პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?
რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

ბევრ ჩვენ­განს შაქ­რის გა­რე­შე ვერ­ცერ­თი დღე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ალ­ბათ, ბევ­რჯერ გიც­დი­ათ, უშაქ­რო ყავა და­გე­ლი­ათ, თუმ­ცა და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ამ იდე­ით კმა­ყო­ფი­ლი ჩვენ გარ­შე­მო ძა­ლი­ან ცო­ტაა.

ჩვენს გარ­შე­მომ­ყოფ­თა უმე­ტე­სო­ბა თეთრ შა­ქარს მო­იხ­მარს, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზეც ყვე­ლა­ზე ფარ­თო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რე­ა­ლუ­რად, შაქ­რის ეს სა­ხე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მავ­ნე­ბე­ლია. გარ­და იმი­სა, რომ წო­ნა­ში მა­ტე­ბას უწყობს ხელს, შაქ­რის ხში­რი მოხ­მა­რე­ბით კანი კარ­გავს კო­ლა­გენს, რაც მას ელას­ტი­უ­რო­ბას ანი­ჭებს და ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნის პრო­ცე­სი უფრო სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყე­ბო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თეთ­რი შაქ­რის ხში­რი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, „სა­ჩუქ­რად ვი­ღებთ ნა­ო­ჭებს, ხა­ზებ­სა და აჭ­რე­ლე­ბულ კანს.

American College of Nutrition-ის კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 453 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, შემ­დე­გი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა: ისი­ნი, ვინც მო­იხ­მარ­დნენ მეტ თევზს, ზე­ი­თუ­ნის ზეთ­სა და პარ­კოს­ნებს ნაკ­ლე­ბად­და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი კანი ჰქონ­დათ, ვიდ­რე მათ, ვის რა­ცი­ონ­შიც ძი­რი­თა­დად, ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი, კა­რა­ქი და შა­ქა­რი შე­დი­ო­და.

ამას­თან, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თეთ­რი შაქ­რის მოხ­მა­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან, ქრო­ნი­კულ ან­თე­ბით პრო­ცე­სებ­თან, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­თან და დი­ა­ბეტ­თან.

რო­გორ მზად­დე­ბა თეთ­რი შა­ქა­რი და რა­ტომ არის ის ასე­თი მავ­ნე?

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ თეთ­რი შა­ქა­რი ჭარხლის ან ლერ­წმის წვე­ნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­და­მუ­შა­ვე­ბის იგი­ვე რა­ფი­ნი­რე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა. რე­ა­ლუ­რად, მი­ღე­ბუ­ლი მასა თეთ­რი ფე­რის არ არის, ამი­ტომ მას სა­ღე­ბავს ურე­ვენ და ასე ათეთ­რე­ბენ.

მრა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სის გავ­ლის შემ­დეგ, თეთ­რი შა­ქა­რი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას კარ­გავს, მას­ში მხო­ლოდ ნახ­შირ­წყლე­ბის სა­ბა­დოა და ორ­გა­ნიზმს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კა­ლო­რი­ე­ბით ამა­რა­გებს, რაც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მის სა­წინ­და­რია.

თეთ­რი შაქ­რის მავ­ნებ­ლო­ბის ამ­ბის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა და­ი­წყეს, რათა ორ­გა­ნიზ­მის­თვის „კუთ­ვნი­ლი“ ჯან­სა­ღი ნახ­შირ­წყლე­ბი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ.

ასე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი ყა­ვის­ფე­რი შაქ­რის მოხ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც თეთრ შა­ქარ­თან შე­და­რე­ბით, მეტი ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბა აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. მისი წარ­მო­ე­ბის მე­თო­დი ასე­თია: ყა­ვის­ფერ შა­ქარს მხო­ლოდ ლერ­წმის­გან იღე­ბენ. ის ნა­წი­ლობ­რივ მუ­შავ­დე­ბა, რა დრო­საც ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ყო­ფი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ლა­სა უკან უბ­რუნ­დე­ბა შა­ქარს და მას­ში დარ­ჩე­ნი­ლი ლერ­წმის უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კე­ბის წყა­ლო­ბით, ადა­მი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ უჯრე­დის­საც იღებს. ამის გამო, ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი თეთრზე უფრო მარ­გე­ბე­ლია და ხში­რად არ­ჩე­ვანს მას­ზე ვა­ჩე­რებთ-ხოლ­მე.

მი­უ­ხე­და­ვად ყა­ვის­ფე­რი შაქ­რის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი­სა, უფრო „ჯან­სა­ღი შაქ­რის“ მი­სა­ღე­ბად მწარ­მო­ებ­ლებ­მა გა­მო­სა­ვა­ლი იპოვ­ნეს - ეს ქო­ქო­სის შა­ქა­რია, რო­მე­ლიც არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი და არა­ნა­ირ ქი­მი­ურ პრო­ცესს არ გა­დის. ქო­ქო­სის შა­ქა­რი ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტია, რომ­ლის მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­შიც ის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. გზა, რო­მელ­საც ქო­ქო­სის შა­ქა­რი ორ­გა­ნუ­ლი გზით მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სი­დან ჩვენს ჭი­ქამ­დე გა­დის, დაც­ლი­ლია რა­ფი­ნი­რე­ბის მე­თო­დის­გან.

ქო­ქო­სის მი­ი­ღე­ბა ქო­ქო­სის პალ­მის ყვა­ვი­ლის წვე­ნის­გან მხო­ლოდ სი­თხის აორ­თქლე­ბის გზით მი­ი­ღე­ბა. ვი­ზუ­ა­ლით ის კა­რა­მელს მო­გა­გო­ნებთ, რად­გან სწო­რედ ასე­თი ფერი და არო­მა­ტი დაკ­რავს, უფრო მა­დი­საღ­მძვრე­ლა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა და ცხო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა.

იმის გამო, რომ ამ ტი­პის შა­ქა­რი არა­ნა­ირ ქი­მი­ურ პრო­ცესს არ გა­დის, ის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს სრუ­ლი­ად ინარ­ჩუ­ნებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ქო­ქო­სის შა­ქა­რი შე­ი­ცავს:

  • მი­ნე­რა­ლებს ( რკი­ნა, თუ­თია, კალ­ცი­უ­მი და კა­ლი­უ­მი)
  • B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს
  • უჯრე­დისს, კონ­კრე­ტუ­ლად კი ბოჭ­კო­ი­ნუ­ლინს.

რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ანუ თეთ­რი შაქ­რი­სა და ქო­ქო­სის შაქ­რის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ზე­გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ რომ ვი­სა­უბ­როთ, სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად სწევს საკ­ვე­ბი სის­ხლში გლუ­კო­ზის დო­ნეს. სის­ხლში გლუ­კო­ზის მა­ღა­ლი დონე კი დი­ა­ბე­ტი­სა და სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს ნიშ­ნავს.

რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ანუ თეთ­რი შაქ­რის გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი 60–ია, ხოლო ქო­ქო­სის შაქ­რი­სა – მხო­ლოდ 35. რა­ტომ აქვს ქო­ქო­სის შა­ქარს ასე­თი და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სი, როცა თეთ­რი შაქ­რის მსგავ­სად ისიც შე­ი­ცავს ტკბილ ნივ­თი­ე­რე­ბას – სა­ქა­რო­ზას? აქ პა­სუხს ბოჭ­კო ინუ­ლი­ნის მოქ­მე­დე­ბა­ში ვი­პოვ­ნით, რო­მე­ლიც ბლო­კავს შაქ­რის შე­წო­ვა­სა და ათ­ვი­სე­ბას.

დღეს, რა­ტომ ირ­ჩევს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ქო­ქო­სის შა­ქარს?

  • ქო­ქო­სის შა­ქა­რი, გარ­და შაქ­რი­სა, შე­ი­ცავს სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს
  • მას­ში შე­მა­ვა­ლი შა­ქა­რი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად შე­ი­წო­ვე­ბა, რაც წო­ნის და­საკ­ლებ დი­ე­ტა­ში მის ჩარ­თვას შე­საძ­ლე­ბელს ხდის
  • ქო­ქო­სის შა­ქარს მდი­და­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ტვი­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ტკბილ­ზე
  • მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, ქო­ქო­სის შა­ქარს, რო­გორც ჯან­საღ პრო­დუქტს, უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­იხ­მა­რენ.

თეთ­რი შაქ­რის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბით და მისი ქო­ქო­სის შაქ­რით ჩა­ნაც­ვლე­ბით შეგ­ვიძ­ლია,

ორ­გა­ნიზ­მზე რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­ვამ­ცი­როთ, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ რო­გორც დი­ა­ბე­ტი, ისე გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დღეს, მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
0

გადაიკითხავ კომენტარებს და ყველა იმედი გადაგეწურება რა გჭირთ ხალხო მეტი პოზიტივი😍😍მეთქი ეგაა და მეშველათქო😂

hh
2

როგორც ჩანს ქოქოსის შაქარი შემოიტანეს საქართველოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

ბევრ ჩვენგანს შაქრის გარეშე ვერცერთი დღე ვერ წარმოუდგენია. ალბათ, ბევრჯერ გიცდიათ, უშაქრო ყავა დაგელიათ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ იდეით კმაყოფილი ჩვენ გარშემო ძალიან ცოტაა.

ჩვენს გარშემომყოფთა უმეტესობა თეთრ შაქარს მოიხმარს, რომელიც მაღაზიების თაროებზეც ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი. რეალურად, შაქრის ეს სახეობა ყველაზე მავნებელია. გარდა იმისა, რომ წონაში მატებას უწყობს ხელს, შაქრის ხშირი მოხმარებით კანი კარგავს კოლაგენს, რაც მას ელასტიურობას ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში დაიწყებოდა. საბოლოო ჯამში, თეთრი შაქრის ხშირი მოხმარების შედეგად, „საჩუქრად ვიღებთ ნაოჭებს, ხაზებსა და აჭრელებულ კანს.

American College of Nutrition-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ 453 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ზრდასრულ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად, შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: ისინი, ვინც მოიხმარდნენ მეტ თევზს, ზეითუნის ზეთსა და პარკოსნებს ნაკლებადდანაოჭებული კანი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვის რაციონშიც ძირითადად, ცხიმიანი ხორცი, კარაქი და შაქარი შედიოდა.

ამასთან, დიდი რაოდენობით თეთრი შაქრის მოხმარება დაკავშირებულია ქსოვილების დაზიანებასთან, ქრონიკულ ანთებით პროცესებთან, გულის დაავადებებთან და დიაბეტთან.

როგორ მზადდება თეთრი შაქარი და რატომ არის ის ასეთი მავნე?

ცნობილი ფაქტია, რომ თეთრი შაქარი ჭარხლის ან ლერწმის წვენის მრავალჯერადი გადამუშავების იგივე რაფინირების შედეგად მიიღება. რეალურად, მიღებული მასა თეთრი ფერის არ არის, ამიტომ მას საღებავს ურევენ და ასე ათეთრებენ.

მრავალი ქიმიური პროცესის გავლის შემდეგ, თეთრი შაქარი ყველა სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, მასში მხოლოდ ნახშირწყლების საბადოა და ორგანიზმს დიდი რაოდენობით კალორიებით ამარაგებს, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის საწინდარია.

თეთრი შაქრის მავნებლობის ამბის საყოველთაოდ აღიარების შემდეგ ადამიანებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს, რათა ორგანიზმისთვის „კუთვნილი“ ჯანსაღი ნახშირწყლები მიეწოდებინათ.

ასე გახდა პოპულარული ყავისფერი შაქრის მოხმარება, რომელსაც თეთრ შაქართან შედარებით, მეტი ბუნებრივი თვისება აქვს შენარჩუნებული. მისი წარმოების მეთოდი ასეთია: ყავისფერ შაქარს მხოლოდ ლერწმისგან იღებენ. ის ნაწილობრივ მუშავდება, რა დროსაც ბუნებრივად გამოყოფილი ნივთიერება მელასა უკან უბრუნდება შაქარს და მასში დარჩენილი ლერწმის უმცირესი ნაწილაკების წყალობით, ადამიანი ორგანიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელ უჯრედისსაც იღებს. ამის გამო, ყავისფერი შაქარი თეთრზე უფრო მარგებელია და ხშირად არჩევანს მასზე ვაჩერებთ-ხოლმე.

მიუხედავად ყავისფერი შაქრის უპირატესობებისა, უფრო „ჯანსაღი შაქრის“ მისაღებად მწარმოებლებმა გამოსავალი იპოვნეს - ეს ქოქოსის შაქარია, რომელიც არის ნატურალური და არანაირ ქიმიურ პროცესს არ გადის. ქოქოსის შაქარი ორგანული პროდუქტია, რომლის მოპოვების პროცესშიც ის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. გზა, რომელსაც ქოქოსის შაქარი ორგანული გზით მოპოვების პროცესიდან ჩვენს ჭიქამდე გადის, დაცლილია რაფინირების მეთოდისგან.

ქოქოსის მიიღება ქოქოსის პალმის ყვავილის წვენისგან მხოლოდ სითხის აორთქლების გზით მიიღება. ვიზუალით ის კარამელს მოგაგონებთ, რადგან სწორედ ასეთი ფერი და არომატი დაკრავს, უფრო მადისაღმძვრელადაც გამოიყურება. ასევე შესაძლებელია მისი თერმული დამუშავება და ცხობაში გამოყენება.

იმის გამო, რომ ამ ტიპის შაქარი არანაირ ქიმიურ პროცესს არ გადის, ის სასარგებლო ნივთიერებებს სრულიად ინარჩუნებს.

უფრო კონკრეტულად, ქოქოსის შაქარი შეიცავს:

  • მინერალებს ( რკინა, თუთია, კალციუმი და კალიუმი)
  • B ჯგუფის ვიტამინებს
  • უჯრედისს, კონკრეტულად კი ბოჭკოინულინს.

რაფინირებული ანუ თეთრი შაქრისა და ქოქოსის შაქრის ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის შესახებ რომ ვისაუბროთ, სამედიცინო ტერმინი გლიკემიური ინდექსი გამოვიყენოთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად სწევს საკვები სისხლში გლუკოზის დონეს. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე კი დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს ნიშნავს.

რაფინირებული ანუ თეთრი შაქრის გლიკემიური ინდექსი 60–ია, ხოლო ქოქოსის შაქრისა – მხოლოდ 35. რატომ აქვს ქოქოსის შაქარს ასეთი დაბალი გლიკემიური ინდექსი, როცა თეთრი შაქრის მსგავსად ისიც შეიცავს ტკბილ ნივთიერებას – საქაროზას? აქ პასუხს ბოჭკო ინულინის მოქმედებაში ვიპოვნით, რომელიც ბლოკავს შაქრის შეწოვასა და ათვისებას.

დღეს, რატომ ირჩევს ბევრი ადამიანი ქოქოსის შაქარს?

  • ქოქოსის შაქარი, გარდა შაქრისა, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს
  • მასში შემავალი შაქარი გაცილებით ნაკლებად შეიწოვება, რაც წონის დასაკლებ დიეტაში მის ჩართვას შესაძლებელს ხდის
  • ქოქოსის შაქარს მდიდარი გემოვნური თვისებები აქვს და სრულად აკმაყოფილებს ტვინის მოთხოვნილებას ტკბილზე
  • მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ქოქოსის შაქარს, როგორც ჯანსაღ პროდუქტს, უკვე საქართველოშიც მოიხმარენ.

თეთრი შაქრის რაციონიდან ამოღებით და მისი ქოქოსის შაქრით ჩანაცვლებით შეგვიძლია,

ორგანიზმზე რაფინირებული პროდუქტის მავნე ზემოქმედება შევამციროთ, თავიდან ავიცილოთ როგორც დიაბეტი, ისე გულსისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც დღეს, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"