სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა
ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

ზაზა სა­რა­ლი­ძე ალ­ბათ, თა­ვი­სი შვი­ლის მკვლელს ცი­ხეს­თან ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში დახ­ვდე­ბა და მერე სახ­ლში მშვი­დად და წყნა­რად წავა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ბი­ძამ, დი­მიტ­რი კა­კუ­ბა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის მო­ლო­დი­ნი არ აქვს და მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში უნდა წა­ვი­დეს.

„აქ არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს. იმე­დია, აქ ყვე­ლა­ფერს მალე მოვ­რჩე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე წა­ვალთ სტრას­ბურ­გში. იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ამ „შა­პი­ტოს ცირ­კში“ რა­ღაც შე­დეგს მი­ვი­ღებთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლე­ბია დაძ­რუ­ლი. რა უნდა ვქნა, როცა სა­რა­ლი­ძე დარ­ბის და ალ­ბათ, თა­ვი­სი შვი­ლის მკვლელს ცი­ხეს­თან ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში დახ­ვდე­ბა და მერე სახ­ლში მშვი­დად და წყნა­რად წავა. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია მისი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - გა­ნა­ცხა­და კა­კუ­ბა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მე­ზე მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი მისი ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტის, ანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

„დღეს 5 მოწ­მის და­კი­თხვის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნეთ. მას შემ­დეგ, რაც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ და­ნიშ­ნულ­მა ად­ვო­კატ­მა ანა კო­ტე­ტიშ­ვილ­მა სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვი­ხუ­რა სხდო­მე­ბი, პრო­ცე­სის გახ­სნას ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ. მან არც ერთი მოწ­მე დაც­ვის სი­ა­ში არ შე­იყ­ვა­ნა და ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად უია­რა­ღო აღ­მოვ­ჩნდით. სა­სა­მარ­თლოს მინ­და ვცე პა­ტი­ვი, მაგ­რამ რა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­საც ვხე­დავ „შა­პი­ტოს“ წარ­მოდ­გე­ნებს მა­გო­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის მოწ­მე­ე­ბი ამო­ღო სი­ი­დან, რომ­ლე­ბიც კა­ლან­დი­ას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებ­დნენ. რო­გორც იცით, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას კა­ლან­დი­ას მი­მართ კი­თხვა არ გას­ჩე­ნია. კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ოჯა­ხი და­არ­წმუ­ნეს, რომ სხდო­მის და­ხურ­ვა ჩვენს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ამა­ში და­არ­წმუ­ნა ჩემი დის­შვი­ლიც, რა­მაც თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და კა­კუ­ბა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
5

უსინდისოები არიან და უტიფრები.. მისი შვილი რომ იყოს მოკლული, რას იტყოდა ეს შუბზე ძარღვგაწყვეტილი კაცი??? შვილმკვდარ მამაზე მაგას როგორ ამბობს!

ნინი
20

იქნება მართლა არ მოუკლია ამ კაკუბავას და ტყუილად ზის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად წავა - მიხეილ კალანდიას ბიძა

ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბიძამ, დიმიტრი კაკუბავამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში სიმართლის დამტკიცების მოლოდინი არ აქვს და მისივე განცხადებით, საქმე რაც შეიძლება მალე, სტრასბურგის სასამართლოში უნდა წავიდეს.

„აქ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. იმედია, აქ ყველაფერს მალე მოვრჩებით და რაც შეიძლება მალე წავალთ სტრასბურგში. იმის მოლოდინი, რომ ამ „შაპიტოს ცირკში“ რაღაც შედეგს მივიღებთ, წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი ძალებია დაძრული. რა უნდა ვქნა, როცა სარალიძე დარბის და ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა. ეს არის ჩემი პოზიცია მისი ქმედებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კაკუბავამ.

მისივე განმარტებით, მიხეილ კალანდიას საქმეზე მიღებული გარკვეული შედეგები მისი ყოფილი ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის დამსახურებაა.

„დღეს 5 მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა დავაყენეთ. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა სამწუხაროდ, დაგვიხურა სხდომები, პროცესის გახსნას ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ. მან არც ერთი მოწმე დაცვის სიაში არ შეიყვანა და ჩვენ ფაქტობრივად უიარაღო აღმოვჩნდით. სასამართლოს მინდა ვცე პატივი, მაგრამ რა მანიპულაციებსაც ვხედავ „შაპიტოს“ წარმოდგენებს მაგონებს.

პროკურატურამ ის მოწმეები ამოღო სიიდან, რომლებიც კალანდიას უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. როგორც იცით, წელიწადნახევარი პროკურატურას კალანდიას მიმართ კითხვა არ გასჩენია. კოტეტიშვილის მეშვეობით ოჯახი დაარწმუნეს, რომ სხდომის დახურვა ჩვენს ინტერესებს ემსახურებოდა, ამაში დაარწმუნა ჩემი დისშვილიც, რამაც თავისი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა კაკუბავამ.