სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიალის აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ, ეპიზოდები მქონდა ნანახი" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"
"სერიალის აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ, ეპიზოდები მქონდა ნანახი" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­დან - "მას­ტერ­შე­ფი" გა­იც­ნო, ახ­ლა­ხან სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის - დეას რო­ლით გა­მოჩ­ნდა. მარ­ტა ახლა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ეჭი­დე­ბა, თუმ­ცა ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა მხო­ლოდ ეს არ ყო­ფი­ლა...

- სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მა­ყუ­რე­ბე­ლი იყა­ვი?

- აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი ნა­წყვე­ტე­ბად მქონ­და ნა­ნა­ხი. პერ­სო­ნა­ჟებ­საც ასე ვიც­ნობ­დი... ამ სე­რი­ალ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიყ­ვარს, რომ მისი ყუ­რე­ბა რო­მე­ლი სე­რი­ი­და­ნაც უნდა და­ი­წყო, არსს მიხ­ვდე­ბი, ანუ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ყუ­რე­ბა არ გი­წევს - ერთი სე­რი­ი­დან­ვე ხვდე­ბი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან, რას­თან გაქვს საქ­მე და ა.შ. ეს რე­ჟი­სუ­რა­ში უნი­კა­ლუ­რი მიგ­ნე­ბაა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­სო­რებ­მა ამ დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მი­აღ­წი­ეს და ასე­თი სე­რი­ა­ლი შექ­მნეს. ბევ­რი უცხო­უ­რი სე­რი­ა­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ის არის, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, სე­რი­ა­ლის თა­ვი­დან ყუ­რე­ბა და­ი­წყოს - რო­მე­ლი სე­ზო­ნის რო­მე­ლი ეპი­ზო­დიც უნდა ნა­ხოს, მის­თვის უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. ეს ის სი­მარ­ტი­ვეა, რაც სე­რი­ა­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რო­გორ მოხ­ვდი?

- კას­ტინ­გე­ბი სულ ცხად­დე­ბა - მსა­ხი­ო­ბე­ბის ბა­ზას აგ­რო­ვე­ბენ. მერე, თუ პერ­სო­ნაჟ­ზე მო­თხოვ­ნა ჩნდე­ბა, ეს ბაზა გა­და­ი­ხე­დე­ბა, მსა­ხი­ობს გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩე­ვენ და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იბა­რე­ბენ. მგო­ნი, ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი ფო­ტო­ე­ბი­თურთ შარ­შან გავ­გზავ­ნე. კას­ტინ­გის­თვის ახ­ლა­ხან და­მი­რე­კეს. მი­თხრეს, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი სჭირ­დე­ბო­დათ და მკი­თხეს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა, რომ ვი­დე­ო­კას­ტინ­გი გა­მევ­ლო. მი­ვე­დი, კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე და რო­გორც ჩანს, მო­წო­ნე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე. შემ­დეგ უკვე ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა - რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­ღე­ბე­ბი და­ვი­წყეთ.

- აღ­ნიშ­ნე, მო­ნა­ცე­მე­ბი შარ­შან გავ­გზავ­ნეო. მა­ნამ­დეც გი­ფიქ­რია მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე?

- ამა­ზე სულ ვფიქ­რობ­დი. უბ­რა­ლოდ, იმა­ზე არ მი­ფიქ­რია, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი - ამას გა­ნათ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა, რაც მე არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, ამ სფე­რო­შიც სა­კუ­თარ თავს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­ცდი­დი. გარ­კვე­ულ რეკ­ლა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია, თუმ­ცა რეკ­ლა­მის­თვის გა­და­ღე­ბა და სე­რი­ალ­ში პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, ამ საქ­მეს ახლა ვე­ჭი­დე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობ, სე­რი­ალ­ში ამ როლ­ზე შენი დამ­ტკი­ცე­ბა შენ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა­მაც ხომ არ გან­სა­ზღვრა?

- ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ მაქვს. ამ სე­რი­ალ­ში ისეთ პრო­ფე­სი­ო­ნალ გუნდთან (რე­ჟი­სო­რე­ბი, სცე­ნა­რის­ტე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი...) მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მგო­ნი, მხო­ლოდ პო­პუ­ლა­რო­ბა მათ­თვის არა­ფერს წყვეტს. თუ საქ­მე ისე არ გა­მოგ­დის, რო­გორც მათ სურთ, გა­გიშ­ვე­ბენ. ისე, მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სია ყო­ფი­ლა. გა­რე­დან ხომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ჩანს? როცა საქ­მის კე­თე­ბას თა­ვად ვი­წყებთ, ყვე­ლა­ფერს "შიგ­ნი­დან" ვუ­ყუ­რებთ, ბევრ სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლეს ვა­წყდე­ბით... ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას, საქ­მის კე­თე­ბას სწავ­ლა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. თუ სწავ­ლობ, მე­ცა­დი­ნე­ობ, ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი არ ხარ და საქ­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­გაჩ­ნია, ამას ყო­ველ­თვის შე­დე­გი აქვს. ვცდი­ლობ ვის­წავ­ლო, და­ვიხ­ვე­წო, პერ­სო­ნა­ჟი "გავ­ხდე"... და­ნარ­ჩე­ნი - რა და რო­გორ გა­მო­მი­ვა, მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­ა­ფა­სოს.

- რო­გო­რი გო­გოა შენი პერ­სო­ნა­ჟი?

- ის არის ჟურ­ნა­ლის­ტი, მხი­ა­რუ­ლი, ლაღი ადა­მი­ა­ნი; გოგო, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის ფა­სად თა­ვი­სას გა­ი­ტანს და გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, თა­ვის ხა­სი­ათს, სი­ლა­ღეს, ცოტა სი­ცან­ცა­რეს არ და­კარ­გავს, თუმ­ცა საქ­მე­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. მოკ­ლედ, "დიდი", სე­რი­ო­ზუ­ლი გო­გოა, ში­ნა­გა­ნად - ბავ­შვი (თა­ვი­სი სი­ლა­ღით).

- გგავს, ხომ?

- მეც გა­მიკ­ვირ­და და - მგავს (იცი­ნის)...

- მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად რას არ გა­ა­კე­თებ არა­სო­დეს?

- მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სხვას არა­სო­დეს და­ვა­ზი­ა­ნებ, არ ვატ­კენ...

- შენი პერ­სო­ნა­ჟის ქა­ლურ­მა მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბამ რეს­პონ­დენტზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა...

- კი და ეს "ჩვე­ნი" მაქ­სი­მე თავ­ბრუ­დახ­ვე­უ­ლი დარ­ჩა.

- ქა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც გად­გე­ბა?

- მგო­ნი, მად­გე­ბა. რა­ტო­მაც არა? თუ ადა­მი­ა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლია, თვა­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბა აქვს, მგო­ნი, ეს ძა­ლი­ან კარ­გი რა­მეა. ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლის, ბუ­ნე­ბის და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზის და­ნახ­ვა გვსი­ა­მოვ­ნებს, ხომ? არ მინ­და, რა­მეს შე­ვე­და­რო, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბა გაქვს, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია - მად­ლო­ბა ბუ­ნე­ბას ამის­თვის (იღი­მის).

- შე­იძ­ლე­ბა, მაქ­სი­მეს მსგავ­სმა ბიჭ­მა შენი, რო­გორც ქა­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს?

- არა. სე­რი­ა­ლის რო­მე­ლი ეპი­ზო­დე­ბიც ნა­ნა­ხი მაქვს, იმის სა­ფუძ­ველ­ზე, ვიცი, რომ მაქ­სი­მე ერთი უსაქ­მუ­რი ტი­პია, სახ­ლში ზის და თა­მა­შობს. მგო­ნია, ცო­ტა­თი დეპ­რე­სი­ა­შიც არის. ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ზი­დავს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სერიალის აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ, ეპიზოდები მქონდა ნანახი" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"

"სერიალის აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ, ეპიზოდები მქონდა ნანახი" - როგორ მოხვდა მარტა ბარამიძე "ჩემი ცოლის დაქალებში"

მარტა ბარამიძე, რომელიც ტელემაყურებელმა კულინარიული შოუდან - "მასტერშეფი" გაიცნო, ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიზანდასახული ჟურნალისტის - დეას როლით გამოჩნდა. მარტა ახლა მსახიობის პროფესიას ეჭიდება, თუმცა ჩვენი საუბრის თემა მხოლოდ ეს არ ყოფილა...

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელი იყავი?

- აქტიური მაყურებელი არასოდეს ვყოფილვარ. გარკვეული ეპიზოდები ნაწყვეტებად მქონდა ნანახი. პერსონაჟებსაც ასე ვიცნობდი... ამ სერიალში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ მისი ყურება რომელი სერიიდანაც უნდა დაიწყო, არსს მიხვდები, ანუ თავიდან ბოლომდე ყურება არ გიწევს - ერთი სერიიდანვე ხვდები, როგორი პერსონაჟები არიან, რასთან გაქვს საქმე და ა.შ. ეს რეჟისურაში უნიკალური მიგნებაა. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში რეჟისორებმა ამ დონის პროფესიონალიზმს მიაღწიეს და ასეთი სერიალი შექმნეს. ბევრი უცხოური სერიალი არსებობს, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მაყურებელი იძულებული არ ხდება, სერიალის თავიდან ყურება დაიწყოს - რომელი სეზონის რომელი ეპიზოდიც უნდა ნახოს, მისთვის უკვე ყველაფერი გასაგებია. ეს ის სიმარტივეა, რაც სერიალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?

- კასტინგები სულ ცხადდება - მსახიობების ბაზას აგროვებენ. მერე, თუ პერსონაჟზე მოთხოვნა ჩნდება, ეს ბაზა გადაიხედება, მსახიობს გარეგნობის მიხედვით შეარჩევენ და გასაუბრებაზე იბარებენ. მგონი, ჩემი მონაცემები ფოტოებითურთ შარშან გავგზავნე. კასტინგისთვის ახლახან დამირეკეს. მითხრეს, როგორი პერსონაჟი სჭირდებოდათ და მკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ვიდეოკასტინგი გამევლო. მივედი, კასტინგი გავიარე და როგორც ჩანს, მოწონება დავიმსახურე. შემდეგ უკვე ჩვენი თანამშრომლობა შედგა - რამდენიმე დღეში გადაღებები დავიწყეთ.

- აღნიშნე, მონაცემები შარშან გავგზავნეო. მანამდეც გიფიქრია მსახიობის პროფესიაზე?

- ამაზე სულ ვფიქრობდი. უბრალოდ, იმაზე არ მიფიქრია, რომ პროფესიონალი მსახიობი ვყოფილიყავი - ამას განათლება და შესაბამისი ცოდნა სჭირდება, რაც მე არ მაქვს. უბრალოდ, ამ სფეროშიც საკუთარ თავს სიამოვნებით გამოვცდიდი. გარკვეულ რეკლამებში მონაწილეობა მიმიღია, თუმცა რეკლამისთვის გადაღება და სერიალში პერსონაჟის განსახიერება ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, სამსახიობო სფეროში სერიოზული გამოცდილება არ მქონია, ამ საქმეს ახლა ვეჭიდები.

- როგორ ფიქრობ, სერიალში ამ როლზე შენი დამტკიცება შენმა პოპულარობამაც ხომ არ განსაზღვრა?

- ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ამ სერიალში ისეთ პროფესიონალ გუნდთან (რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები...) მაქვს ურთიერთობა, რომ მგონი, მხოლოდ პოპულარობა მათთვის არაფერს წყვეტს. თუ საქმე ისე არ გამოგდის, როგორც მათ სურთ, გაგიშვებენ. ისე, მსახიობობა ძალიან რთული პროფესია ყოფილა. გარედან ხომ ყოველთვის ყველაფერი მარტივად ჩანს? როცა საქმის კეთებას თავად ვიწყებთ, ყველაფერს "შიგნიდან" ვუყურებთ, ბევრ სხვადასხვა სირთულეს ვაწყდებით... ნებისმიერი პროფესიის დაუფლებას, საქმის კეთებას სწავლა, მეცადინეობა სჭირდება. თუ სწავლობ, მეცადინეობ, ზარმაცი ადამიანი არ ხარ და საქმისადმი ინტერესი გაგაჩნია, ამას ყოველთვის შედეგი აქვს. ვცდილობ ვისწავლო, დავიხვეწო, პერსონაჟი "გავხდე"... დანარჩენი - რა და როგორ გამომივა, მაყურებელმა შეაფასოს.

- როგორი გოგოა შენი პერსონაჟი?

- ის არის ჟურნალისტი, მხიარული, ლაღი ადამიანი; გოგო, რომელიც ნებისმიერი რამის ფასად თავისას გაიტანს და გააკეთებს, მაგრამ ამავდროულად, თავის ხასიათს, სილაღეს, ცოტა სიცანცარეს არ დაკარგავს, თუმცა საქმეში პროფესიონალია. მოკლედ, "დიდი", სერიოზული გოგოა, შინაგანად - ბავშვი (თავისი სილაღით).

- გგავს, ხომ?

- მეც გამიკვირდა და - მგავს (იცინის)...

- მიზნის მისაღწევად რას არ გააკეთებ არასოდეს?

- მიზნის მისაღწევად სხვას არასოდეს დავაზიანებ, არ ვატკენ...

- შენი პერსონაჟის ქალურმა მომხიბვლელობამ რესპონდენტზე ზეგავლენა მოახდინა...

- კი და ეს "ჩვენი" მაქსიმე თავბრუდახვეული დარჩა.

- ქალური მომხიბვლელობა რეალურ ცხოვრებაშიც გადგება?

- მგონი, მადგება. რატომაც არა? თუ ადამიანი გარეგნულად მომხიბვლელია, თვალისთვის სასიამოვნო გარეგნობა აქვს, მგონი, ეს ძალიან კარგი რამეა. ლამაზი ყვავილის, ბუნების და საერთოდ, ყველაფერი ლამაზის დანახვა გვსიამოვნებს, ხომ? არ მინდა, რამეს შევედარო, მაგრამ თუ ადამიანს სასიამოვნო გარეგნობა გაქვს, ძალიანაც კარგია - მადლობა ბუნებას ამისთვის (იღიმის).

- შეიძლება, მაქსიმეს მსგავსმა ბიჭმა შენი, როგორც ქალის ყურადღება მიიქციოს?

- არა. სერიალის რომელი ეპიზოდებიც ნანახი მაქვს, იმის საფუძველზე, ვიცი, რომ მაქსიმე ერთი უსაქმური ტიპია, სახლში ზის და თამაშობს. მგონია, ცოტათი დეპრესიაშიც არის. ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არ მიზიდავს...წაიკითხეთ სრულად

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს