სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე
"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

მე­გა­შოუ „დიდ სცე­ნას“ ერთი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი კონ­კურ­სან­ტი ჰყავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სულ­მა ომა ფა­ვორ­მა გა­და­წყვი­ტა, ბედი მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სშიც ეცა­და, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და ძა­ლი­ან უყ­ვარს სიმ­ღე­რა. ისე, კრი­ტი­კის და ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბის კი ეში­ნო­და, მაგ­რამ დაძ­ლია და დღეს ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს მისი ახა­ლი ამ­პლუა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ვსწავ­ლობ კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, ასე­ვე მაქვს პრაქ­ტი­კე­ბი ჰოს­პი­ტალ­ში… გა­გო­ნი­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რომ იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხით და კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კით. ექი­მო­ბა დე­დის გამო გა­დავ­წყვი­ტე, - 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ხში­რად მი­წევ­და სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მას­თან ერ­თად ყოფ­ნა. ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბო­დი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. როცა დედა გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ექი­მი გავმხდა­რი­ყა­ვი და მო­მა­ვალ­ში სხვა ადა­მი­ა­ნებს მა­ინც დავ­ხმა­რე­ბო­დი“, - ამ­ბობს კონ­კურ­სან­ტი.

ომა 23 წლი­საა, და­ი­ბა­და ნი­გე­რი­ა­ში, საკ­მა­ოდ დიდ ოჯახ­ში. 16 წლის იყო, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა. დარ­ჩნენ - მამა, ომა და მისი 4 და და 2 ძმა. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ იყო და ქვეყ­ნი­დან წა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა. „წა­ვე­დი კა­რი­ბებ­ზე, 4 წელი იქ ვცხოვ­რობ­დი და თან ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ამი­ტომ არ შე­ვუ­შინ­დი ოჯა­ხის­გან ასე შორს ცხოვ­რე­ბას. თა­ვი­დან მარ­ტოს უცხო ქვე­ყა­ნა­ში, გა­მი­ჭირ­და. გზად ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბაც იყო, თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ებს არ შე­ვუ­შინ­დი... რა­ღაც პე­რი­ო­დი ფო­ტო­მო­დე­ლა­დაც ვი­მუ­შა­ვე, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სშიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმღე­რო­დი მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში და მათ­თან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. 4 წლის შემ­დეგ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ლონ­დონ­ში ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა. ვმუ­შა­ობ­დი რეს­ტორ­ნებ­ში, თუმ­ცა სწავ­ლის შე­თავ­სე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, მო­მე­ძებ­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც სწავ­ლას და მუ­შა­ო­ბას უკეთ შე­ვა­თავ­სებ­დი. ასე აღ­მოვ­ჩნდი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მგო­ნია, რომ ეს ჩემი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო“, - აღ­ნიშ­ნავს ნი­გე­რი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი.

- რო­დი­დან მღე­რი, სიმ­ღე­რა სად ის­წავ­ლე და აქვე, ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 5-6 წლი­დან ვმღე­რი. ნი­გე­რი­ა­ში მუ­სი­კა­ლურ ზე­ი­მებ­სა და კონ­კურ­სებ­ში ხში­რად გა­მოვ­დი­ო­დი... ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ხა­ლი­სებ­და და სი­ცო­ცხლის ხა­ლისს მიბ­რუ­ნებ­და, სიმ­ღე­რა იყო. როცა სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვარ. დე­და­ჩე­მიც სულ ამ­ბობ­და, თუ გინ­დათ, ომა გა­ა­ბედ­ნი­ე­როთ, ჩა­ურ­თეთ მუ­სი­კა, ის იცეკ­ვებს, იმ­ღე­რებს და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გახ­დე­ბა.

- „დიდი სცე­ნა­ში“ რა­ტომ მოხ­ვე­დი და რას იტყვი ამ კონ­კურ­სზე?

- ხომ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, იმ­დე­ნად მინ­დო­და სულ მემ­ღე­რა, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ძა­ლი­ან ძნე­ლია უცხო­ე­ლის­თვის სხვა ქვეყ­ნის მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რა, თან, სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში, მე კი მოვ­ხვდი. ეს სა­ოც­რე­ბაა, ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ აქ ვარ. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდა. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ დიდ სცე­ნა­ზე ვარ. იმე­დი მაქვს, პრო­ფე­სი­უ­ლად და მუ­სი­კა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­ვიზ­რდე­ბი და უკეთ შევ­ძლებ ჩემი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­მიყ­ვა­რებს, ძა­ლი­ან მინ­და, მათ­თვის კი­დევ დიდ­ხანს ვიმ­ღე­რო.

- რო­გორც გა­ირ­კვა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მოგ­წონს, რა გა­ნი­ცა­დე, რო­დე­საც თა­ვად მო­გი­წია მისი შეს­რუ­ლე­ბა?

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძა­ლი­ან სულ­ში ჩამ­წვდო­მია და ნაზი. ხან­და­ხან სი­ტყვე­ბი არ მეს­მის, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით შე­ვიგ­რძნობ ხოლ­მე მას. თან, ჩემს ხმა­საც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ტემ­ბრი. შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვებს ზუს­ტად ვერ ვამ­ბობ, მაგ­რამ ხომ გე­უბ­ნე­ბით, მთე­ლი გუ­ლით ვმღე­რი და მგო­ნია, რომ ამას მსმე­ნე­ლიც ხვდე­ბა.

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე, ჟი­უ­რი­ზე და პე­და­გო­გებ­ზე რას იტყვი?

- ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ. ყვე­ლა ისე კარ­გად მღე­რის, ერთი სული მაქვს ხოლ­მე, რო­დის მო­ვუს­მენ მათ სცე­ნა­ზე ნამ­ღერს. ჟი­უ­რიც ძა­ლი­ან კარ­გია. სულ გა­ვურ­ბო­დი კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გა­ნაც მე­ში­ნო­და კრი­ტი­კის და ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბის. მაგ­რამ ესე­ნი ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ ნათ­ქვამს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სულ ვცდი­ლობ, მათი რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. პე­და­გო­გე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. ეს კონ­კურ­ში ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მოწ­ვე­ვაა და იმე­დი მაქვს, შევ­ძლებ ჩემი მაქ­სი­მუ­მი ვა­ნა­ხო ყვე­ლას და მათი შრო­მა და­ვა­ფა­სო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kato
5

ბოლოს ვერ იმღერა კარგად მარა მაგის წინ ისე იმღერა...ომას გავარდნა და არც ვუყურებ მაგ კონკურსს გაითვალისწინეთ ))) ასეა თუ ისეა მხოლოდ ომა მღერის, დანარჩენები ასრულებენ, ალბათ მაგიტომაც ვერ იმღერა -არ იყო თავისი ჟანრი. ნატო მეტონიძე რა იმღერებს ყველაფერს?

ამბები.ge-ს რედაქციას
28

ძალიან გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ხშირად იპარება რასისტული და ჰომოფობიური კომენტარები. მადლობა წინასწარ.

ავტორი:

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

მეგაშოუ „დიდ სცენას“ ერთი ფერადკანიანი კონკურსანტი ჰყავს. საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა ომა ფავორმა გადაწყვიტა, ბედი მუსიკალურ კონკურსშიც ეცადა, რადგანაც ბავშვობიდან მღერის და ძალიან უყვარს სიმღერა. ისე, კრიტიკის და ჟიურის შეფასებების კი ეშინოდა, მაგრამ დაძლია და დღეს ძალიანაც მოსწონს მისი ახალი ამპლუა.

„საქართველოში სასწავლებლად ჩამოვედი. ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინოზე, ასევე მაქვს პრაქტიკები ჰოსპიტალში… გაგონილი მქონდა საქართველოს შესახებ, რომ იყო ძალიან ლამაზი, სტუმართმოყვარე ხალხით და კარგი სამედიცინო პრაქტიკით. ექიმობა დედის გამო გადავწყვიტე, - 16 წლის ვიყავი, როდესაც დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ხშირად მიწევდა სხვადასხვა კლინიკაში მასთან ერთად ყოფნა. ვერაფრით ვეხმარებოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. როცა დედა გარდაიცვალა, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ექიმი გავმხდარიყავი და მომავალში სხვა ადამიანებს მაინც დავხმარებოდი“, - ამბობს კონკურსანტი.

ომა 23 წლისაა, დაიბადა ნიგერიაში, საკმაოდ დიდ ოჯახში. 16 წლის იყო, როგორც აღნიშნა, დედა რომ გარდაეცვალა. დარჩნენ - მამა, ომა და მისი 4 და და 2 ძმა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ემოციურად ძალიან მძიმედ იყო და ქვეყნიდან წამოსვლა გადაწყვიტა. „წავედი კარიბებზე, 4 წელი იქ ვცხოვრობდი და თან ვსწავლობდი. ზოგადად ძალიან მიყვარს თავგადასავლები და ამიტომ არ შევუშინდი ოჯახისგან ასე შორს ცხოვრებას. თავიდან მარტოს უცხო ქვეყანაში, გამიჭირდა. გზად ბევრი დაბრკოლებაც იყო, თუმცა სირთულეებს არ შევუშინდი... რაღაც პერიოდი ფოტომოდელადაც ვიმუშავე, სილამაზის კონკურსშიც ვმონაწილეობდი. პარალელურად ვმღეროდი მუსიკალურ ჯგუფში და მათთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა. 4 წლის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გავხდი, ლონდონში ჩემს ნათესავებთან წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სწავლა და ცხოვრება. ვმუშაობდი რესტორნებში, თუმცა სწავლის შეთავსებას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე, მომეძებნა ქვეყანა, სადაც სწავლას და მუშაობას უკეთ შევათავსებდი. ასე აღმოვჩნდი საქართველოში და მგონია, რომ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნავს ნიგერიელი კონკურსანტი.

- როდიდან მღერი, სიმღერა სად ისწავლე და აქვე, ეს ყველაფერი შენთვის რას ნიშნავს?

- სიმღერა ძალიან მიყვარს. 5-6 წლიდან ვმღერი. ნიგერიაში მუსიკალურ ზეიმებსა და კონკურსებში ხშირად გამოვდიოდი... ძალიან დეპრესიული ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც მახალისებდა და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, სიმღერა იყო. როცა სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ. დედაჩემიც სულ ამბობდა, თუ გინდათ, ომა გააბედნიეროთ, ჩაურთეთ მუსიკა, ის იცეკვებს, იმღერებს და ყველაზე ბედნიერი გახდება.

- „დიდი სცენაში“ რატომ მოხვედი და რას იტყვი ამ კონკურსზე?

- ხომ ვამბობ, ძალიან მიყვარს სიმღერა, იმდენად მინდოდა სულ მემღერა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე. ძალიან ძნელია უცხოელისთვის სხვა ქვეყნის მუსიკალურ პროექტში მოხვედრა, თან, საუკეთესო ათეულში, მე კი მოვხვდი. ეს საოცრებაა, ახლაც არ მჯერა, რომ აქ ვარ. საქართველო ძალიან თბილად შემხვდა. ძალიან შემიყვარდა ქართველი ხალხი და ქართული სიმღერა.

- რა მოლოდინი გაქვს?

- არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მიხარია, რომ დიდ სცენაზე ვარ. იმედი მაქვს, პროფესიულად და მუსიკალურად ძალიან გავიზრდები და უკეთ შევძლებ ჩემი თავის განვითარებას. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი შემიყვარებს, ძალიან მინდა, მათთვის კიდევ დიდხანს ვიმღერო.

- როგორც გაირკვა, ქართული სიმღერა მოგწონს, რა განიცადე, როდესაც თავად მოგიწია მისი შესრულება?

- ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს, ძალიან სულში ჩამწვდომია და ნაზი. ხანდახან სიტყვები არ მესმის, მაგრამ მთელი გულით შევიგრძნობ ხოლმე მას. თან, ჩემს ხმასაც ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი. შეიძლება სიტყვებს ზუსტად ვერ ვამბობ, მაგრამ ხომ გეუბნებით, მთელი გულით ვმღერი და მგონია, რომ ამას მსმენელიც ხვდება.

- კონკურენტებზე, ჟიურიზე და პედაგოგებზე რას იტყვი?

- ძალიან კარგი პროექტია, სხვა მონაწილეებიც ძალიან კარგები არიან. ყველასთან ვმეგობრობ. ყველა ისე კარგად მღერის, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვუსმენ მათ სცენაზე ნამღერს. ჟიურიც ძალიან კარგია. სულ გავურბოდი კონკურსებში მონაწილეობას, რადგანაც მეშინოდა კრიტიკის და ჟიურის შეფასებების. მაგრამ ესენი ისეთი მუსიკალურები და პროფესიონალები არიან, მათ ნათქვამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ვცდილობ, მათი რჩევა გავითვალისწინო. პედაგოგებიც არაჩვეულებრივები არიან, ძალიან მეხმარებიან. ეს კონკურში ჩემთვის დიდი გამოცდილება და გამოწვევაა და იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი მაქსიმუმი ვანახო ყველას და მათი შრომა დავაფასო.

"ოსკარი" 2020 - გამარჯვებულები და საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

მეგან მარკლის ორეული - "ჰერცოგინიას დიდი ხნის უკან დაკარგული ტყუპისცალი გამოუჩნდა“