საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ
"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ

არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მით, იმი­ტომ რომ მე­ტად უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მას­თან, ეს არის თა­მა­ში, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ბექა ნაც­ვლიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა ხელს აძ­ლევს რო­გორც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, ასე­ვე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, რად­გან “ორი­ვეს მი­ზა­ნი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა”.

“გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მით. ეს აწყობ­და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მიერ, მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. ბოლო დროს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გარ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ფორ­მუ­ლა, იმი­ტომ კი არ იყო მი­უ­ღე­ბე­ლი ჩემ­თვი­საც, რომ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მას­თან უფრო აახ­ლო­ვებ­და, არა­მედ არა­ნა­ირ ლო­გი­კას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. თუ უშ­ვებ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის არ­სე­ბო­ბას, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­თან, კულ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან, უბ­რა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მით, იმი­ტომ რომ მე­ტად უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მას­თან, ეს არის თა­მა­ში. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა. გიგი უგუ­ლა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბა, ცხა­დი იყო, რომ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და სა­ბა­ბი, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი გა­ვი­დოდ­ნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი­დან, ეს ხელს აძ­ლევს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ხელს აძ­ლევს “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც”, რად­გან ორი­ვეს მი­ზა­ნი არის პო­ლა­რი­ზა­ცია, რომ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე არ­სე­ბობ­დეს მხო­ლოდ ორი მო­თა­მა­შე და ორი­ვემ თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია”, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მან­ვე ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც მისი თქმით, “ქვე­ყა­ნას პო­ზი­ტი­ურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას შეს­თა­ვა­ზებს”.

„გპირ­დე­ბით, რომ იქ­ნე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას პო­ზი­ტი­ურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას შეს­თა­ვა­ზებს და იბ­რძო­ლებს იმ პო­ლი­ტი­კის­თვის, რომ­ლის სა­ფუძ­ვლე­ზეც ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს. მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­ერ­თა­ნე­ბა საღი და ამ ქვეყ­ნის­თვის გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თაც ექ­ნე­ბათ ერთი ხედ­ვა”, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ხომ არ მოხ­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყო­ფილ დე­პუ­ტა­ტებ­თან, ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ზო­გი­ერ­თთან იქ­ნე­ბა, ზო­გი­ერ­თთან - არა და ეს მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი”.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
45

მივესალმები, თუ ლევან გოგიჩაიშვილის ჯგუფთან გაერტიანდებით და გაფართოვდებით. გამარჯვების შანსი გაქვთ და გამოიყენეთ

თამარი
33

წარმატებები ბატონ ბექას!ჭესმარიტად წესიერ , განათლებულ კაცს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ

"გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა" - ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემისა და მმართველი გუნდის ფარული მოტივების შესახებ

არჩევნების ჩატარება შემოთავაზებული სისტემით, იმიტომ რომ მეტად უფრო ახლოს ყოფილიყო პროპორციულ სისტემასთან, ეს არის თამაში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების ჩაშლა ხელს აძლევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან “ორივეს მიზანი პოლარიზაციაა”.

“გამოიკვეთა, რომ არჩევნები დიდი ალბათობით შეიძლება ჩატარდეს არსებული სისტემით. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებას” გამომდინარე იქიდან, რომ ის მოთხოვნები, რომელიც იყო დაყენებული სხვადასხა პოლიტიკური ძალების მიერ, მისთვის მიუღებელი იყო. ბოლო დროს გაჟღერებული გართიანებული ოპოზიციის მხრიდან ფორმულა, იმიტომ კი არ იყო მიუღებელი ჩემთვისაც, რომ პროპორციულ სისტემასთან უფრო აახლოვებდა, არამედ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ უშვებ მაჟორიტარული ოლქების არსებობას, ეს დაკავშირებული უნდა იყოს ტერიტორიულ ერთეულებთან, კულტურულ ერთეულებთან, უბრალოდ არჩევნების ჩატარება შემოთავაზებული სისტემით, იმიტომ რომ მეტად უფრო ახლოს ყოფილიყო პროპორციულ სისტემასთან, ეს არის თამაში. “ქართულმა ოცნებამ” თავისი მაინც გაიტანა. გიგი უგულავას დაპატიმრება, ცხადი იყო, რომ აღმოჩნდებოდა საბაბი, რომ ოპოზიციური ძალები გავიდოდნენ მოლაპარაკების პროცესიდან, ეს ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ არანაკლებ ხელს აძლევს “ნაციონალურ მოძრაობასაც”, რადგან ორივეს მიზანი არის პოლარიზაცია, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს მხოლოდ ორი მოთამაშე და ორივემ თავის მიზანს მიაღწია”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მანვე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც მისი თქმით, “ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს”.

„გპირდებით, რომ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს და იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძვლეზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. მიდის მოლაპარაკების პროცესი, შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდება გაერთიანება “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატებთან, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ “ზოგიერთთან იქნება, ზოგიერთთან - არა და ეს მალე გახდება ცნობილი”.

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია და "ჩრდილოვანი ბოსი" - რას წერს Bloomberg-ი ივანიშვილისა და მისი მმართველობის შესახებ

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"