მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, 15 წლის ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე, პო­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის გა­დაც­დო­მა იკ­ვე­თე­ბა.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით იკ­ვე­თე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს აგ­რე­სი­უ­ლად, ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა არას­რულ­წლო­ვან ლ.ს-ს, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ნე­ჯერ­მა არ უზ­რუნ­ველ­ყო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო და არას­რულ­წლო­ვანს გა­ე­სა­უბ­რა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის დას­წრე­ბის გა­რე­შე.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, პო­ლი­ცი­ის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­შა­კე­ბის­თვის შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ებ­ლის მ.ჩ.-ს ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის მიზ­ნით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იგ­ზავ­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტმა აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლით (რაც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს), გა­მო­ძი­ე­ბა 2019 წლის 12 დე­კემ­ბერს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტარ­და 400-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მ.ჩ.-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლის (ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბა) ორ ეპი­ზოდ­ში.

მ.ჩ.-სთვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წლის 10 დე­კემ­ბერს შპს „თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლის“ კედ­ლე­ბი­სა და ინ­ვენ­ტა­რის მო­ხატ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მ.ჩ.-მ გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით და­ი­ბა­რა 15 წლის ლ. ს. და მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მ.ჩ.-ს ემოქ­მე­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბამ­დე და უშუ­ა­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, შექ­მნა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად დამ­თრგუნ­ვე­ლი გა­რე­მო და მუ­ქა­რით, ასე­ვე ძმის­თვის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის შან­ტა­ჟით, მოს­თხო­ვა და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. აღ­ნიშ­ნულ­ზე უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მ.ჩ.-მ არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა გა­ნაგ­რძო ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით და­ბა­რე­ბულ პი­რებ­თან (მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნებ­თან) მისი და­პი­რის­პი­რე­ბის გზით.

მი­თი­თე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქ. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის (მათ შო­რის, მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი პი­რის) მხრი­დან არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი­სა და პო­ლი­ცი­ის ეთი­კის კო­დექ­სის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვა­ზე. კერ­ძოდ, შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით იკ­ვე­თე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს აგ­რე­სი­უ­ლად, ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა არას­რულ­წლო­ვან ლ.ს-ს, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ნე­ჯერ­მა არ უზ­რუნ­ველ­ყო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო და არას­რულ­წლო­ვანს გა­ე­სა­უბ­რა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის დას­წრე­ბის გა­რე­შე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, პო­ლი­ცი­ის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­შა­კე­ბის­თვის შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის 2019 წლის 18 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შპს „თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლის“ შე­მოწ­მე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის 2020 წლის 6 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შპს „თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლას“ და­ე­კის­რა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და­მუ­შა­ვე­ბის­თვის „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, სხვა დარ­ღვე­ვებ­თან ერ­თად, დად­გინ­და, რომ სკო­ლა­ში არ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი; ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჰი­გი­ე­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ში (კერ­ძოდ, სა­პირ­ფა­რე­შოს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხის შე­სას­ვლელ სივ­რცე­ში, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ე.წ. "კა­ბი­ნე­ბი“); ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბი­სას სკო­ლის მიერ არ იყო მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი; სკო­ლის მიერ შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მოხ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა.

რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის, ასე­ვე შპს „თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლის“ შე­მოწ­მე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს სკო­ლის მხრი­დან არა მხო­ლოდ „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, არა­მედ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­სა და „ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა­ზე. კერ­ძოდ, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ: სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით დრო­უ­ლად არ გა­მო­ი­ძა­ხა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და არ და­ას­წრო ფსი­ქო­ლო­გი; ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს წა­რუდ­გი­ნა სკო­ლის ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი მისი ყო­ფი­ლი კლა­სე­ლის ამოც­ნო­ბის მიზ­ნით და არ უზ­რუნ­ველ­ყო მოს­წავ­ლე­თა პი­რა­დი მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის დაც­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სსიპ - გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს სკო­ლა­ში გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
28

ღმერთმა გაანათლოს ამ ბავშვის სული, მაგრამ მორჩით სპეკულირებას. ეს ინსპექტორი ვინ ოხერია და რას წარმოადგენს?

Gera
53

ისევ ძაღლებად გადაიქცნენ ძლივს ადამიანებს დამსგავსებულები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაშია ნათქვამი, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მ.ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.

როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი