საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

რო­გორ არ­ჩევთ რეს­ტო­რანს? თუ შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით მი­დი­ხართ რეს­ტო­რან­ში და ამა­ზე წი­ნას­წარ არ ფიქ­რობთ? ალ­ბათ, არა. მარ­თა­ლია დღეს ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი კვე­ბის ობი­ექ­ტია და თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­გი­დის მო­ძებ­ნას ყო­ველ­თვის შეძ­ლებთ, მაგ­რამ ასე შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით რეს­ტორ­ნის არ­ჩე­ვა კარ­გი იდეა ნამ­დვი­ლად არაა. შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სტუმ­რის მო­თხოვ­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ბა­ზი­სო კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მელ­საც ყვე­ლა კვე­ბის ობი­ექ­ტი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­ნიუ და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი აღარ არის საკ­მა­რი­სი რეს­ტორ­ნის შე­სარ­ჩე­ვად, რად­გან მხო­ლოდ საჭ­მე­ლად დღეს რეს­ტო­რან­ში თით­ქმის აღა­რა­ვინ და­დის.

ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რეს­ტო­რანს არ­ჩე­ვენ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მე­ნიუ და კერ­ძე­ბი

მე­ნიუ მრვალ­ფე­რო­ვან­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს, კერ­ძე­ბი კი - გემ­რი­ე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კერ­ძე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის­გან მზად­დე­ბო­დეს. რო­გორც „ჩემო კარ­გოს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მომ­ხმა­რებ­ლის­გან სა­ფირ­მო კერ­ძებ­სა და ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა ფიქ­სირ­დე­ბა.

„ჩვე­ნი სტრა­ტე­გია ასე­თია და მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნაც აძ­ლი­ე­რებს მას, რომ კერ­ძებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის­გან ვამ­ზა­დებთ. ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის კერ­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მისი შე­მად­გენ­ლო­ბა არის სრუ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ად­გილ­ზე მზად­დე­ბა. მისი ხა­რის­ხის მა­ღალ დო­ნეს კი გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან,ა სევე მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი,რომ­ლის მო­წო­დე­ბა­ზეც ჩვე­ნი მო­მა­რა­გე­ბის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი კუბ­და­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა გე­მოვ­ნო­ბით რად­გან მზად­დე­ბა თეთ­ნულ­დის მთე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი გირცრუ­ლით, ხინ­კა­ლი მზად­დე­ბა ყაზ­ბე­გი­დან ჩა­მო­ტა­ნი კვლი­ა­ვით და შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ ნამ­დვი­ლი მო­ხე­ვუ­რი ხინ­კა­ლი, ყვე­ლი იმე­რე­თი­დან და ასე შემ­დეგ. შე­სა­ბა­მი­სად ქარ­თუ­ლი პორ­დუქ­ტის მო­ხამ­რე­ბის ხვედ­რი­თი წილი წარ­მო­ე­ბა­ში უტოლ­დე­ბა 70- 80%-ს,“ - გან­მარ­ტავს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

რეს­ტორ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ჭვა­ვის აჭა­რუ­ლი, ანა­ხე­ლა ქარ­თუ­ლი პი­ცის ანა­ლო­გი, დამ­ბალ­ხა­ჭოს ხინ­კა­ლი, მო­ხე­ვუ­რი ხინ­კა­ლი კვლი­ა­ვით, კუბ­და­რი გიც­რუ­ლით.

გა­რე­მო

გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის შემ­დეგ მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ არის გა­რე­მო. ინ­ტე­რი­ე­რი უნდა იყოს სადა და დახ­ვე­წი­ლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს მო­ე­წო­ნოს. რაც უფრო გა­დატ­ვირ­თუ­ლია გა­რე­მო, მით უფრო დამ­ღლე­ლი და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია სტუმ­რის­თვის. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, არის ის, რომ რეს­ტო­რანს ჰქონ­დეს სხვა­დას­ხვა ტი­პის სივ­რცე­ე­ბი და ხა­სი­ა­თი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი ვი­ზი­ტის მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეძ­ლოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლის შერ­ჩე­ვა. რეს­ტო­რან „ჩემო კარ­გოს“ 4 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე აქვს: კლა­სი­კუ­რი დარ­ბა­ზი, პაბი, ტე­რა­სა და ეზო.

ფა­სე­ბი

მას შემ­დეგ რაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­ა­მოწ­მებს, თუ რამ­დე­ნად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია მე­ნიუ და გა­რე­მო, ის ინ­ტე­რეს­დე­ბა ფა­სე­ბით. ფა­სე­ბი უნდა იყოს ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სი და არა შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღა­ლი. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფა­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­საც. რეს­ტორ­ნებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რია და მათი ნა­წი­ლი და­ბა­ლი ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბით ცდი­ლობს, თუმ­ცა ეს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა

გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა უნდა იყოს დარ­ბა­ზის შე­სა­ბა­მი­სი და რაც მთა­ვა­რია, ზო­მი­ე­რი. ზედ­მე­ტად ხან­მოკ­ლე ან ხან­გრძლივ­მა პროგ­რა­მამ რეს­ტო­რანს შე­იძ­ლე­ბა სტუმ­რე­ბი და­ა­კარ­გი­ნოს. პროგ­რა­მის შედ­გე­ნი­სა­სა კი რეს­ტო­რან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს დარ­ბა­ზის ტიპი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დარ­ბაზს სტუმ­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, უმ­ჯო­ბე­სია თუ კლა­სი­კურ დარ­ბაზ­ში ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზებთ, პაბ­სა და ტე­რა­სებ­ზე კი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე­სა და ენერ­გი­ულს. მსგავს სივ­რცე­ებ­ში კერ­ძის, მა­გა­ლი­თად, სტე­ი­კის, მომ­ზა­დე­ბის შოუც შე­გიძ­ლი­ათ დად­გათ.

სან­დო­ო­ბა

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ ხა­რის­ხი და სერ­ვი­სი სტა­ბი­ლუ­რად მა­ღა­ლი, ფასი კი უც­ვლე­ლი იყოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ენ­დო­ბი­ან რეს­ტო­რანს და წას­ვლამ­დე ყო­ველ ჯერ­ზე არ უწევთ მე­ნი­უს გა­და­მოწ­მე­ბა, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში მის კერ­ძებ­ზე აზ­რის გა­მო­კი­თხვა და ფა­სე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა. ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას რეს­ტო­რა­ნი „ჩემო კარ­გო“ დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. რეს­ტო­რან­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის სამ­სა­ხუ­რი, ასე­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი,რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ამოწ­მებს ობი­ექ­ტებ­ზე სურ­სა­თი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბა­სა და ხა­რისხს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

როგორ არჩევთ რესტორანს? თუ შემთხვევითობის პრინციპით მიდიხართ რესტორანში და ამაზე წინასწარ არ ფიქრობთ? ალბათ, არა. მართალია დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი კვების ობიექტია და თავისუფალი მაგიდის მოძებნას ყოველთვის შეძლებთ, მაგრამ ასე შემთხვევითობის პრინციპით რესტორნის არჩევა კარგი იდეა ნამდვილად არაა. შერჩევის კრიტერიუმები მრავალფეროვანია და სტუმრის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს რამდენიმე საბაზისო კრიტერიუმი, რომელსაც ყველა კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს. მრავალფეროვანი მენიუ და გემრიელი კერძები აღარ არის საკმარისი რესტორნის შესარჩევად, რადგან მხოლოდ საჭმელად დღეს რესტორანში თითქმის აღარავინ დადის.

ძირითადი კრიტერიუმები კი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორანს არჩევენ, ასე გამოიყურება:

მენიუ და კერძები

მენიუ მრვალფეროვანთან ერთად საინტერესო და განსხვავებული უნდა იყოს, კერძები კი - გემრიელი. თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კერძები ნატურალური პროდუქტებისგან მზადდებოდეს. როგორც „ჩემო კარგოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მეზურნიშვილი განმარტავს, მომხმარებლისგან საფირმო კერძებსა და ნატურალურ პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

„ჩვენი სტრატეგია ასეთია და მომხმარებლის მოთხოვნაც აძლიერებს მას, რომ კერძებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან ვამზადებთ. ჩვენი რესტორნის კერძები განსაკუთრებული გემოვნობით გამოირჩევა, მისი შემადგენლობა არის სრულად ნატურალური და ადგილზე მზადდება. მისი ხარისხის მაღალ დონეს კი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა სოფლიდან,ა სევე მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოტანილი ადგილობრივი პროდუქტი,რომლის მოწოდებაზეც ჩვენი მომარაგების სამსახური მუშაობს. მაგალითად, ჩვენი კუბდარი გამოირჩევა გემოვნობით რადგან მზადდება თეთნულდის მთებიდან ჩამოტანილი გირცრულით, ხინკალი მზადდება ყაზბეგიდან ჩამოტანი კვლიავით და შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი მოხევური ხინკალი, ყველი იმერეთიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად ქართული პორდუქტის მოხამრების ხვედრითი წილი წარმოებაში უტოლდება 70- 80%-ს,“ - განმარტავს მეზურნიშვილი.

რესტორნის განსაკუთრებული კერძები კი ასე გამოიყურება: ჭვავის აჭარული, ანახელა ქართული პიცის ანალოგი, დამბალხაჭოს ხინკალი, მოხევური ხინკალი კვლიავით, კუბდარი გიცრულით.

გარემო

გემრიელი კერძების შემდეგ მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ არის გარემო. ინტერიერი უნდა იყოს სადა და დახვეწილი, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს მოეწონოს. რაც უფრო გადატვირთულია გარემო, მით უფრო დამღლელი და მომაბეზრებელია სტუმრისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ, არის ის, რომ რესტორანს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის სივრცეები და ხასიათისა და კონკრეტული ვიზიტის მიზნიდან გამომდინარე შეძლოს მისთვის სასურველის შერჩევა. რესტორან „ჩემო კარგოს“ 4 განსხვავებული სივრცე აქვს: კლასიკური დარბაზი, პაბი, ტერასა და ეზო.

ფასები

მას შემდეგ რაც მომხმარებელი გადაამოწმებს, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია მენიუ და გარემო, ის ინტერესდება ფასებით. ფასები უნდა იყოს ხარისხის შესაბამისი და არა შეუსაბამოდ მაღალი. რაციონალური ფასები განაპირობებს ლოიალური მომხმარებლების რაოდენობასაც. რესტორნებს შორის კონკურენცია საკმაოდ მძაფრია და მათი ნაწილი დაბალი ფასების შენარჩუნებას ხარისხის გაუარესებით ცდილობს, თუმცა ეს მომხმარებლისთვის ყოვლად მიუღებელია.

გასართობი პროგრამა

გასართობი პროგრამა უნდა იყოს დარბაზის შესაბამისი და რაც მთავარია, ზომიერი. ზედმეტად ხანმოკლე ან ხანგრძლივმა პროგრამამ რესტორანს შეიძლება სტუმრები დააკარგინოს. პროგრამის შედგენისასა კი რესტორანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დარბაზის ტიპი და მომხმარებლების ინტერესები, რომლებიც ამ დარბაზს სტუმრობენ. მაგალითად, უმჯობესია თუ კლასიკურ დარბაზში ქართული ნაციონალური ცეკვისა და სიმღერის პროგრამას შესთავაზებთ, პაბსა და ტერასებზე კი უფრო თანამედროვესა და ენერგიულს. მსგავს სივრცეებში კერძის, მაგალითად, სტეიკის, მომზადების შოუც შეგიძლიათ დადგათ.

სანდოობა

მომხმარებლები მოითხოვენ, რომ ხარისხი და სერვისი სტაბილურად მაღალი, ფასი კი უცვლელი იყოს. ამ შემთხვევაში ისინი ენდობიან რესტორანს და წასვლამდე ყოველ ჯერზე არ უწევთ მენიუს გადამოწმება, სხვადასხვა ჯგუფებში მის კერძებზე აზრის გამოკითხვა და ფასების გადამოწმება. ხარისხის შენარჩუნებასა და შესაბამისად, ნდობის მოპოვებას რესტორანი „ჩემო კარგო“ დიდ ყურადღებას აქცევს. რესტორანში ფუნქციონირებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სამსახური, ასევე მონიტორინგის სამსახური,რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს ობიექტებზე სურსათისა და პროდუქტების უვნებლობასა და ხარისხს.

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა

ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა