პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა
ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი და მას­პინ­ძლო­ბის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა უგუ­ლა­ვა სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლის ექ­სპორტზე სა­სა­უბ­როდ შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ.

მხა­რე­ებს შო­რის აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­მო­რან­დუმს 10 თე­ბერ­ვალს ნურ-სულ­თან­ში მო­ე­წე­რა ხელი. შე­თან­ხმე­ბა 2020 წლის მარ­ტი­დან ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ყა­ზა­ხეთ­ში ერ­თობ­ლივ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას, ასე­ვე, ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ლექ­ტო­რე­ბის მიერ სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვას გუ­ლის­ხმობს.

ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლით ყა­ზა­ხე­თის მხა­რე მას მერე და­ინ­ტე­რეს­და, რაც BTU-სა და მას­პინ­ძლო­ბის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის ძა­ლის­ხმე­ვით, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი შვე­ი­ცა­რუ­ლი სკო­ლა, უპი­რო­ბო ლი­დე­რი ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით - Les Roches სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და და BTU-ს ბა­ზა­ზე და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში Les Roches პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი უკვე ჰყავს და ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის 2021 წლის სა­დიპ­ლო­მო პროგ­რა­მა­ზე სტუ­დენ­ტთა მე­ო­რე ნა­კა­დის სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე, ქარ­თუ­ლი მო­დე­ლის ექ­სპორ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა UNWTO-სთან მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის აკა­დე­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ხა­ტა. ექ­სპორ­ტის პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა ყა­ზა­ხე­თია და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი უკვე შედ­გა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

საქართველოში ხომ "ყვავის" განათლება, ახლა იქაც უნდათ რომ "ააყვავონ".

!!!
0

ხა,ხა ყვავას რა ჰქონდა, ბუზს გაჰქონდაო! დაქცეულა აბა ყაზახეთი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა

ქართული საგანმანათლებლო მოდელის პირველი მასშტაბური ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მანანა უგულავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის მთავრობის წევრებთან ქართული საგანმანათლებლო მოდელის ექსპორტზე სასაუბროდ შეხვედრებს მართავენ.

მხარეებს შორის აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მემორანდუმს 10 თებერვალს ნურ-სულთანში მოეწერა ხელი. შეთანხმება 2020 წლის მარტიდან ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების საშუალებით ყაზახეთში ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობას, ასევე, ქართველი და საერთაშორისო ლექტორების მიერ სასწავლო პროცესების წარმართვას გულისხმობს.

ქართული საგანმანათლებლო მოდელით ყაზახეთის მხარე მას მერე დაინტერესდა, რაც BTU-სა და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის ძალისხმევით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შემავალი შვეიცარული სკოლა, უპირობო ლიდერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით - Les Roches საქართველოში შემოვიდა და BTU-ს ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოში Les Roches პირველი წარმატებული კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს და ამჟამად საერთაშორისო სასტუმროების მართვის 2021 წლის სადიპლომო პროგრამაზე სტუდენტთა მეორე ნაკადის სწავლება მიმდინარეობს.

ასევე, ქართული მოდელის ექსპორტის საფუძველი გახდა მნიშნელოვანი შეთანხმება UNWTO-სთან მსოფლიო ტურიზმის აკადემიის საერთაშორისო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ქართული საგანმანათლებლო მოდელით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყანამ გამოხატა. ექსპორტის პირველი ქვეყანა ყაზახეთია და თანამშრომლობის ასეთი პრეცედენტი უკვე შედგა.

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები რესტორნებს არჩევენ

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა