მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული
ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის - ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის ამ­ბა­ვი საქ­ვეყ­ნოდ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ილი­ას პირ­ვე­ლი, ყრმო­ბის­დრო­ინ­დე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ალ­ბათ ბევ­რმა არც არა­ფე­რი იცის...

"მის­თვის იქ­ნებ გა­ტა­ცე­ბაც იყო სო­ლო­მონ ჭავ­ჭა­ვა­ძის მშვე­ნი­ე­რი ასუ­ლი - ელი­სა­ბედ ჭავ­ჭა­ვა­ძე. მა­მი­და მაკ­რი­ნეს თხოვ­ნით, სწო­რედ ის დახ­მა­რე­ბია ილი­ას, რომ პე­ტერ­ბურ­გში სას­წავ­ლებ­ლად გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­სულ ილი­ას ლი­ზას მი­მართ არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა აღარ ჰქო­ნია, რად­გან პე­ტერ­ბურ­გში პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის და - ალექ­სან­დრა, იგი­ვე საშა შეჰ­ყვა­რე­ბია.

ილი­ამ ლი­ზას ლექ­სი "გახ­სოვს ტურ­ფავ" მი­უ­ძღვნა და თით­ქოს ამით და­ემ­შვი­დო­ბა თა­ვის პირ­ველ გა­ტა­ცე­ბას" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ფი­ლო­ლო­გი მა­დი­ნა კარ­ტო­ზია, რო­მელ­მაც ილი­ას პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა.

ელი­სა­ბედ სო­ლო­მო­ნის ასუ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძე-მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ფოტო და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ილი­ას პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, ასე­თი მო­საზ­რე­ბაც არ­სე­ბობს: შეძ­ლე­ბუ­ლი თა­ვა­დი სო­ლო­მონ ჭავ­ჭა­ვა­ძე, ილი­ას მა­მას, გრი­გოლს მო­ლა­პა­რა­კე­ბია და შეჰ­პი­რე­ბია, რომ ილი­ას სწავ­ლის­თვის 400 თუ­მანს იმ პი­რო­ბით გა­უგ­ზავ­ნი­და, თუ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ილია მის ქალს - ელი­სა­ბედს შე­ირ­თავ­და ცო­ლად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ მწე­რალ­მა არა­ფე­რი იცო­და, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, ვი­ნა­ი­დან პე­ტერ­ბურ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მა­ლე­ვე გა­ის­ტუმ­რა ვალი.

ლიზა ჭავ­ჭა­ვა­ძე მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის არ­მი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნიკს, ალექ­სან­დრე ან­დრი­ას ძე მარ­ჯა­ნიშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად, რო­მელ­თა­ნაც ეყო­ლა შემ­დგომ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი - კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა საშა ჩა­ი­კოვ­სკა­ი­ას, არც მან უპა­სუ­ხა ილი­ას სიყ­ვა­რუ­ლით და ლევ და­ვი­დოვს გაჰ­ყვა ცო­ლად. ფი­ლო­ლო­გი მა­დი­ნა კარ­ტო­ზია მოგ­ვი­თხრობს, რომ ეს ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა ილი­ას ძა­ლი­ან გა­ნუც­დია.

საშა ჩა­ი­კოვ­სკა­ია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ამას ის ორი უსა­თა­უ­რო ლექ­სი ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვის გამო და­წე­რა და რომ­ლებ­შიც კარ­გად ჩანს ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის­გან ტან­ჯუ­ლი ილი­ას გან­ცდა. უფრო ადრე ილი­ას კი­დევ ერთი ლექ­სი აქვს მი­ძღვნი­ლი საშა ჩა­ი­კოვ­სკა­ი­ა­სად­მი და ამ ლექსს ეწო­დე­ბა "ჩა­ი­კოვ­სკი­სას":

"მა­შინ დავ­სტკბე­ბი სრუ­ლის სა­მო­თხით,

როს, ვით მე გეტ­რფი, შენ­ცა მეტ­რფო­დე,

და ქალ­წუ­ლე­ბის კრთო­მით, მორ­ცხვო­ბით

მე შენს სიყ­ვა­რულს მე­უბ­ნე­ბო­დე.

მე დაგ­ყუ­რებ­დე ტრფი­ა­ლე­ბი­თა,

შენ ჩემს გულ­ზე­და თავი გეს­ვე­ნოს;

მწყუ­რო­დეს, მაგ­რამ კრძა­ლუ­ლე­ბი­თა

მე შენ­თვის კოც­ნაც ვერ გა­მე­ბედ­ნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარ­ნარს გუ­ლის-ცე­მა­სა,

ვით ლოც­ვის ბგე­რას, ლმო­ბით ვის­მენ­დე

და ცოდ­ვილთ ფიქ­რთა ზედ მო­სე­ვა­სა, შე­ნის სიწ­მინ­დით ვი­გე­რი­ებ­დე"

მარ­თლაც, საშა ჩა­ი­კოვ­სკა­ია რომ მისი ტრფო­ბის ობი­ექ­ტი იყო, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ილი­ას წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან თა­ვის დას, ნი­ნოს 1858 წელს მის­წე­რა:

"ერთი რამა მაქვს შენ­თვის სა­თხო­ვა­რი და თუ გიყ­ვარ­დე, თუ ჩემი მცი­რე­დი სიყ­ვა­რუ­ლი გაქვს, ამის­რუ­ლე. ერ­თმა ქალ­მა, ქა­ლუ­რი ვერ­ცხლის ქა­მა­რი მთხო­ვა ხან­ჯლით, და დავ­პირ­დი. შენი ჭი­რი­მე, ნი­ნუ­ცი, ნუ გა­მიმ­ტყუ­ნებ იმ ქალ­თან, მერე უნდა იცო­დე რა ქა­ლია! იმათ ოჯახ­ში რო­გორც შვი­ლი ისე ვარ მი­ღე­ბუ­ლი, ისე­თი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შე­მაყ­ვა­რეს. თუ შე­იძ­ლე­ბა, შენი სუ­ლის ჭი­რი­მე ნინო, სა­აღ­დგო­მოთ გა­მო­მიგ­ზავ­ნე. ვიცი, რომ გიყ­ვარ­ვარ..." - წერს ილია წე­რილ­ში.

თუმ­ცა, მის ამ­გვარ აღ­ტა­ცე­ბას მალე მო­ე­ღო ბოლო, რად­გან ქალ­მა იმა­ვე გრძნო­ბით არ უპა­სუ­ხა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 1860 წელს ცო­ლად ლევ და­ვი­დოვს გაჰ­ყვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მწერ­ლის მე­უღ­ლეს ოლღა გუ­რა­მიშ­ვილს, ის ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი მე­მა­მუ­ლის - თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. მდი­დარ მე­მა­მუ­ლეს არ მოს­წონ­და სა­სი­ძოდ ღა­რი­ბი მწე­რა­ლი. ოლღა და ილია ფა­რუ­ლად და­ქორ­წინ­დნენ, როცა ვაჟი 25-ის, ქალი კი 20 წლი­სა იყო. აპ­რილ­ში, თბი­ლი­სის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი სა­გუ­რა­მო­ში აი­ვან­ზე. ფო­ტოს მფლო­ბე­ლი: ნატო ფირ­ცხა­ლა­ვა

რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იხ­სე­ნე­ბენ, ოლღა ეჭ­ვი­ა­ნი ქალი იყო. ის ილი­ას მუ­დამ თან დაჰ­ყვე­ბო­და და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნებ­საც არ ერი­დე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, ერთხელ, უკვე მხცო­ვან­მა ილი­ამ, პო­ლო­ნელ ლა­მაზ მსა­ხურს ერთი ჭიქა წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვა. ოლ­ღას ყვე­ლა­ფე­რი ეს­მო­და. აღელ­ვე­ბულ­მა ქალ­მა ჩა­ირ­ბი­ნა კი­ბე­ე­ბი, მინ­დორ­ზე და­ე­ცა და მი­წას თავს ურტყამ­და მა­ნამ, სა­ნამ ილი­ამ და მის­მა მე­ფუტკრემ, და­ნი­ელ მას­ლოვ­მა წყა­ლი არ აპ­კუ­რეს და გონ­ზე არ მო­იყ­ვა­ნეს. ოლ­ღამ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი იმით გა­ა­მარ­თლა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, ილი­ა­სათ­ვის თუნ­დაც ერთი ჭიქა წყა­ლი მი­ე­ტა­ნა...

ოლ­ღას თავ­და­დე­ბა ილი­ას მი­მართ გა­სა­ო­ცა­რი იყო. თუნ­დაც ის ფაქ­ტი რად ღირს, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვა და მთაწ­მინ­და­ზე იქი­რა­ვა ბინა, რათა ყო­ველ­დღე ასუ­ლი­ყო ილი­ას საფ­ლავ­ზე, სან­თე­ლი და­ენ­თო და მისი სი­ახ­ლო­ვე ეგ­რძნო...

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, ნატო ფირ­ცხა­ლა­ვა, და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
5

რა ძალაა აქვს სისხლს. ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, კლდიაშვილი, ბარათაშვილი, გურამიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი ერთნაირად მიყვარს, შოთა ხომ მიყვარს და მიყვარს მარა ილიას ხსენებაზე ხშირად ცრემლი მადგება 

inga
10

კიდევ ჰქონდა მას სიყვარული და ეს იცის უამრავმა ადამიანმა, თუმცა ამაზე არსად წამიკითხავს, ალბათ ასეა საჭირო. ღმერთმა გაანათლოს ილია სული!

ავტორი:

ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის - ოლღა გურამიშვილის სიყვარულის, მეგობრობისა და ერთგულების ამბავი საქვეყნოდ არის ცნობილი, თუმცა ილიას პირველი, ყრმობისდროინდელი სიყვარულის შესახებ ალბათ ბევრმა არც არაფერი იცის...

"მისთვის იქნებ გატაცებაც იყო სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული - ელისაბედ ჭავჭავაძე. მამიდა მაკრინეს თხოვნით, სწორედ ის დახმარებია ილიას, რომ პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრებულიყო. არდადეგებზე ჩამოსულ ილიას ლიზას მიმართ არავითარი გრძნობა აღარ ჰქონია, რადგან პეტერბურგში პეტრე ჩაიკოვსკის და - ალექსანდრა, იგივე საშა შეჰყვარებია.

ილიამ ლიზას ლექსი "გახსოვს ტურფავ" მიუძღვნა და თითქოს ამით დაემშვიდობა თავის პირველ გატაცებას" - უყვება AMBEBI.GE-ს ფილოლოგი მადინა კარტოზია, რომელმაც ილიას პირველი სიყვარულის შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიზიარა.

ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავაძე-მარჯანიშვილი, ფოტო დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ილიას პირველი სიყვარულის შესახებ, ასეთი მოსაზრებაც არსებობს: შეძლებული თავადი სოლომონ ჭავჭავაძე, ილიას მამას, გრიგოლს მოლაპარაკებია და შეჰპირებია, რომ ილიას სწავლისთვის 400 თუმანს იმ პირობით გაუგზავნიდა, თუ სწავლის დასრულების შემდეგ, ილია მის ქალს - ელისაბედს შეირთავდა ცოლად. როგორც ამბობენ, ამ შეთანხმების შესახებ მწერალმა არაფერი იცოდა, თუმცა ეს ფაქტი ნაკლებსავარაუდოა, ვინაიდან პეტერბურგიდან დაბრუნებულმა მალევე გაისტუმრა ვალი.

ლიზა ჭავჭავაძე მოგვიანებით რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკს, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ეყოლა შემდგომში ლეგენდარული ქართველი რეჟისორი - კოტე მარჯანიშვილი.

რაც შეეხება საშა ჩაიკოვსკაიას, არც მან უპასუხა ილიას სიყვარულით და ლევ დავიდოვს გაჰყვა ცოლად. ფილოლოგი მადინა კარტოზია მოგვითხრობს, რომ ეს ამბავი ახალგაზრდა ილიას ძალიან განუცდია.

საშა ჩაიკოვსკაია მეუღლესთან ერთად

"ამას ის ორი უსათაურო ლექსი ადასტურებს, რომელიც ამ შემთხვევის გამო დაწერა და რომლებშიც კარგად ჩანს ცალმხრივი სიყვარულისგან ტანჯული ილიას განცდა. უფრო ადრე ილიას კიდევ ერთი ლექსი აქვს მიძღვნილი საშა ჩაიკოვსკაიასადმი და ამ ლექსს ეწოდება "ჩაიკოვსკისას":

"მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,

როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,

და ქალწულების კრთომით, მორცხვობით

მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე.

მე დაგყურებდე ტრფიალებითა,

შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;

მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა

მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა,

ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე

და ცოდვილთ ფიქრთა ზედ მოსევასა, შენის სიწმინდით ვიგერიებდე"

მართლაც, საშა ჩაიკოვსკაია რომ მისი ტრფობის ობიექტი იყო, ამაზე მეტყველებს ილიას წერილი, რომელიც მან თავის დას, ნინოს 1858 წელს მისწერა:

"ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა, ქალური ვერცხლის ქამარი მთხოვა ხანჯლით, და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამიმტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი ისე ვარ მიღებული, ისეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე ნინო, სააღდგომოთ გამომიგზავნე. ვიცი, რომ გიყვარვარ..." - წერს ილია წერილში.

თუმცა, მის ამგვარ აღტაცებას მალე მოეღო ბოლო, რადგან ქალმა იმავე გრძნობით არ უპასუხა და როგორც აღვნიშნეთ, 1860 წელს ცოლად ლევ დავიდოვს გაჰყვა.

რაც შეეხება მწერლის მეუღლეს ოლღა გურამიშვილს, ის ცნობილი და მდიდარი მემამულის - თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი გახლდათ. მდიდარ მემამულეს არ მოსწონდა სასიძოდ ღარიბი მწერალი. ოლღა და ილია ფარულად დაქორწინდნენ, როცა ვაჟი 25-ის, ქალი კი 20 წლისა იყო. აპრილში, თბილისის სამების ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი საგურამოში აივანზე. ფოტოს მფლობელი: ნატო ფირცხალავა

როგორც თანამედროვენი იხსენებენ, ოლღა ეჭვიანი ქალი იყო. ის ილიას მუდამ თან დაჰყვებოდა და ეჭვიანობის სცენებსაც არ ერიდებოდა.

მაგალითად, ერთხელ, უკვე მხცოვანმა ილიამ, პოლონელ ლამაზ მსახურს ერთი ჭიქა წყლის მოტანა სთხოვა. ოლღას ყველაფერი ესმოდა. აღელვებულმა ქალმა ჩაირბინა კიბეები, მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა მანამ, სანამ ილიამ და მისმა მეფუტკრემ, დანიელ მასლოვმა წყალი არ აპკურეს და გონზე არ მოიყვანეს. ოლღამ თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, ილიასათვის თუნდაც ერთი ჭიქა წყალი მიეტანა...

ოლღას თავდადება ილიას მიმართ გასაოცარი იყო. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მან ყველაფერი მიატოვა და მთაწმინდაზე იქირავა ბინა, რათა ყოველდღე ასულიყო ილიას საფლავზე, სანთელი დაენთო და მისი სიახლოვე ეგრძნო...

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, ნატო ფირცხალავა, დამანა მდივნიშვილის კოლექცია

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა