მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები
როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები

ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის. ამ პა­თო­ლო­გი­ა­თა გავ­რცე­ლე­ბა სა­გან­გა­შოდ იზ­რდე­ბა მთელს მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში. სიმ­სუქ­ნის პრობ­ლე­მა­ზე ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს სიმ­სუქ­ნის გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას და პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

"ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი მთე­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის" - ეს არის 100%-ით და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინფრო­მა­ცია, რო­მელ­ზეც ჰარ­ვარ­დის პრო­ფე­სო­რებ­მა იმუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც მკი­თხველს დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ას­წავ­ლის.

რა იწ­ვევს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას? გე­ნე­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნა, გა­რე­მოს ზე­გავ­ლე­ნა, რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ჭარ­ბი წონა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ჯან­სა­ღი წონა, პა­ცი­ენ­ტის შე­ფა­სე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, წო­ნის კლე­ბის საკ­ვან­ძო ელე­მენ­ტე­ბი, კა­ლო­რი­ე­ბის დათ­ვლა ,კა­ლო­რი­ე­ბის დაწ­ვა ვარ­ჯი­შის გა­რე­შე - ეს იმ თე­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც წიგნ­ში შეხ­ვდე­ბით.

მე­ო­თხე ტო­მის - "წო­ნის დაკ­ლე­ბის" კონ­სულ­ტან­ტის, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი­სა და ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ, თა­მარ ზე­რე­კი­ძის თქმით, პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ნათ­ლად ჩანს პრობ­ლე­მის არსი და რაც მთა­ვა­რია, მისი გა­მომ­წვე­ვი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მი­ზე­ზი.

"იმის გა­აზ­რე­ბა, რომ სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მკი­თხველს და­ეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მის სირ­თუ­ლის აღ­ქმა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის ცოდ­ნაც, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას საკ­ვან­ძო როლი აკის­რია სიმ­სუქ­ნის მარ­თვა­ში", - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ ზე­რე­კი­ძე. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი კარ­გი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რად­გან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია, ად­ვი­ლად აღ­ქმა­დი, სრუ­ლად ასა­ხავს პრობ­ლე­მის სირ­თუ­ლეს და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მკი­თხველს, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­უდ­გეს ამ სა­კითხს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვის" მე­ო­თხე ტომი - „წო­ნის დაკ­ლე­ბა“ 10 თე­ბერ­ვალს, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და მკი­თხვე­ლი მის შე­ძე­ნას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 8 ლა­რად შეძ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას და ავიცილოთ თავიდან გართულებები

ჭარბი წონა და სიმსუქნე პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ პათოლოგიათა გავრცელება საგანგაშოდ იზრდება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. სიმსუქნის პრობლემაზე ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიმსუქნის გართულებების თავიდან აცილებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" - ეს არის 100%-ით დაზუსტებული ინფრომაცია, რომელზეც ჰარვარდის პროფესორებმა იმუშავეს, რომელიც მკითხველს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვასა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას ასწავლის.

რა იწვევს ჭარბწონიანობას? გენეტიკური ზეგავლენა, გარემოს ზეგავლენა, რამდენად მოქმედებს ჭარბი წონა თქვენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღი წონა, პაციენტის შეფასება და სამედიცინო კვლევები, მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა, წონის კლების საკვანძო ელემენტები, კალორიების დათვლა ,კალორიების დაწვა ვარჯიშის გარეშე - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც წიგნში შეხვდებით.

მეოთხე ტომის - "წონის დაკლების" კონსულტანტის, მედიცინის აკადემიური დოქტორისა და ექიმ-ენდოკრინოლოგ, თამარ ზერეკიძის თქმით, პუბლიკაციაში ნათლად ჩანს პრობლემის არსი და რაც მთავარია, მისი გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიზეზი.

"იმის გააზრება, რომ სიმსუქნის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მკითხველს დაეხმარება პრობლემის სირთულის აღქმაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ფსიქოლოგიურ განწყობას საკვანძო როლი აკისრია სიმსუქნის მართვაში", - აღნიშნავს თამარ ზერეკიძე. მისივე თქმით, აღნიშნული წიგნი კარგი სახელმძღვანელო იქნება პაციენტებისთვის, რადგან ინფორმატიულია, ადვილად აღქმადი, სრულად ასახავს პრობლემის სირთულეს და საშუალებას აძლევს მკითხველს, რაციონალურად მიუდგეს ამ საკითხს.

შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეოთხე ტომი - „წონის დაკლება“ 10 თებერვალს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა და მკითხველი მის შეძენას სპეციალურ ფასად - 8 ლარად შეძლებს.

რომელია 5 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში და ვინ არიან მათი მფლობელები

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

"მაქსიმე უსაქმური ტიპია, ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ მიზიდავს" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"