ავტორი:

ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ოკუპირებული ტერიტორიების რუკების შედგენა დაიწყო, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიების ანექსირება მოხდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ე.წ. სამშვიდობო გეგმის თანახმად. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ უკვე იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმის შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება. ეს დიდ დროს არ საჭიროებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ოფიციალური პალესტინა კი აცხადებს, რომ ერთადერთი რუკა, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს პალესტინის სახელმწიფოსთვის, არის 1967 წლის საზღვრების რუკა და იერუსალიმი ქვეყნის დედაქალაქი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც. გეგმას მხარს ისრაელი უჭერს.

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"პრეზიდენტი არ დაჭრილა" - დაპირისპირებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან განახლებულ ინფორმაციას ავრცელებენ