სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 3 წელში, საქართველოში ათასამდე ადამიანმა მოიკლა თავი - სუიციდის მიზეზები და პრევენცია
15:15 / 11-02-2020
ბოლო 3 წელში, საქართველოში ათასამდე ადამიანმა მოიკლა თავი - სუიციდის მიზეზები და პრევენცია
15:15 / 11-02-2020

თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს. სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზე­ბად ხში­რად სა­ხელ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი - დეპ­რე­სია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ში­ზოფ­რე­ნია, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე (ალ­კოჰოლ­ზე, ნარ­კო­ტიკ­ზე) და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

თვით­მკვლე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს კულ­ტუ­რულ, ოჯა­ხურ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს, ტრავ­მი­სა და და­ნა­კარ­გის გა­მოც­დი­ლე­ბებს. ამას­თან, გე­ნე­ტი­კა 38-55%-მდე შემ­თხვე­ვებ­ში ახ­დენს გავ­ლე­ნას სუ­ი­ცი­დურ ქმე­დე­ბა­ზე.

თვით­მკვლე­ლო­ბა სტრე­სის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იმ­პულ­სუ­რი აქ­ტია, რა­ზეც შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, "ბუ­ლინ­გით" გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სი.

  • რას ყვე­ბი­ან თვით­მკვლელ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­მაც სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ანო­ნი­მუ­რად ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

22 წლის ნუ­ცას ბი­ძამ თვით­მკვლე­ლო­ბა 50 წლის ასაკ­ში, ლუ­დო­მა­ნი­ის გამო ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ნუცა ჰყვე­ბა, მა­მა­კაც­მა სი­ცო­ცხლე დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა.

"როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბი­ძა­ჩე­მი და ფაქ­ტი მახ­სოვს, ასე­ვე, გან­წყო­ბა, რაც სახ­ლში იყო შექ­მნი­ლი. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ვიცი, ბი­ძა­ჩემ­ზე ყვე­ლას ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჰქონ­და, თით­ქოს უზო­მოდ უდარ­დე­ლი და მხი­ა­რუ­ლი იყო. ის არა­ვის­თან სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ ლუ­დო­მა­ნი­ით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, არც იმა­ზე, რომ თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებ­და...

მარ­თა­ლია, არ მუ­შა­ობ­და და ისიც ვი­ცო­დით, რომ ფი­ნან­სუ­რად მთლად მყა­რად არ იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ახლო მე­გობ­რე­ბის მო­ნა­ყო­ლი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, რომ აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლე­ბის გამო მო­ის­წრა­ფა სი­ცო­ცხლე

მას სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი - მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და, დე­და­მისს უვ­ლი­და და მო­ხუ­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, სწო­რედ მის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო, თვი­თო­ნაც ცო­ცხლობ­და. ამას მივ­ხვდით კი­დეც, რად­გან დე­და­მი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა ძა­ლი­ან მალე ჩა­ი­დი­ნა...

წე­რი­ლი და­წე­რა, სა­დაც ეწე­რა, რომ ამის გა­სა­კე­თებ­ლად დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ელო­და. ასე­ვე ეწე­რა, რომ ეს თვით­მკვლე­ლო­ბა დიდი ხნით ადრე ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო, არა­მედ, ყვე­ლა­ფე­რი გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და მა­ინც სურ­და, ასე მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბა აღარ უნ­დო­და" - გვიყ­ვე­ბა ნუცა.

მე­ო­რე ის­ტო­რი­ა­ში 30 წლის თამ­თა ბე­ბი­ას იხ­სე­ნებს, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ, 73 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა.

"ბე­ბი­ა­ჩე­მი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი იყო და არც ამ ასაკ­ში აწუ­ხებ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ასა­კობ­რი­ვი პრობ­ლე­მა. ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობ­და, შვილ­თან და მის ოჯახ­თან ერ­თად. ერთ დღე­საც დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ და­ი­კარ­გა და ვერ პო­უ­ლობ­დნენ. მე­ო­რე დღეს იმა­ვე სო­ფელ­ში, მე­ზო­ბელ, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ...

თვით­მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი შემ­დეგ გა­ვი­გეთ - ბოლო პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. რამ­დე­ნი­მე თვე მკურ­ნა­ლობ­და, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თით­ქმის არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, პე­რი­ო­დუ­ლად და­ი­წუ­წუ­ნებ­და ხოლ­მე, რომ წამ­ლე­ბი არ შვე­ლო­და. შემ­დეგ გა­ვი­გეთ, თურ­მე, სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­და - მგო­ნია, სიმ­სივ­ნე მაქვს და არ მე­უბ­ნე­ბი­ან, მი­მა­ლა­ვე­ნო.

ჩვენ­თვის ადრე უთ­ქვამს, რომ არ უნ­დო­და, ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ოდეს­მე სხვი­სი მო­სავ­ლე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლა, რომ რად­გან ასაკ­ში იყო, მის პრობ­ლე­მას აღარ ეშ­ვე­ლე­ბო­და, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი სჭირ­და და კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მის­ვლას, ასე ვთქვათ, "და­ას­წრო"...

არც კი ვიცი, ოჯახ­ში ვის რამ­დე­ნად გა­უ­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხარ­შვა... ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­ტად უნდა იყოს ეს თემა გახ­სნი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი რას მიჰ­ყავს ამ ზო­მამ­დე და რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თონ სხვებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა. შე­იძ­ლე­ბა, ჩვენც შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, რა­ღაც გა­მოგ­ვე­პა­რა, მის ქცე­ვა­ში რა­ღაც უც­ნა­უ­რი იყო და იმ მო­მენ­ტში ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ეთ.

არ მომ­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: "რო­გო­რი კარ­გი იყო და ჩვენ არ გა­ვუფრ­თხილ­დით" - თით­ქოს ამ ყვე­ლაფ­რის რო­მან­ტი­ზე­ბას ვახ­დენთ და ვინც სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლია, ვუ­ჩენთ შეგ­რძნე­ბას, რომ ამა­ში არა­ფე­რია ცუდი“, - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო სამ წელ­ში ათა­სამ­დე თვით­მკვლე­ლო­ბა მოხ­და

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2019 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ წელს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს სუ­ი­ცი­დით ას­რუ­ლებს.

ყვე­ლა­ზე ხში­რად, თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლეს მა­მა­კა­ცე­ბი ას­რუ­ლე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლე­ბი დეპ­რე­სი­ი­სა და სუ­ი­ცი­დის ჩა­დე­ნა­ზე ფიქ­რის­კენ, ასე­ვე სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის­კენ უფრო მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან. თვით­მკვლე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა, ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, 15-დან 30 წლამ­დე პი­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2017-2019 წლე­ბი) თვით­მკვლე­ლო­ბის 957 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. თვით­მკვლელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 18 წლამ­დე ასა­კი­საა, ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი კი - 94 წლის.

2017 წელს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თვით­მკვლე­ლო­ბის 263 მცდე­ლო­ბა და­ფიქ­სირ­და, მოხ­და 361 თვით­მკვლე­ლო­ბა. 2018 წელს, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ფიქ­სირ­და - 389 და 477 შემ­თხვე­ვა. ხოლო, 2019 წელს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იყო - მცდე­ლო­ბის 219, თვით­მკვლე­ლო­ბის კი 207 შემ­თხვე­ვა.

სქე­სი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ფსი­ქო­თე­რა­პევტ და­ვით ან­დღუ­ლა­ძის თქმით, სი­ცო­ცხლე­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზე­ბის ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრი არ­სე­ბობს, უკვე შემ­დგარ სუ­ი­ციდ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი სტა­ტის­ტი­კუ­რად, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა.

"თქმა, რომ ვინც თავს იკ­ლავს, უბ­რა­ლოდ სუს­ტია ან არას­წორ არ­ჩე­ვანს აკე­თებს, არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გია, რო­დე­საც ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლია სხვა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, და ეს არის მძი­მე დეპ­რე­სია სუ­ი­ცი­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ით.

მცდე­ლო­ბე­ბი და სა­ერ­თოდ, სწრაფ­ვა სუ­ი­ცი­დის­კენ, ბევ­რი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: იმედ­გაც­რუ­ე­ბით, ხელ­მო­ცა­რუ­ლო­ბით, ბუ­ლინ­გით... თუ ადა­მი­ა­ნი ზე­წო­ლის მსხვერ­პლია, ვერ ახერ­ხებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, თა­ვის დაც­ვას - კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას აცხა­დებს... სი­ცო­ცხლე­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით უა­რის თქმა კი შე­იძ­ლე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის ერთ-ერთი ფორ­მა იყოს.

ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა, მო­ტი­ვა­ტო­რი იყოს შუ­რის­ძი­ე­ბაც, ამით სხვი­სი დას­ჯა... ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ღრმად იყოს გამ­ჯდა­რი და თვით­მკვლე­ლო­ბა ღირ­სე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი ხა­რა­კი­რია

ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი არ ამ­ჟღავ­ნებს სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბის ნიშ­ნებს, რად­გან როცა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, ვერ მი­ი­ღო მხარ­და­ჭე­რა და ჩა­ი­კე­ტა. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ - არა ის, რომ ცე­ცხლზე ნავ­თი და­ვას­ხათ, რად­გან თა­ნაგ­რძნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უფრო იო­ლად აღ­მო­ვა­ჩენთ მსგავს სიმპტო­მებს. ხოლო როცა ისი­ნი ჩანს, მა­ში­ნაც არ ღირს ზედ­მე­ტი დრა­მა­ტი­ზე­ბა და გან­გა­შის ატეხ­ვა, არა­მედ, თა­ნაგ­რძნო­ბა და ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო.

რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერს უფიქ­რია თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნი მო­აზ­როვ­ნე არ­სე­ბაა და გა­ფიქ­რე­ბა სა­ში­ში არ არის

მაგ­რამ ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნი იმ დო­ნე­ზეა შე­პყრო­ბი­ლი ამ ფიქ­რე­ბით, რომ გეგ­მავს, ცდი­ლობს, იმ­დე­ნად ღრმად და ცხა­დად ფიქ­რობს, რომ მისი არ­სე­ბა მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლია ამ სურ­ვი­ლით.

პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი ადა­მი­ა­ნი გარე დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ას­ცდეს სუ­ი­ცი­დურ აქ­ტი­ვო­ბას და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, სუ­ი­ციდს. სპე­ცი­ა­ლის­ტის­თვის მი­მარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან, რო­გორც ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბა არ არის სირ­ცხვი­ლი, ისე - ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა.

თუ ვინ­მეს რცხვე­ნია, ამ­ხე­ლა კაც­მა თუ ამ­ხე­ლა ქალ­მა ფეხი რო­გორ მო­ვი­ტე­ხეო და ვერ ამ­ხელს, ესაა სირ­ცხვი­ლი. ასე­თი­ვე სირ­ცხვი­ლია, ადა­მი­ან­მა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა და­მა­ლოს და ის ესირ­ცხვი­ლე­ბო­დეს. ერ­თა­დერ­თი გო­ნივ­რუ­ლი სვლაა, მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს“, - გვე­უბ­ნე­ბა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე.

  • რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით?

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, თვით­მკვლე­ლო­ბა სა­მი­ნის­ტროს მიერ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სუ­ი­ცი­დის ცალ­კე მოხ­სე­ნი­ე­ბა შე­საძ­ლოა, სა­რის­კო აღ­მოჩ­ნდეს.

"სუ­ი­ცი­დი არის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­დე­გი და ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა დეპ­რე­სი­ას. ამ­დე­ნად, სუ­ი­ცი­დის მარ­თვას ჩვენ ზო­გა­დად, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტექ­სტში გან­ვი­ხი­ლავთ. აქ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ზო­გა­დად მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა - ამა­ში შე­დის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ას, ასე­თი და­სა­ხე­ლე­ბის პროგ­რა­მა არ მუ­შა­ობს. ეს არც არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი არ იძ­ლე­ვი­ან იმის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მის და­სა­ხე­ლე­ბა­ში სუ­ი­ცი­დი ცალ­კე ჩან­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, მას­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა მო­ზარ­დებ­თან მი­მარ­თე­ბა­შია სა­რის­კო. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტექ­სტში უნდა იყოს.

ამ­ჟა­მად, საფ­რან­გე­თის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად, სტრა­ტე­გი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ, ექ­სპერ­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე კი სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ანა­ლი­ზი ტარ­დე­ბა, სა­დაც არა მხო­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბის, არა­მედ ზო­გა­დად, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი - რო­გორ არის დეპ­რე­სია და სხვა მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და შემ­დეგ, ამის მი­ხედ­ვით ამ ყვე­ლაფ­რის ასახ­ვა მოხ­დე­ბა სტრა­ტე­გი­ა­ში, რაც 2020 წლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე უნდა დას­რულ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სუ­ი­ცი­დის მე­ტად ჩაღ­რმა­ვე­ბულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, ამა­ში ცალ­კე გვეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია. ვე­ლო­დე­ბით მათ ექ­სპერ­ტებს, რომ თუ და­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა უფრო კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­ცე­მა, გარ­და იმი­სა, რაც აქამ­დე სტრა­ტე­გი­ა­ში იყო ასა­ხუ­ლი, ეს გა­კეთ­დეს. აქ შე­იძ­ლე­ბა, იყოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ასე­ვე, ცხე­ლი ხაზი (თუმ­ცა ცხე­ლი ხა­ზის შექ­მნაც სა­და­ვოა, მისი გა­კე­თე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ ამა­ზე ექ­სპერ­ტებს ჯერ კი­დევ ცოტა მერ­ყე­ვი პო­ზი­ცია აქვთ). უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მე­ო­რე, დეპ­რე­სი­ის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და მარ­თვა, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ექი­მე­ბის მიერ, დეპ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის კუ­თხით.

სხვა და­ნარ­ჩე­ნი, რაც იწ­ვევს დეპ­რე­სი­ას ან შე­იძ­ლე­ბა, სუ­ი­ცი­დის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი იყოს, რაც ეხე­ბა ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რას, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას - ყვე­ლა ზო­გა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რაც სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ას სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელს უწყობს“, - გან­მარ­ტა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია და იმის­თვის, რომ ეს შე­დე­გი არ დად­გეს, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ასე­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ქმე­დე­ბებს, თვით­მკვლე­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლე­ბე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, მენ­ტა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას; სუ­ი­ცი­დის მე­თო­დებ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვას; მენ­ტა­ლუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი­სა და ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას; მე­დი­ის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის სა­კი­თხის ფრთხილ გა­შუ­ქე­ბას და ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას...

ტექ­სტი და ილუსტრა­ცი­ე­ბი - ეკა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საგა
3

სტატისტიკითაც კი კარგად ჩანს,ვის მხრებზე გადადის ყველა.უბედურება,ქალის თუ კაცის.ისე საინტერესოა 2019 ში ასეთი ცოტა რატომ იყო,მოხდა რამე კარგი?

ინკოგნიტო 1
38

მალე მეც შევუერთდები მათ.

ავტორი:

ბოლო 3 წელში, საქართველოში ათასამდე ადამიანმა მოიკლა თავი - სუიციდის მიზეზები და პრევენცია

ბოლო 3 წელში, საქართველოში ათასამდე ადამიანმა მოიკლა თავი - სუიციდის მიზეზები და პრევენცია

თვითმკვლელობის შემთხვევები მსოფლიოში წლიდან წლამდე მატულობს. სუიციდის მიზეზებად ხშირად სახელდება ფსიქოლოგიური აშლილობები - დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, შფოთვითი აშლილობები და ნივთიერებებზე (ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე) დამოკიდებულება.

თვითმკვლელობა შეიძლება უკავშირდებოდეს კულტურულ, ოჯახურ და სოციალურ გარემოებებს, ტრავმისა და დანაკარგის გამოცდილებებს. ამასთან, გენეტიკა 38-55%-მდე შემთხვევებში ახდენს გავლენას სუიციდურ ქმედებაზე.

თვითმკვლელობა სტრესის შედეგად განხორციელებული იმპულსური აქტია, რაზეც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფინანსური სიძნელეები, პირადი ურთიერთობის პრობლემები, "ბულინგით" გამოწვეული სტრესი.

  • რას ყვებიან თვითმკვლელთა ოჯახის წევრები?

ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, AMBEBI.GE-სთან საუბარს ანონიმურად ამჯობინებენ.

22 წლის ნუცას ბიძამ თვითმკვლელობა 50 წლის ასაკში, ლუდომანიის გამო ჩაიდინა. როგორც ნუცა ჰყვება, მამაკაცმა სიცოცხლე დედის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა.

"როცა ეს ამბავი მოხდა, პატარა ვიყავი, ბიძაჩემი და ფაქტი მახსოვს, ასევე, განწყობა, რაც სახლში იყო შექმნილი. როგორც ოჯახის წევრებისგან ვიცი, ბიძაჩემზე ყველას ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს უზომოდ უდარდელი და მხიარული იყო. ის არავისთან საუბრობდა იმაზე, რომ ლუდომანიით იყო დაავადებული და ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, არც იმაზე, რომ თავის მოკვლას აპირებდა...

მართალია, არ მუშაობდა და ისიც ვიცოდით, რომ ფინანსურად მთლად მყარად არ იყო, მაგრამ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, ახლო მეგობრების მონაყოლიდან გავარკვიეთ, რომ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებით დაგროვილი ვალების გამო მოისწრაფა სიცოცხლე

მას საკუთარი ოჯახი - მეუღლე და შვილები არ ჰყავდა, დედამისს უვლიდა და მოხუცის გარდაცვალებამდე, სწორედ მის წინაშე აღებული ვალდებულების გამო, თვითონაც ცოცხლობდა. ამას მივხვდით კიდეც, რადგან დედამისის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა ძალიან მალე ჩაიდინა...

წერილი დაწერა, სადაც ეწერა, რომ ამის გასაკეთებლად დედის გარდაცვალებას ელოდა. ასევე ეწერა, რომ ეს თვითმკვლელობა დიდი ხნით ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული და აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო, არამედ, ყველაფერი გააზრებული ჰქონდა და მაინც სურდა, ასე მომხდარიყო, რადგან უბრალოდ, ცხოვრება აღარ უნდოდა" - გვიყვება ნუცა.

მეორე ისტორიაში 30 წლის თამთა ბებიას იხსენებს, რომელმაც თვითმკვლელობა დაახლოებით 6 წლის წინ, 73 წლის ასაკში ჩაიდინა.

"ბებიაჩემი ყოველთვის ძალიან ჯანმრთელი იყო და არც ამ ასაკში აწუხებდა სერიოზული ასაკობრივი პრობლემა. ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობდა, შვილთან და მის ოჯახთან ერთად. ერთ დღესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დაიკარგა და ვერ პოულობდნენ. მეორე დღეს იმავე სოფელში, მეზობელ, მიტოვებულ სახლში გარდაცვლილი ვიპოვეთ...

თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი შემდეგ გავიგეთ - ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ელემენტარული პრობლემა შეექმნა. რამდენიმე თვე მკურნალობდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცხოვრება თითქმის არაფერი აწუხებდა, პერიოდულად დაიწუწუნებდა ხოლმე, რომ წამლები არ შველოდა. შემდეგ გავიგეთ, თურმე, სამეზობლოში ამბობდა - მგონია, სიმსივნე მაქვს და არ მეუბნებიან, მიმალავენო.

ჩვენთვის ადრე უთქვამს, რომ არ უნდოდა, ჯანმრთელობის გამო ოდესმე სხვისი მოსავლელი გამხდარიყო. შეიძლება ჩათვალა, რომ რადგან ასაკში იყო, მის პრობლემას აღარ ეშველებოდა, რაიმე სერიოზული სჭირდა და კრიტიკულ მდგომარეობამდე მისვლას, ასე ვთქვათ, "დაასწრო"...

არც კი ვიცი, ოჯახში ვის რამდენად გაუჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა... ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში მეტად უნდა იყოს ეს თემა გახსნილი, ადამიანები რას მიჰყავს ამ ზომამდე და რა შეიძლება გააკეთონ სხვებმა, ოჯახის წევრებმა. შეიძლება, ჩვენც შეცდომა დავუშვით, რაღაც გამოგვეპარა, მის ქცევაში რაღაც უცნაური იყო და იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციეთ.

არ მომწონს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება: "როგორი კარგი იყო და ჩვენ არ გავუფრთხილდით" - თითქოს ამ ყველაფრის რომანტიზებას ვახდენთ და ვინც სუიციდისკენ მიდრეკილია, ვუჩენთ შეგრძნებას, რომ ამაში არაფერია ცუდი“, - ამბობს რესპონდენტი.

  • საქართველოში ბოლო სამ წელში ათასამდე თვითმკვლელობა მოხდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ყოველ წელს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს.

ყველაზე ხშირად, თვითმკვლელობით სიცოცხლეს მამაკაცები ასრულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალები დეპრესიისა და სუიციდის ჩადენაზე ფიქრისკენ, ასევე სუიციდის მცდელობისკენ უფრო მიდრეკილები არიან. თვითმკვლელობა ყველაზე ხშირად 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში ხდება, თუმცა, ზოგ ქვეყანაში, 15-დან 30 წლამდე პირები ყველაზე მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან.

საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში (2017-2019 წლები) თვითმკვლელობის 957 შემთხვევა დაფიქსირდა. თვითმკვლელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლამდე ასაკისაა, ყველაზე ხანდაზმული კი - 94 წლის.

2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით თვითმკვლელობის 263 მცდელობა დაფიქსირდა, მოხდა 361 თვითმკვლელობა. 2018 წელს, ბოლო სამი წლის განმავლობაში თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობის მცდელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა - 389 და 477 შემთხვევა. ხოლო, 2019 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებლები იყო - მცდელობის 219, თვითმკვლელობის კი 207 შემთხვევა.

სქესისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მონაცემები ასე გამოიყურება:

ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძის თქმით, სიცოცხლეზე უარის თქმის მიზეზების ძალიან ფართო სპექტრი არსებობს, უკვე შემდგარ სუიციდთან დაკავშირებით კი სტატისტიკურად, ერთ-ერთი უმთავრესი მძიმე ფსიქიკური დაავადებაა.

"თქმა, რომ ვინც თავს იკლავს, უბრალოდ სუსტია ან არასწორ არჩევანს აკეთებს, არ შეიძლება, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს მძიმე ფსიქიკური დაავადების შედეგია, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია სხვა არჩევანის გაკეთება, და ეს არის მძიმე დეპრესია სუიციდური ტენდენციით.

მცდელობები და საერთოდ, სწრაფვა სუიციდისკენ, ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: იმედგაცრუებით, ხელმოცარულობით, ბულინგით... თუ ადამიანი ზეწოლის მსხვერპლია, ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას, თავის დაცვას - კაპიტულაციას აცხადებს... სიცოცხლეზე საკუთარი ნებით უარის თქმა კი შეიძლება, გლობალური კაპიტულაციის ერთ-ერთი ფორმა იყოს.

ვიღაცისთვის შეიძლება, მოტივატორი იყოს შურისძიებაც, ამით სხვისი დასჯა... ასევე, შეიძლება, რომელიმე კულტურის წარმომადგენლისთვის ღრმად იყოს გამჯდარი და თვითმკვლელობა ღირსებასთან ასოცირდებოდეს. ასეთი გამონაკლისი შემთხვევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ხარაკირია

ხდება, რომ ადამიანი არ ამჟღავნებს სუიციდისკენ მიდრეკილების ნიშნებს, რადგან როცა გამოამჟღავნა, ყურადღება არ მიაქციეს, ვერ მიიღო მხარდაჭერა და ჩაიკეტა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ - არა ის, რომ ცეცხლზე ნავთი დავასხათ, რადგან თანაგრძნობის შემთხვევაში ბევრად უფრო იოლად აღმოვაჩენთ მსგავს სიმპტომებს. ხოლო როცა ისინი ჩანს, მაშინაც არ ღირს ზედმეტი დრამატიზება და განგაშის ატეხვა, არამედ, თანაგრძნობა და ყურადღებაა საჭირო.

რაღაც სიტუაციაში შეიძლება, ნებისმიერს უფიქრია თვითმკვლელობაზე, ადამიანი მოაზროვნე არსებაა და გაფიქრება საშიში არ არის

მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანი იმ დონეზეა შეპყრობილი ამ ფიქრებით, რომ გეგმავს, ცდილობს, იმდენად ღრმად და ცხადად ფიქრობს, რომ მისი არსება მთლიანად მოცულია ამ სურვილით.

პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთი ადამიანი გარე დახმარების გარეშე ასცდეს სუიციდურ აქტივობას და მაღალი ალბათობით, სუიციდს. სპეციალისტისთვის მიმართვა აუცილებელია, რადგან, როგორც ფეხის მოტეხილობა არ არის სირცხვილი, ისე - ფსიქიკური აშლილობა.

თუ ვინმეს რცხვენია, ამხელა კაცმა თუ ამხელა ქალმა ფეხი როგორ მოვიტეხეო და ვერ ამხელს, ესაა სირცხვილი. ასეთივე სირცხვილია, ადამიანმა ფსიქიკური პრობლემა დამალოს და ის ესირცხვილებოდეს. ერთადერთი გონივრული სვლაა, მიმართოს სპეციალისტს“, - გვეუბნება ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე.

  • რას აკეთებს სახელმწიფო სუიციდის პრევენციის მიზნით?

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, თვითმკვლელობა სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში განიხილება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სუიციდის ცალკე მოხსენიება შესაძლოა, სარისკო აღმოჩნდეს.

"სუიციდი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგი და ძირითადად უკავშირდება დეპრესიას. ამდენად, სუიციდის მართვას ჩვენ ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში განვიხილავთ. აქ პრევენციული ღონისძიებები ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ზოგადი ღონისძიებებია, რომელიც სხვადასხვა გზით ხორციელდება - ამაში შედის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა.

რაც შეეხება კონკრეტულად სუიციდის პრევენციას, ასეთი დასახელების პროგრამა არ მუშაობს. ეს არც არის რეკომენდებული, საერთაშორისო ექსპერტები არ იძლევიან იმის რეკომენდაციას, რომ რომელიმე პროგრამის დასახელებაში სუიციდი ცალკე ჩანდეს, განსაკუთრებით, მასზე აქცენტირება მოზარდებთან მიმართებაშია სარისკო. შესაბამისად, ეს ინტეგრირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში უნდა იყოს.

ამჟამად, საფრანგეთის ტექნიკური დახმარების სააგენტოსთან ერთად, სტრატეგიაზე ვმუშაობთ, ექსპერტები გვეხმარებიან, სტრატეგიის შემუშავებამდე კი სიტუაციური ანალიზი ტარდება, სადაც არა მხოლოდ თვითმკვლელობის, არამედ ზოგადად, ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები იქნება შესწავლილი - როგორ არის დეპრესია და სხვა მდგომარეობები გავრცელებული და შემდეგ, ამის მიხედვით ამ ყველაფრის ასახვა მოხდება სტრატეგიაში, რაც 2020 წლის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება სუიციდის მეტად ჩაღრმავებულ ინტერვენციას, ამაში ცალკე გვეხმარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ველოდებით მათ ექსპერტებს, რომ თუ დამატებით შეიძლება უფრო კონკრეტული რეკომენდაციების მოცემა, გარდა იმისა, რაც აქამდე სტრატეგიაში იყო ასახული, ეს გაკეთდეს. აქ შეიძლება, იყოს ფსიქოლოგიური სერვისების გაფართოება, ასევე, ცხელი ხაზი (თუმცა ცხელი ხაზის შექმნაც სადავოა, მისი გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ამაზე ექსპერტებს ჯერ კიდევ ცოტა მერყევი პოზიცია აქვთ). უფრო მეტად იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მეორე, დეპრესიის დროული გამოვლენა და მართვა, რაც ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ, დეპრესიის გამოვლენის კუთხით.

სხვა დანარჩენი, რაც იწვევს დეპრესიას ან შეიძლება, სუიციდის მასტიმულირებელი იყოს, რაც ეხება ოჯახების მხარდაჭერას, ოჯახური ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილებას, ასევე, სოციალური ფონის გაუმჯობესებას - ყველა ზოგადი ღონისძიებაა, რაც სუიციდის პრევენციას საბოლოო ჯამში ხელს უწყობს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თვითმკვლელობის პრევენცია შესაძლებელია და იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დადგეს, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ურთიერთობის, საზოგადოებრივ და ეროვნულ დონეზე.

რაც შეეხება პრევენციულ ქმედებებს, თვითმკვლელობის თავიდან ასაცილებელი ძალისხმევა შეიძლება მოიცავდეს, პირველ რიგში, მენტალური დაავადების მკურნალობას; სუიციდის მეთოდებზე წვდომის შეზღუდვას; მენტალური აშლილობებისა და ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობას; მედიის მიერ თვითმკვლელობის საკითხის ფრთხილ გაშუქებას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას...

ტექსტი და ილუსტრაციები - ეკა აბაშიძე

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში - ვინ არის მისი ავტორი? (ფოტო)

სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა - მაშველები ნაპირზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ

რა წესების დაცვა მოუწევთ ბაზრობებს მუშაობის განახლების შემდეგ - "ლილო მოლის" დირექტორის განმარტება