მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ
ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ძლი­ერ­მა ქარ­მა გორ­ში, სა­მე­ფო ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას სა­ხუ­რა­ვი ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ხა­და. აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სას­ტუმ­რო "ქარ­თლი“ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, შემ­დგომ კი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და.

"საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქარი იყო და ამ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი ნა­წი­ლობ­რივ და­ა­ზი­ა­ნა. დევ­ნი­ლე­ბი აქ აღარ ცხოვ­რო­ბენ, ყვე­ლა ოჯა­ხი დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­ხელ­მწი­ფოს­გან კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ფარ­თით. ვიმ­ყო­ფე­ბო­დით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­მა უზ­რუნ­ველ­ყო შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩის სა­ფეხ­მავ­ლო ტრო­ტუ­ა­რის და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაწ­მენ­და სა­ხუ­რა­ვის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­გან. შე­ნო­ბა კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს ეკუთ­ვნის. მე­პატ­რო­ნეც იმ­ყო­ფე­ბო­და ად­გილ­ზე, მი­ე­ცა მი­თი­თე­ბა, რომ რა­ი­მე საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, შე­ა­კე­თოს ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვის დე­მონ­ტა­ჟი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა კონ­სტან­ტი­ნე თავ­ზა­რაშ­ვილ­მა.

ბოლო 24 სა­ათ­ში, ძლი­ე­რი ქა­რის გამო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 64 შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის იყო და სა­ხუ­რა­ვე­ბი­დან თუ­ნუ­ქის ფურ­ცლე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის ან ხის წაქ­ცე­ვის საფრ­თხეს ეხე­ბო­და.

„ყვე­ლა მათ­გან­ზე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლი­სი­დან იყო - 49. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 2, იმე­რეთ­ში - 2, გუ­რი­ა­ში - 1, შიდა ქარ­თლში - 4, ქვე­მო ქარ­თლში - 3, აჭა­რა­ში - 2, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში კი - 1 შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და. შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ძლიერმა ქარმა გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან შენობას სახურავი ნაწილობრივ გადახადა. აღნიშნულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო ,,ქართლი“ იყო განთავსებული, შემდგომ კი, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.

"საკმაოდ ძლიერი ქარი იყო და ამ მრავალსართულიანი შენობის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. დევნილები აქ აღარ ცხოვრობენ, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფოსგან კეთილმოწყობილი ფართით. ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო შენობის მიმდებარე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარის და საავტომობილო გზის გაწმენდა სახურავის დაზიანებული კონსტრუქციებისგან. შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მეპატრონეც იმყოფებოდა ადგილზე, მიეცა მითითება, რომ რაიმე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შეაკეთოს ან დაზიანებული სახურავის დემონტაჟი განახორციელოს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.

„ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს. გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში - 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი - 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ