პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა
თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა პ.გ.-მ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ცე­მის (მი­ღე­ბის) შე­სა­ხებ, უწყი­სებ­ში ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნის გზით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა მის უშუ­ა­ლო გამ­გებ­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი სამ­ხედ­რო ფეხ­საც­მე­ლი და ფორ­მე­ბი.

„პ.გ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 9882 ლა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ად­გა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­მო­ძი­ე­ბამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი სა­ნივ­თე ქო­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან ამო­ი­ღო, მათ შო­რის თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ე.წ. „ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის“ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­დან.

პ.გ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 341-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა. ბრალ­დე­ბულს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პ.გ. 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე. 2010 წლის 05 ივ­ნისს პ.გ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ყო­ფი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ჟან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. იგი აღ­ნიშ­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ სა­წყობ­ში ქო­ნე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვა­ზე და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ქო­ნე­ბის სწორ აღ­რი­ცხვა-გა­ცე­მა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

უბრალოდ რა ჭკუას უნდა ემსახურებოდე ამას რომ იზამ, არ მესმის რა!

xx
9

მაგარია

ავტორი:

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ, უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმები.

„პ.გ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან.

პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პ.გ. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე. 2010 წლის 05 ივნისს პ.გ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს პირადი დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის სერჟანტის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი აღნიშნულ განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა-შენახვაზე და მატერიალურ-ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი" - ნატო-ს გენერალური მდივანი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "ლიდერი" მძიმედ დაჭრილია - ბოლო ცნობები საომარი ზონიდან