მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება
"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

"ხალხნო, არ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ვი­წყოთ წარ­სუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა ესე­ნი ესე თა­ვი­სუფ­ლად ბო­გი­ნებ­დნენ ქუ­ჩებ­ში, ბო­კე­რია გვირ­ჩევ­დეს საქ­მეს და უგუ­ლა­ვა გმი­რად გა­მო­ყავ­დეთ" - ამის შე­სა­ხებ ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ ია მეტ­რე­ველ­მა "კვი­რის" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თი­ა­ნია და არ და­უშ­ვებს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას”.

"არ შე­მიძ­ლია არ ვი­სა­უბ­რო იმ აჟი­ო­ტაჟ­ზე რაც დამ­ნა­შა­ვე, კრი­მი­ნალ, თაღ­ლით ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერ უგუ­ლა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაა ატე­ხი­ლი, რო­მელ­მაც მთე­ლი ეს სპექ­ტაკ­ლი და კი­ვილ-წი­ვი­ლი და ვი­თომ ქა­რიზ­მა­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი იმი­ტომ აკე­თა, რომ პო­ლი­ტი­კურ­ში გა­და­ეყ­ვა­ნა მისი თაღ­ლი­თო­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და გა­ვახ­სე­ნო, ეს ის უგუ­ლა­ვაა, აჭა­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი უმან­კო სამი ბიჭი რომ დახ­ვრი­ტეს მის თვალ­წინ, უგუ­ლა­ვა იქ იდგა და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ მკვლე­ლო­ბა­ში

ეს ის უგუ­ლა­ვაა, რო­მელ­მაც მთე­ლი ქა­ლა­ქი და­ა­მა­ხინ­ჯა ამ უაზ­რო კორ­პუ­სე­ბით, სკვე­რი აღარ არის დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლაქ­ში. რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებ­ზეა ლა­პა­რა­კი ხალ­ხო? ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში წა­მე­ბით ხო­ცავ­და ხალ­ხს. ადა­მი­ა­ნებს წა­მე­ბით და ცე­მით კლავ­დნენ და მათ თვალ­წინ ცო­ლებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ჩვენ შე­ვე­წი­რე­ბით და ბო­ლომ­დე ვიდ­გე­ბით, რომ ესე­ნი არას­დროს დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

მე­ცი­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს რომ ეძა­ხი­ან, მარ­თლაც რომ რე­ჟი­მი არ არის და ზედ­მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან, იმი­ტო­მაა დღეს ამ დღე­ში რომ ვართ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მინ­და მო­ვუ­წო­დო, მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, რომ მუდ­მი­ვად „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ქა­ოს­ში ვი­ცხოვ­როთ.

ვი­ღაც ქრთა­მად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უს­ჯი­ან, უგუ­ლა­ვა ვინ არის და რას წარ­მო­ად­გენს, რომ 48 მი­ლი­ო­ნი შე­ჭა­მოს და თითი არ და­ა­კა­რონ? არ უნდა იყოს შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი და ყვე­ლამ უნდა აგოს სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი”, - გა­ნა­ცა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
59

სრულიად ვეთანხმები ქალბატონი იას ყოველ სიტყვას! არ შეიძლება ნაციონალების სისხლიანი რეჟიმის მობრუნება დაუშვას ქართველმა ხალხმა! როგორც გერმანელი ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულები არ შეიძლება დაივიწყო, ისე მიშას და მისი ხროვის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული, რომელიც ფაშისტებზე არანაკლები სისასტიკით გამოიჩეოდა! მათ მიერ ნაწამები ხალხი დღესაც ვერ დაბრუნებია ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანებს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს და ეს სინაგლით გამორჩეულები, გაჩუმების მაგიერ, კიდევ უკან მობრუნებაზე ოცნებობენ! ეს ოცნება სამუდამოდ უნდა დაუსამაროს მათ ქართველმა ხალხმა თავისი ერთიანობით სწორედ ამ სადისტებთან მიმართებაში!

ქართველი
61

გეთანხმები ქ.ნო ია,ნაცები არ უნდა დაბრუნდნენ....მაგრამ ოცნებამ რა გააკეთა იმათზე უკეთესი? რაც იმათ დააკლო ქვეყანას ამათ უარესი გააკეთეს...ჰაერიც არ დაგვიტოვა ოცნებამ რომ ვისუნთქოთ....უარესის ღირსები ვართ .ავი და კარგი ვერ გაგვირჩევია......

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

"ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება ესენი ესე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ" - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა "კვირის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველის განცხადებით, „საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”.

"არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა მისი თაღლითობა.

საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში

ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ ეძახიან, მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომაა დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, მიიღონ ზომები, არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის” ქაოსში ვიცხოვროთ.

ვიღაც ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უსჯიან, უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი”, - განაცადა ია მეტრეველმა.

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?