მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავა - სპეცოპერაციები საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა
შსს-მ "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავა - სპეცოპერაციები საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ბ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.შ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­სა და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვა­ში ედე­ბათ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

VIDEO: რო­გორ და­ა­კა­ვეს 6 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" სა­კუ­თარ სახ­ლში - ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ექ­ვსი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს“, ნი­კო­ლოზ ფურ­ცხვა­ნი­ძეს - მეტ­სა­ხე­ლად „ბურ­დღუ­ნი­ჩას“ მი­მარ­თეს.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­და­ვე მხა­რე­ებს წარ­მო­ად­გენ­დნენ, სა­ტე­ლე­ფო­ნო ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა შედ­გა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, ერთ-ერთ მხა­რეს 8,700 ევ­როს ერთი თვის ვა­და­ში გა­დახ­და და­ე­კის­რა.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­ა­რი­ცხი­ნეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა-მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
9

ვინც ბლატაობს ყველა იცით და არაფერს არ აკეთებთ. ხან 5 თვეში ერთხელ გამოანათებთ და ეგაა რა. 

kukak
30

ზიზნ ვარამ აგოინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

შსს-მ "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავა - სპეცოპერაციები საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა

შსს-მ "ქურდული სამყაროს" წევრები დააკავა - სპეცოპერაციები საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული მ.მ., 1981 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული დ.მ., 1977 წელს დაბადებული ნ.შ. და 1990 წელს დაბადებული ბ.ჩ.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

VIDEO: როგორ დააკავეს 6 "კანონიერი ქურდი" საკუთარ სახლში - ოპერატიული ღონისძიების ამსახველი ვიდეოკადრები

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს - მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭელიძემ.

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ - შსს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა