რძო­და, ვიდ­რე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, ამი­ტომ კლავ­დი­უს­მა ქორ­წი­ნე­ბა აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ვა­ლენ­ტი­ნი ჩუ­მად აქორ­წი­ნებ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს. როცა იმ­პე­რა­ტორ­მა ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ის სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა.

  • ჯეფ­რი ჩო­სე­რი, უი­ლი­ამ შექ­სპი­რი და ვა­ლენ­ტი­ნო­ბა

ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯეკ ორუ­ჩი მი­იჩ­ნევს, რომ XIV სა­უ­კუ­ნის ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი, ჯეფ­რი ჩო­სე­რი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე რო­მან­ტი­კულ მო­ტი­ვებს და­უ­კავ­ში­რა და ეს გა­ა­კე­თა პო­ე­მა­ში - The Parlement of Foule.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვა­ლენ­ტი­ნო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი გა­და­აზ­რე­ბა გვხვდე­ბა უი­ლი­ამ შექ­სპირ­თა­ნაც.

ხვალ წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეა,

დი­ლას ადრე შენ­თან მო­ვალ

შენს სარ­კმელ­თან დავ­დგე­ბი,

მე ვა­ლენ­ტი­ნი ვიქ­ნე­ბი“ - ვკი­თხუ­ლობთ "ჰამ­ლეტ­ში"

ჯეკ ორუ­ჩი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში, სწო­რედ პო­ე­ტებ­მა და მათ­მა ნაშ­რო­მებ­მა მო­ახ­დი­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გავ­ლე­ნა და ასე იქცა ვა­ლენ­ტი­ნო­ბა წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ დღედ...

  • რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას?

ამ დღეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს, ტკბი­ლე­ულს, ყვა­ვი­ლებს, სამ­კა­ულს და სპე­ცი­ა­ლურ ბა­რა­თებს ჩუქ­ნის.

ვა­ლენ­ტი­ნო­ბის პირ­ვე­ლი ბა­რა­თი, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, 1415 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ის პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ორ­ლე­ა­ნის ჰერ­ცოგს თა­ვი­სი ცო­ლის­თვის გა­უგ­ზავ­ნია.

აშშ-ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღის ბა­რა­თებ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ომის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კე­ლებს ჩვე­ვად გა­და­ექ­ცათ თა­ვი­ან­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­თვის ხე­ლით და­წე­რი­ლი ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნა. ბა­რა­თე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ კი მა­სობ­რი­ვად 1900 წლი­დან და­ი­წყო.

ვა­ლენ­ტი­ნო­ბას დღეს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მაგ­რამ არის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ამ დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო არ ზე­ი­მო­ბენ. მა­გა­ლი­თად: ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­სა და მა­ლა­ი­ზი­ა­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბა არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის აღ­ნიშ­ვნის აკ­რძალ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დიდ სიმ­კაც­რეს იჩე­ნენ ამ დღის მი­მართ, რად­გა­ნაც თვლი­ან, რომ მისი აღ­ნიშ­ვნა ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.nationalgeographic.com-ის მი­ხედ­ვით

ავტორი:

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე

ამბობენ, რომ სიყვარულს აღსანიშნად განსაკუთრებული თარიღი არ სჭირდება, რომ ყოველი დღე ისედაც სიყვარულისაა, მაგრამ თუ განვლილ დღეებს გადავხედავთ და გულწრფელები ვიქნებით, ალბათ, უმეტესისთვის სულაც არ ყოფილა ყველა დღე სიყვარულის...

14 თებერვალი შეყვარებულების დღეა. წყვილების ნაწილი მას აღნიშნავს, ნაწილი - არა, მაგრამ უმეტესობა თანხმდება, რომ ამ დღეს ქუჩაში მოსეირნე ბედნიერი შეყვარებულების დანახვა, ყველას ახარებს და აბედნიერებს. ამ დღეს ყველა ვიჯერებთ, რომ დედამიწას ნამდვილად სიყვარული ატრიალებს.

  • ყველა გზა რომში მიდის

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყველაფერი უძველეს რომაულ წარმათულ დღესასწაულს - ლუპერკალიას უკავშირდება. მას რომაელები თებერვლის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ.

დღესასწაულს ეროტიკული შტრიხები ახლდა თან. სრულიად შიშველი მამაკაცები, წარმართულ ღვთაებებს - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნის, ცხოველებს სწირავდნენ, მათი ტყავისგან კი მათრახებს ამზადებდნენ. ამ მათრახებით რომის ქუჩებში ქალებს სცემდნენ და ამ ფორმით სახლში "მიერეკებოდნენ“.

ძველ რომაელებს სჯეროდათ, რომ მათრახით ნაცემი ქალი ნაყოფიერი იქნებოდა და ის ბევრ შვილს გააჩენდა.

ლუპერკალია პოპულარული დღესასწაული იყო და რომში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც კი აღინიშნებოდა. მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში, როდესაც რომის პაპი გელასიუს პირველი გახდა, ლუპერკალია აიკრძალა. ამის შემდეგ მალევე, კათოლიკურმა ეკლესიამ 14 თებერვალი წმინდა მოწამე ვალენტინის დღედ გამოაცხადა.

კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ნოელ ლენსკი თვლის, რომ რომის პაპმა ლუპერკალიას ნაცვლად ქრისტიანული დღესასწაული სპეციალურად დააწესა და ამით წარმართულ აღნიშვნას ბოლო მოუღო.

  • ვინ იყო წმინდა ვალენტინი?

ზოგიერთი შეფასებით მსოფლიოში 10 800-ზე მეტი წმინდანი არსებობს, მათგან 30-ზე მეტს ვალენტინი ჰქვია და 30-მდეს ვალენტინა. მათგან სამი წმინდანია, რომლებსაც, სავარაუდოდ, წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა უკავშირდებათ.

სამივე ვალენტინს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ისინი, შესაძლოა, ერთი და იგივე პერსონები იყვნენ.

სამივე მათგანი მოწამე იყო, სამივე რომის იმპერატორმა კლავდიუსმა მოაკვლევინა მესამე საუკუნეში და სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სამივე 14 თებერვალს მოკლეს, თუმცა სხვადასხვა წელს.

ამ სამიდან ერთი მღვდელი იყო და ქრისტიანი რომაელების დევნის დროს დაიჭირეს. ვალენტინს სარწმუნოებაზე უარის თქმა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა, ამის გამო საპატიმროში ჩასვეს. გადმოცემის თანახმად, ვალენტინმა გადაწყვიტა ღმერთის ძალა ყველასთვის ეჩვენებინა. მალე მან ახალგაზრდა ბრმა გოგონას სასწაულებრივად დაუბრუნა თვალის ჩინი და ადამიანები ქრისტიანულ რჯულზე მოაქცია. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ვალენტინის ქმედების შესახებ გაიგო, ის სიკვდილით დასაჯა.

მეორე ვალენტინი ეპისკოპოსი იყო და მისი საქმიანობაც სასწაულებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ის უძლურ ადამიანებს კურნავდა. მას შემდეგ, რაც მღვდლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ შეიტყვეს, ერთ-ერთმა დიდებულმა მასთან ვაჟი მიიყვანა, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო და სიარულის პრობლემა ჰქონდა. ერთი ღამის განმავლობაში განუწყვეტელი ლოცვის შემდეგ, ვალენტინმა ბიჭი განკურნა. ამ სასწაულების გამო ეპისკოპოსი დააკავეს. ხოლო, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე უარი არ თქვა, თავი მოჰკვეთეს.

და ბოლოს, კიდევ ერთი პოპულარული თეორია წმინდა ვალენტინზე - ლეგენდის თანახმად, იმპერატორ კლავდიუსს სჯეროდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰქონდა და არც საყვარელი ქალი ჰყავდა, უკეთ იბრძოდა, ვიდრე დაოჯახებული, ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ჩუმად აქორწინებდა შეყვარებულებს. როცა იმპერატორმა ამის შესახებ შეიტყო, ის სიკვდილით დასაჯა.

  • ჯეფრი ჩოსერი, უილიამ შექსპირი და ვალენტინობა

ზოგიერთი თვლის, რომ ვალენტინობის დღის თანამედროვე გაგება შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეკ ორუჩი მიიჩნევს, რომ XIV საუკუნის ინგლისელი პოეტი და პროზაიკოსი, ჯეფრი ჩოსერი იყო პირველი, ვინც ვალენტინობის დღე რომანტიკულ მოტივებს დაუკავშირა და ეს გააკეთა პოემაში - The Parlement of Foule.

მოგვიანებით ვალენტინობის რომანტიკული გადააზრება გვხვდება უილიამ შექსპირთანაც.

ხვალ წმინდა ვალენტინის დღეა,

დილას ადრე შენთან მოვალ

შენს სარკმელთან დავდგები,

მე ვალენტინი ვიქნები“ - ვკითხულობთ "ჰამლეტში"

ჯეკ ორუჩი მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, სწორედ პოეტებმა და მათმა ნაშრომებმა მოახდინეს საზოგადოებაზე გავლენა და ასე იქცა ვალენტინობა წელიწადის ყველაზე რომანტიკულ დღედ...

  • როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას?

ამ დღეს შეყვარებულების უმეტესობა ერთმანეთს საჩუქრებს, ტკბილეულს, ყვავილებს, სამკაულს და სპეციალურ ბარათებს ჩუქნის.

ვალენტინობის პირველი ბარათი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1415 წლითაა დათარიღებული და ის პატიმრობაში მყოფ ორლეანის ჰერცოგს თავისი ცოლისთვის გაუგზავნია.

აშშ-ში ვალენტინობის დღის ბარათებმა პოპულარობა რევოლუციური ომის შემდეგ მოიპოვა. ამ პერიოდში ამერიკელებს ჩვევად გადაექცათ თავიანთი შეყვარებულებისთვის ხელით დაწერილი ბარათების გაგზავნა. ბარათების წარმოება სადღესასწაულოდ კი მასობრივად 1900 წლიდან დაიწყო.

ვალენტინობას დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ არის ისეთი ქვეყნები, სადაც ამ დღეს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო არ ზეიმობენ. მაგალითად: ინდონეზიაში, საუდის არაბეთსა და მალაიზიაში ვალენტინობა არ არის პოპულარული რელიგიური შეხედულებების გამო.

ზოგიერთ ქვეყანაში ვალენტინობის აღნიშვნის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგალითად, ინდოელი პოლიტიკოსები დიდ სიმკაცრეს იჩენენ ამ დღის მიმართ, რადგანაც თვლიან, რომ მისი აღნიშვნა ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.

მომზადებულია www.nationalgeographic.com-ის მიხედვით