საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გი A68 ან­ტარ­ქტი­დას 2017 წელს მოს­წყდა. მას შემ­დეგ ის უმ­ნიშ­ვნე­ლო სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მეც­ნი­ე­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს სა­ხი­ფა­თოდ არ მი­იჩ­ნევ­დნენ, თუმ­ცა ახლა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნით, აის­ბერ­გმა უფრო სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სამ­ხრე­თის ოკე­ა­ნის ღია წყლებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ BBC ავ­რცე­ლებს.

რო­დე­საც აის­ბერ­გი ან­ტარ­ქტი­დას მოს­წყდა. აის­ბერ­გის თავ­და­პირ­ვე­ლი ფარ­თო­ბი 1636 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო. ექ­სპერტთა თქმით, მას შემ­დეგ აის­ბერ­გმა მცი­რე ნა­წი­ლი და­კარ­გა, მაგ­რამ თუ სამ­ხრე­თის ოკე­ა­ნე­ში შე­აღ­წევს, ის თა­ვი­სი სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს.

ფო­ტო­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია აის­ბერ­გის მდე­ბა­რე­ო­ბა 2017 წელს, მისი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მდე­ბა­რე­ო­ბა 2019 და 2020 წლებ­ში

"თუ ის დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დარ­ჩე­ბა, ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩე­ბი“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ად­რი­ან ლუკ­მე­ნი BBC-სთან სა­უბ­რი­სას.

აის­ბერ­გი ამ­ჟა­მად სამ­ხრე­თის გრძე­დის 63-ე გრა­დუს­ზეა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მისი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია.

ასე­თი დიდი ობი­ექ­ტე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ტე­ლი­ტი­დან მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან, რად­გა­ნაც მათ, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე შე­უქ­მნან გე­მე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. გარ­და A68-ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ასე­ვე აკ­ვირ­დე­ბი­ან კი­დევ ორ დიდი ზო­მის აის­ბერგს, თუმ­ცა A68 მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დი­დია.

პრო­ფე­სო­რი ლუკ­მე­ნი ამ­ბობს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ან­ტარ­ქტი­დას სხვა ნა­წი­ლე­ბიც გა­მო­ე­ყოს და ახა­ლი აის­ბერ­გე­ბი გაჩ­ნდეს.

A68 სა­ტე­ლი­ტი­დან. ფოტო აის­ბერ­გის მოძ­რა­ო­ბის აჩ­ქა­რე­ბამ­დეა გა­და­ღე­ბუ­ლი

2017 წელს, რო­დე­საც A68 ან­ტარ­ქტი­დას მოს­წყდა, ის ძნე­ლად და ნელა გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, მაგ­რამ ოკე­ა­ნე­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ­მა ქა­რებ­მა და დი­ნე­ბებ­მა მოძ­რა­ო­ბის­კენ უბიძ­გეს და ახლა ან­ტარ­ქტი­დის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს გას­წვრივ მოძ­რა­ობს.

აის­ბერ­გის სიგ­რძე, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 კი­ლო­მეტ­რია

მეც­ნი­ე­რე­ბი ზა­ფხულ­ში მის კი­დევ უფრო მე­ტად აჩ­ქა­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აის­ბერ­გი პა­ტარ პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბად და­იშ­ლე­ბა, რაც სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის­თვის უფრო მეტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
10

ბუახაააააააააააააააააააა ხაააააააახხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხაააააააააააააააა მაინც ვერ შეგვაშინებთ, დიდი ხანია შეშენებულები ვართ

ss
18

აის­ბერ­გის სიგ­რძე, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 ათა­სი კი­ლო­მეტ­რია - დედამიწის დიამეტრი მგონი 40000 არის

ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი A68 ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. მას შემდეგ ის უმნიშვნელო სიჩქარით გადაადგილდებოდა და მეცნიერები ყოველივეს სახიფათოდ არ მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გავლენით, აისბერგმა უფრო სწრაფად მოძრაობა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამხრეთის ოკეანის ღია წყლებში აღმოჩნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როდესაც აისბერგი ანტარქტიდას მოსწყდა. აისბერგის თავდაპირველი ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრი იყო. ექსპერტთა თქმით, მას შემდეგ აისბერგმა მცირე ნაწილი დაკარგა, მაგრამ თუ სამხრეთის ოკეანეში შეაღწევს, ის თავისი სახის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.

ფოტოზე ნაჩვენებია აისბერგის მდებარეობა 2017 წელს, მისი მოძრაობის მიმართულება და მდებარეობა 2019 და 2020 წლებში

"თუ ის დიდი დროის განმავლობაში გადარჩება, ძალიან გაკვირვებული დავრჩები“, - ამბობს პროფესორი ადრიან ლუკმენი BBC-სთან საუბრისას.

აისბერგი ამჟამად სამხრეთის გრძედის 63-ე გრადუსზეა და მეცნიერების განმარტებით, მისი მოძრაობის მიმართულება პროგნოზირებადია.

ასეთი დიდი ობიექტების გადაადგილებას სატელიტიდან მუდმივად აკვირდებიან, რადგანაც მათ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან გემების გადაადგილებას. გარდა A68-ზე დაკვირვებისა, მეცნიერები ასევე აკვირდებიან კიდევ ორ დიდი ზომის აისბერგს, თუმცა A68 მათ შორის ყველაზე დიდია.

პროფესორი ლუკმენი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ანტარქტიდას სხვა ნაწილებიც გამოეყოს და ახალი აისბერგები გაჩნდეს.

A68 სატელიტიდან. ფოტო აისბერგის მოძრაობის აჩქარებამდეა გადაღებული

2017 წელს, როდესაც A68 ანტარქტიდას მოსწყდა, ის ძნელად და ნელა გადაადგილდებოდა, მაგრამ ოკეანეში გაბატონებულმა ქარებმა და დინებებმა მოძრაობისკენ უბიძგეს და ახლა ანტარქტიდის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს.

აისბერგის სიგრძე, დაახლოებით, 150 კილომეტრია

მეცნიერები ზაფხულში მის კიდევ უფრო მეტად აჩქარებას ელოდებიან. ასევე მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში აისბერგი პატარ პატარა ნაწილებად დაიშლება, რაც საზღვაო ტრანსპორტისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველი იქნება.

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს