ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც გუშინ ყოფილი მეუღლე გაჩერებაზე დანით დაჭრა, დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც გუშინ ყოფილი მეუღლე გაჩერებაზე დანით დაჭრა, დააკავეს

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი მეუღლე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გუშინ თვითმხილველი წერდა, შემთხვევა ტრანსპორტის გაჩერებასთან, საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

საბედნიეროდ, ქალისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. დაჭრილი ქალი გუშინვე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განაცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

სროლა ნაფარეულის ქუჩაზე - "სამჯერ გაისროლეს... სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევა იყო"