მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს
ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ლე­გენ­და­რულ ბრა­ზი­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. გა­მო­ცე­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია GLOBO-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პე­ლეს სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სია სტან­ჯავს.

მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დროს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, გა­სულ წელს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ექი­მებ­მა მას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

79 წლის პე­ლეს წე­ლის პრობ­ლე­მე­ბიც აწუ­ხებს და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა აღარ შე­უძ­ლია, ის შშმ პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

"ის ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლია და თავს ცუ­დად გრძნობს“, - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნია "გლო­ბოს­თან“ პე­ლეს ვაჟი, ედი­ნიო.

ფეხ­ბურ­თე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ირ­ყა. ფეხ­ბურ­თის მე­ფეს პროს­ტა­ტის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ხში­რად უწევს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნა.

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის მე­ფეა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მოძ­რა­ო­ბა­ში იყო და დღეს სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია.

ის ამ­ბობს, რომ გა­რეთ გას­ვლა აღარ უნდა, არ უნდა, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვინ­მემ და­ი­ნა­ხოს, არ სურს სახ­ლის და­ტო­ვე­ბა, ის გულ­გა­ტე­ხი­ლია. წელ­ზეც ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ ვერ ჩა­ი­ა­რა კარ­გად. ვე­ღარ და­დის. ყო­ვე­ლი­ვემ კი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო“, - ამ­ბობს პე­ლეს შვი­ლი.

პელე თა­ვის ვაჟ­თან, ედი­ნი­ოს­თან ერ­თად

თა­ვი­სი 21 წლი­ა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­ლემ 1 363 მატჩში 1 281 გოლი გა­ი­ტა­ნა და ეს შე­დე­გი დღემ­დე რე­კორ­დუ­ლია. მისი გა­მე­ო­რე­ბა ვერც ერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა ვერ შეძ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
16

ამიტომ უნდა იფიქრო ადამიანმა საკუთარ უკვდავ სულზე. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.

kaxeli
6

რა გამოცანებსა წერენ,ეგ არი პროსტატის კიბო ხერხემალზე გადასული,რასა მალავენ ვინმეს უხარია რამე თუ რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემა ტელეკომპანია GLOBO-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პელეს სიარული აღარ შეუძლია და მძიმე დეპრესია სტანჯავს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რომელსაც ყველა დროს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა და ექიმებმა მას საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

79 წლის პელეს წელის პრობლემებიც აწუხებს და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება.

"ის ძალიან მოწყენილია და თავს ცუდად გრძნობს“, - ამბობს ტელეკომპანია "გლობოსთან“ პელეს ვაჟი, ედინიო.

ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეირყა. ფეხბურთის მეფეს პროსტატის ოპერაცია ჩაუტარდა და ხშირად უწევს საავადმყოფოში ყოფნა.

"წარმოიდგინეთ, ის მეფეა, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო და დღეს სიარული აღარ შეუძლია.

ის ამბობს, რომ გარეთ გასვლა აღარ უნდა, არ უნდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვინმემ დაინახოს, არ სურს სახლის დატოვება, ის გულგატეხილია. წელზეც ჩაუტარდა ოპერაცია და რეაბილიტაციამ ვერ ჩაიარა კარგად. ვეღარ დადის. ყოველივემ კი დეპრესიაში ჩააგდო“, - ამბობს პელეს შვილი.

პელე თავის ვაჟთან, ედინიოსთან ერთად

თავისი 21 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში პელემ 1 363 მატჩში 1 281 გოლი გაიტანა და ეს შედეგი დღემდე რეკორდულია. მისი გამეორება ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.

"ერთ დღეს ჩვენ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს ცაში" - როგორ ემშვიდობება პელე ლეგენდარულ დიეგო მარადონას

"ის ჯადოქარი იყო... წავიდა და დატოვა სიცარიელე, რომელიც არასდროს შეივსება" - საფეხბურთო სამყარო "ფეხბურთის ღმერთს" ემშვიდობება

რა გახდა ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი? - "მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა"