საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია
m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია

ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის ახალ სტან­დარ­ტი, სტი­ლი და კომ­ფორ­ტი სწო­რედ ის კომ­პო­ნენ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, „m2 დე­ვე­ლოპ­მენ­ტთან“ ასო­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო ბაზ­რის ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის­თვის მიღ­წე­უ­ლი არას­დროს გამ­ხდა­რა მიზ­ნის და­სას­რუ­ლი, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მივ პრო­ცესს კი ყო­ველ­თვის ახ­ლავს ახა­ლი იდე­ე­ბი. 2020 წელი m2-სთვის მო­რი­გი ეტა­პის და­სა­წყი­სია, კომ­პა­ნი­ამ მას­შტა­ბუ­რი, ამ­ბი­ცი­უ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო, რო­მელ­მაც „m2 დე­ვე­ლოპ­მენტს“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გმე­ვი­ნა.

„ახ­ლის ძი­ე­ბა, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი და თა­მა­მი გა­და­წყვე­ტე­ბი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, რაც მეტი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. სწო­რედ ამ პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა m2-ის ახა­ლი პრო­ექ­ტის იდე­აც, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ცოტა ხნის წინ და­ვი­წყეთ. თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ვე­ლოპ­მენ­ტში მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი და ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი ადა­მი­ა­ნია. ამ­რი­გად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იდე­ა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის ძი­ე­ბამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რაც ჩვენს ახალ გა­მოწ­ვე­ვა­დაც იქცა. ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას, და­ვი­წყეთ ფიქ­რი ადა­მი­ან­ზე, მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და სურ­ვი­ლებ­ზე - რაც ყვე­ლა ჩვენ­განს სჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის გვინ­დო­და, ისე­თი უბა­ნი შეგ­ვექ­მნა, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ნებ­ში არ გა­მო­ი­კე­ტე­ბოდ­ნენ, თავს უცხოდ არ იგ­რძნობ­დნენ, ექ­ნე­ბო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჯან­საღ გა­რე­მო­ში გაზ­რდიდ­ნენ“, - ამ­ბობს „m2 დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნი­კო­ლოზ მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი.

სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე სა­უბ­რი­სას, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს პირ­ველ რიგ­ში, m2 ახ­სენ­დე­ბა. კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც 2020 წლის­თვის უამ­რა­ვი სი­ახ­ლე და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი და­ა­ა­ნონ­სა. ამ ამ­ბი­ცი­უ­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა კი, პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია შექ­მნა. m2 ბა­ზარ­ზე უკვე წლე­ბია ოპე­რი­რებს და ამ პე­რი­ოდ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტში არა­ერ­თი სი­ახ­ლე და­ნერ­გა. თუ ადრე ბი­ნე­ბი შავი ან თეთ­რი კარ­კა­სის სა­ხით ბარ­დე­ბო­და, m2-მა მომ­ხმა­რებ­ლებს ბი­ნე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლოს ჩა­შე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით შეს­თა­ვა­ზა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ეზო­ე­ბი­თა და სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის სივ­რცე­ე­ბით. ასე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ამ მო­ბი­ნად­რე­თათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნის იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც მათ საგ­რძნობ­ლად აზოგ­ვი­ნებს დროს, ენერ­გი­ა­სა და ფი­ნან­სებს.

ამ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბა ახა­ლი უბ­ნის „m3 სა­ბურ­თა­ლოს“ იდე­აც. 21-ე სა­უ­კუ­ნის ახალ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტმმა და ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ, ახა­ლი რე­ა­ლო­ბა და მო­თხოვ­ნე­ბი წარ­მოშ­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მხო­ლოდ ბინა, ის მეტს ითხოვს: პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს, ფარ­თო ტრო­ტუ­ა­რებს, მო­წეს­რი­გე­ბულ და ადაპ­ტი­რე­ბულ ეზო­ებს, მეტ გამ­წვა­ნე­ბა­სა და კომ­ფორ­ტის ელე­მენ­ტებს ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის (პარ­კი, სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, გა­სარ­თო­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, ოფი­სე­ბი და სხვა). ასე­ვე, სურს, თავი და­ცუ­ლად იგ­რძნოს, ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ქო­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო ხელ­შია, თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდომ ფას­ში, რის­თვი­საც კომ­პა­ნი­ას საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის სის­ტე­მა აქვს. სწო­რედ ამ იდე­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი კონ­ცეფ­ცია და ამას გუ­ლის­ხმობს ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა, რო­მელ­საც m2 თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს.

კომ­პა­ნია თი­თო­ე­ულ მო­მა­ვალ მო­ბი­ნად­რეს­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რათა არა მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის, არა­მედ მშე­ნებ­ლო­ბის დრო­საც მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას. თქვენ მხო­ლოდ ბი­ნის მო­ცუ­ლო­ბას ირ­ჩევთ, და­ნარ­ჩე­ნი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში კი m2-ის გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად გეხ­მა­რე­ბათ: გთა­ვა­ზობთ უკვე არ­სე­ბუ­ლი რე­მონ­ტე­ბის ტი­პებს ან გაძ­ლევთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას; ასე­ვე, მა­სა­ლის ვრცელ პა­ლიტ­რას, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და უსაფრ­თხოა. შე­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ბი­ნად­რე იღებს არა მხო­ლოდ კე­თილ­მო­წყო­ბილ ბი­ნა­სა და სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის სივ­რცე­ებს, არა­მედ კომ­პლექ­სის დაც­ვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ეს m2-ის სერ­ვი­სის უძ­ლი­ე­რე­სი მხა­რეა და კომ­პა­ნი­ის­თვის არ არ­სე­ბობს და­უძ­ლე­ვე­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი.

„m2 დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბას კომ­პა­ნია პრაქ­ტი­კა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს და მო­ბი­ნად­რე­ებს სრუ­ლი სერ­ვი­სის სა­ხით წა­რუდ­გენს. ქა­ლა­ქი თა­ვი­სი არ­სით ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და ყო­ველ­თვის არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ერ­გე­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნის ქა­ლა­ქი ვერ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ოთხი კე­დე­ლი, მას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ფუნ­ქცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და დრო­ის დამ­ზო­გა­ვი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც „m2 დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ დას­რუ­ლე­ბულ კომ­პლექ­სებს უკვე აქვს, „m3 სა­ბურ­თა­ლოს“ შემ­თხვე­ვა­ში კი მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. m2 გთა­ვა­ზობთ სახ­ლს, რო­მე­ლიც ბი­ნა­ზე მე­ტია და სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს, სა­დაც ოჯა­ხის ყო­ვე­ლი წევ­რი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, და­ცუ­ლად, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად და ლა­ღად იგ­რძნობს.

NS

ავტორი:

m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია

m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია

ქალაქში ცხოვრების ახალ სტანდარტი, სტილი და კომფორტი სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც წლებია, „m2 დეველოპმენტთან“ ასოცირდება. თუმცა სამშენებლო ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის მიღწეული არასდროს გამხდარა მიზნის დასასრული, თვითგანვითარების მუდმივ პროცესს კი ყოველთვის ახლავს ახალი იდეები. 2020 წელი m2-სთვის მორიგი ეტაპის დასაწყისია, კომპანიამ მასშტაბური, ამბიციური ახალი პროექტი დაიწყო, რომელმაც „m2 დეველოპმენტს“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა.

„ახლის ძიება, ინოვაციური მიდგომები და თამამი გადაწყვეტები ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც მეტი განვითარებისა და მობინადრეებისთვის ცხოვრების განსაკუთრებული სტილის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა m2-ის ახალი პროექტის იდეაც, რომლის განხორციელებაც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. თანამედროვე დეველოპმენტში მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი ადამიანია. ამრიგად, წლების განმავლობაში, იდეალური კომფორტის ძიებამ ინდივიდუალური კომფორტის აუცილებლობამდე მიგვიყვანა, რაც ჩვენს ახალ გამოწვევადაც იქცა. ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისას, დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და სურვილებზე - რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ყოველთვის გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ, თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, ექნებოდათ ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის საშუალება და, რაც მთავარია, მომავალ თაობას ჯანსაღ გარემოში გაზრდიდნენ“, - ამბობს „m2 დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

სამშენებლო ბაზარზე საუბრისას, ნებისმიერ ადამიანს პირველ რიგში, m2 ახსენდება. კომპანია, რომელმაც 2020 წლისთვის უამრავი სიახლე და მასშტაბური პროექტი დააანონსა. ამ ამბიციური კომპანიის წარმატება კი, პირველ რიგში, პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა. m2 ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს და ამ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში არაერთი სიახლე დანერგა. თუ ადრე ბინები შავი ან თეთრი კარკასის სახით ბარდებოდა, m2-მა მომხმარებლებს ბინები დასრულებული რემონტითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით შესთავაზა, მოწესრიგებული ეზოებითა და საერთო მოხმარების სივრცეებით. ასე დაიწყო კომპანიამ მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის იდეის განხორციელება, რაც მათ საგრძნობლად აზოგვინებს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

ამ პრინციპს ეყრდნობა ახალი უბნის „m3 საბურთალოს“ იდეაც. 21-ე საუკუნის ახალმა გამოწვევებმა, თანამედროვე ცხოვრების რიტმმა და ქალაქში არსებულმა მდგომარეობამ, ახალი რეალობა და მოთხოვნები წარმოშვა. თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა, ის მეტს ითხოვს: პირადი კომუნიკაციის საშუალებებს, ფართო ტროტუარებს, მოწესრიგებულ და ადაპტირებულ ეზოებს, მეტ გამწვანებასა და კომფორტის ელემენტებს ოჯახის ყველა წევრისთვის (პარკი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა). ასევე, სურს, თავი დაცულად იგრძნოს, ჰქონდეს განცდა, რომ მისი ოჯახის წევრებისა და ქონების უსაფრთხოება საიმედო ხელშია, თანაც ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასში, რისთვისაც კომპანიას საკმაოდ მოქნილი შეთავაზების სისტემა აქვს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ახალი პროექტის ინოვაციური კონცეფცია და ამას გულისხმობს ცხოვრების თანამედროვე კულტურა, რომელსაც m2 თავის მომხმარებელს სთავაზობს.

კომპანია თითოეულ მომავალ მობინადრესთან აქტიურად მუშაობს, რათა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ მშენებლობის დროსაც მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. თქვენ მხოლოდ ბინის მოცულობას ირჩევთ, დანარჩენი არჩევანის გაკეთებაში კი m2-ის გუნდი მაქსიმალურად გეხმარებათ: გთავაზობთ უკვე არსებული რემონტების ტიპებს ან გაძლევთ ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას; ასევე, მასალის ვრცელ პალიტრას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. შესახლების შემდეგ, მობინადრე იღებს არა მხოლოდ კეთილმოწყობილ ბინასა და საერთო მოხმარების სივრცეებს, არამედ კომპლექსის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სრულ მომსახურებას. ეს m2-ის სერვისის უძლიერესი მხარეა და კომპანიისთვის არ არსებობს დაუძლეველი ჩანაფიქრი.

„m2 დეველოპმენტის“ ამოსავალი წერტილი საზოგადოებისთვის თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაა. წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებას კომპანია პრაქტიკაში მაქსიმალურად ახორციელებს და მობინადრეებს სრული სერვისის სახით წარუდგენს. ქალაქი თავისი არსით ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის არსებულ რეალობას ერგება. 21-ე საუკუნის ქალაქი ვერ იქნება მხოლოდ ოთხი კედელი, მას აუცილებლად სჭირდება ფუნქციურად დატვირთული, პრაქტიკულად მოსახერხებელი და დროის დამზოგავი ფაქტორები, რაც „m2 დეველოპმენტის“ დასრულებულ კომპლექსებს უკვე აქვს, „m3 საბურთალოს“ შემთხვევაში კი მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული. m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია და საცხოვრებელ გარემოს, სადაც ოჯახის ყოველი წევრი თავს კომფორტულად, დაცულად, რეალიზებულად და ლაღად იგრძნობს.

NS

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან

ძლიერმა ქარმა გორში, მრავალსართულიან შენობას სახურავი გადახადა - სად რა პრობლემები შექმნა უამინდობამ

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან