Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები
"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"სენ­სა­ცუ­რი გა­მო­ფე­ნა" - ასე ეწო­და სამი წლის წინ გა­მო­ფე­ნას ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის და­ვით კო­ბა­ხი­ძის კო­ლექ­ცია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გიგო გა­ბაშ­ვი­ლის, პი­კა­სოს, კან­დინ­სკის, რუ­ბოს, ფე­ბე­რის და მაქ­სი­მი­ლი­ან ლუ­სის შე­დევ­რე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში გა­მო­ი­ფი­ნა. ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი სოტ­ბის, ქრის­ტის და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვან აუქ­ცი­ო­ნებ­ზეა შე­ძე­ნი­ლი...

რო­გორც ადრე და­ვით კო­ბა­ხი­ძემ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, პი­კა­სოს ნა­ხა­ტი ამე­რი­კა­ში იმ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სი იყო. 2010 წლი­დან 2014 წლამ­დე ამე­რი­კას რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზოგ­ჯერ ვან გო­გის ნა­მუ­შევ­რე­ბიც აღარ იყი­დე­ბო­და... პი­კა­სოს ეს ნა­ხა­ტი ხრის­ტი­ან ზერ­ვოს კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი და მხო­ლოდ კა­ტა­ლო­გი თით­ქმის ასი­ა­თა­სი დო­ლა­რი ღირს. კო­ლექ­ცი­ო­ნერს ნა­ხა­ტი ძა­ლი­ან მოს­წონს, ისე­ვე რო­გორც მთლი­ა­ნად პი­კა­სოს შე­მოქ­მე­დე­ბა.

და­ვით კო­ბა­ხი­ძე ოც წელ­ზე მე­ტია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სას არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თებს აწყდე­ბა... ბო­ლოს მა­ნ­ჰე­ტენ­ზე 5 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა მე­და­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო იშ­ვი­ა­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა... კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ბოლო დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სო შე­ნა­ძე­ნებ­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია ბი­ზან­ტი­უ­რი ხატი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში შე­ვი­ძი­ნე. ეს ხატი ტაო-კლარ­ჯე­თის მი­წა­ზეა ნა­პოვ­ნი და მე ნიუ-იორკში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­დე­საც მე­გო­ბარ­თან ერ­თად მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ვსე­ირ­ნობ­დი. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ვე­დით გა­ლე­რე­ა­ში, სა­დაც ბევ­რი ის ნივ­თი იყი­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენს წელ­თა­ღი­ცხვამ­დეა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. რო­გორც იქ მი­თხრეს, ხატ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ფეა გა­მო­სა­ხუ­ლი. ამ ხატს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა. მეც დიდი რუ­დუ­ნე­ბით ვე­პყრო­ბი და ჩარ­ჩო­ში მაქვს ჩას­მუ­ლი.

სულ ახ­ლა­ხან კი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მე­და­ლი შე­ვი­ძი­ნე შვიდ დო­ლა­რად. იმ ად­გილ­ზე ძი­რი­თა­დად ბი­ჟუ­ტე­რია და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნივ­თე­ბი გა­მო­აქვთ... თბი­ლის­ში რომ "მშრა­ლი ხიდი" გვაქვს, ასე­თი ად­გი­ლია ეს ნიუ-იორკში. მე­და­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი აღ­მოჩ­ნდა. შე­ფა­სე­ბი­სას მი­თხრეს, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ოცი ცა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და სა­მია მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი, ტუ­ვა­ში (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტი, შე­დის ციმ­ბი­რის ფე­დე­რა­ლურ ოლ­ქში). ძა­ლი­ან ბევ­რი აუქ­ცი­ო­ნი და­ინ­ტე­რეს­და. ტუ­ვას მუ­ზე­უმს რომ და­ვუ­კავ­შირ­დი, შე­ძე­ნის დიდი სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს და მზად არი­ან რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ. იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თი მე­და­ლია, რომ წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი. 1945 წელს, სა­მა­მუ­ლო ომ­შია გა­ცე­მუ­ლი. ამ ის­ტო­რი­ულ მე­დალს აწე­რია – "TAP"...

- ად­რეც შე­გი­ძე­ნი­ათ მსოფ­ლიო შე­დევ­რი გრო­შე­ბად?

- დიახ, ნიუ-იორ­კის "მშრალ ხიდ­ზე" შეძ­ლებ კა­პი­კე­ბად სა­ო­ცა­რი რა­მე­ე­ბი შე­ი­ძი­ნო. ერთხე­ლაც მი­წა­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი შე­ვამ­ჩნიე, მხატ­ვრის გვა­რი - ან­ტო­ნია სი­რე­ნა არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ტილო ჩან­და... აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი ცნო­ბილ გა­ლე­რე­ებ­ში 70 და 80 ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა. შემ­დეგ ამ მხატ­ვრის კა­ტა­ლო­გი შე­ვი­ძი­ნე და 22 ნა­ხატს შო­რის ჩემი 5 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ნა­ხა­ტი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი აღ­მოჩ­ნდა. სი­რე­ნას ნა­ხა­ტე­ბი აქვთ ვა­ტი­კა­ნის მუ­ზე­უმ­ში, ასე­ვე რო­მის პაპს, ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის, მარ­ჩე­ლო მას­ტრო­ი­ა­ნის, ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ჰქო­ნი­ათ... იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრად ით­ვლე­ბა, თა­ვის დრო­ზე კი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ყო­ფი­ლა. პი­კა­სო ამ­ბობ­და, ამ მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს მსოფ­ლიო უნდა იც­ნობ­დე­სო.

მხატ­ვა­რი ერთი წლის იყო, რო­დე­საც მა­ტა­რებ­ლით მი­ემ­გზავ­რე­ბო­და მშობ­ლებ­თან ერ­თად, მა­ტა­რე­ბელ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და მშობ­ლე­ბი და­ე­ღუ­პა. ობო­ლი ბავ­შვის ნიჭი ერ­თმა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და იშ­ვი­ლა. ან­ტო­ნია სი­რე­ნა დე­დო­ბი­ლის კვალს გაჰ­ყვა, მაგ­რამ შემ­დეგ ხატ­ვა არ­ჩია.

ან­ტო­ნია სი­რე­ნას ნა­ხა­ტი

- რო­გორც ვიცი, თქვენს კო­ლექ­ცი­ა­შია ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის გიგო გა­ბაშ­ვი­ლის სა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი დიდ თან­ხებს გთა­ვა­ზო­ბენ...

- დიახ, გუ­ში­ნაც და­მი­კავ­შირ­დნენ მა­ი­ა­მი­დან, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ გიგო გა­ბაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუთ­რე­ბაა, გან­ძი... ძა­ლი­ან ეწყი­ნათ, რად­გან უზარ­მა­ზა­რი კო­მერ­ცი­უ­ლი გათ­ვლე­ბი ჰქონ­დათ. თუ ვინ­მე ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი შე­ი­ძენს, შე­იძ­ლე­ბა ერთ ნა­ხატს შე­ვე­ლიო. გიგო გა­ბაშ­ვი­ლის სა­მი­ვე ნა­ხა­ტი უძ­ვირ­ფა­სე­სია ჩემ­თვის!

მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი გახ­და გიგო გა­ბაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი და ჩვენ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი საფ­ლა­ვი მი­უ­ხე­და­ვი გვაქვს... აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ხე­დონ უდი­დე­სი მხატ­ვრის საფ­ლავს! სა­ერ­თო­დაც, ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბით დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში და ეს უნდა და­ფას­დეს. უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრე­ბის თა­ო­ბაც მო­დის...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
12

ჯიგარი ხარ

ნინო
5

ელოდება რომ რომელიმე ქართველი იყიდის? ისე რომ გადასცეს საქარტველოს ხელოვნების მუზეუმს არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"სენსაცური გამოფენა" - ასე ეწოდა სამი წლის წინ გამოფენას ხელოვნების სასახლეში, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის დავით კობახიძის კოლექცია იყო წარმოდგენილი. გიგო გაბაშვილის, პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის და მაქსიმილიან ლუსის შედევრებად აღიარებული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში, ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები სოტბის, ქრისტის და მსოფლიოს სხვა წამყვან აუქციონებზეა შეძენილი...

როგორც ადრე დავით კობახიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პიკასოს ნახატი ამერიკაში იმ პერიოდში შეიძინა, როდესაც ქვეყანაში კრიზისი იყო. 2010 წლიდან 2014 წლამდე ამერიკას რთული პერიოდი ჰქონდა და ზოგჯერ ვან გოგის ნამუშევრებიც აღარ იყიდებოდა... პიკასოს ეს ნახატი ხრისტიან ზერვოს კატალოგშია შესული და მხოლოდ კატალოგი თითქმის ასიათასი დოლარი ღირს. კოლექციონერს ნახატი ძალიან მოსწონს, ისევე როგორც მთლიანად პიკასოს შემოქმედება.

დავით კობახიძე ოც წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს და კოლექციის შეგროვებისას არაერთ საინტერესო ნივთებს აწყდება... ბოლოს მანჰეტენზე 5 დოლარად შეიძინა მედალი, რომელიც მსოფლიო იშვიათობა აღმოჩნდა... კოლექციონერი ბოლო დროის საინტერესო შენაძენებზე თავად გვესაუბრება:

- არაერთხელ მითქვამს, რომ პირადი კოლექციიდან, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ბიზანტიური ხატი, რომელიც ამერიკაში შევიძინე. ეს ხატი ტაო-კლარჯეთის მიწაზეა ნაპოვნი და მე ნიუ-იორკში აღმოვაჩინე, როდესაც მეგობართან ერთად მანჰეტენზე ვსეირნობდი. სრულიად შემთხვევით შევედით გალერეაში, სადაც ბევრი ის ნივთი იყიდება, რომლებიც ჩვენს წელთაღიცხვამდეა დათარიღებული. როგორც იქ მითხრეს, ხატზე ქართველი მეფეა გამოსახული. ამ ხატს საქართველოში ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. მეც დიდი რუდუნებით ვეპყრობი და ჩარჩოში მაქვს ჩასმული.

სულ ახლახან კი მანჰეტენზე მედალი შევიძინე შვიდ დოლარად. იმ ადგილზე ძირითადად ბიჟუტერია და იაფფასიანი ნივთები გამოაქვთ... თბილისში რომ "მშრალი ხიდი" გვაქვს, ასეთი ადგილია ეს ნიუ-იორკში. მედალი ძალიან იშვიათი აღმოჩნდა. შეფასებისას მითხრეს, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ოცი ცალია შემორჩენილი და სამია მუზეუმში დაცული, ტუვაში (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალურ ოლქში). ძალიან ბევრი აუქციონი დაინტერესდა. ტუვას მუზეუმს რომ დავუკავშირდი, შეძენის დიდი სურვილი გამოთქვეს და მზად არიან რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადონ. იმდენად იშვიათი მედალია, რომ წიგნშია შეტანილი. 1945 წელს, სამამულო ომშია გაცემული. ამ ისტორიულ მედალს აწერია – "TAP"...

- ადრეც შეგიძენიათ მსოფლიო შედევრი გროშებად?

- დიახ, ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" შეძლებ კაპიკებად საოცარი რამეები შეიძინო. ერთხელაც მიწაზე დაგდებული ნახატი შევამჩნიე, მხატვრის გვარი - ანტონია სირენა არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ძალიან ძვირფასი ტილო ჩანდა... აღმოჩნდა, რომ ამ მხატვრის ნახატები ცნობილ გალერეებში 70 და 80 ათას დოლარად იყიდება. შემდეგ ამ მხატვრის კატალოგი შევიძინე და 22 ნახატს შორის ჩემი 5 დოლარად შეძენილი ნახატი ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა. სირენას ნახატები აქვთ ვატიკანის მუზეუმში, ასევე რომის პაპს, ფედერიკო ფელინის, მარჩელო მასტროიანის, ლუჩანო პავაროტის, სილვიო ბერლუსკონის ჰქონიათ... იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად ითვლება, თავის დროზე კი საოპერო მომღერალი ყოფილა. პიკასო ამბობდა, ამ მხატვრის ნამუშევრებს მსოფლიო უნდა იცნობდესო.

მხატვარი ერთი წლის იყო, როდესაც მატარებლით მიემგზავრებოდა მშობლებთან ერთად, მატარებელმა კატასტროფა განიცადა და მშობლები დაეღუპა. ობოლი ბავშვის ნიჭი ერთმა საოპერო მომღერალმა აღმოაჩინა და იშვილა. ანტონია სირენა დედობილის კვალს გაჰყვა, მაგრამ შემდეგ ხატვა არჩია.

ანტონია სირენას ნახატი

- როგორც ვიცი, თქვენს კოლექციაშია ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის სამუშევრები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები დიდ თანხებს გთავაზობენ...

- დიახ, გუშინაც დამიკავშირდნენ მაიამიდან, მაგრამ ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ გიგო გაბაშვილის ნახატები საქართველოს საკუთრებაა, განძი... ძალიან ეწყინათ, რადგან უზარმაზარი კომერციული გათვლები ჰქონდათ. თუ ვინმე ქართველი პატრიოტი შეიძენს, შეიძლება ერთ ნახატს შეველიო. გიგო გაბაშვილის სამივე ნახატი უძვირფასესია ჩემთვის!

მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი გახდა გიგო გაბაშვილის ნახატები და ჩვენ კი საქართველოში მისი საფლავი მიუხედავი გვაქვს... აუცილებლად უნდა მიხედონ უდიდესი მხატვრის საფლავს! საერთოდაც, ქართველი მხატვრებით დიდი დაინტერესებაა მსოფლიოში და ეს უნდა დაფასდეს. უნიჭიერესი ახალგაზრდა მხატვრების თაობაც მოდის...

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

"ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს