პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე
"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე

ნა­ნუ­კა გუ­ლუა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გა­იც­ნო. მისი გმი­რი დოჩი ალიშ­ბა­ია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის და­სის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. ნა­ნუ­კა პო­ზი­ტი­უ­რი, ნი­ჭი­ე­რი და გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ნე­გა­ტი­უ­რი ჭო­რე­ბის ობი­ექ­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა, რაც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლოა.

გა­სუ­ლი წელი მის­თვის რთუ­ლი გა­მოდ­გა, მსა­ხი­ობს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ნა­ნუ­კას მა­მას­თან გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რა­საც ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და.

AMBEBI.GE-მ მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც მან ყვე­ლა კი­თხვას ჩვე­უ­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბით უპა­სუ­ხა.

- ნა­ნუ­კა, დიდი ხა­ნია, თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ არ გვი­ნა­ხავს, ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით, რო­გორ ხართ, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვარ, სე­რი­ა­ლის გარ­და სა­კუ­თარ ბიზ­ნესს ვუ­ძღვე­ბი. ტან­საც­მლის ბრენ­დი მაქვს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რი წე­ლია, ამ საქ­მე­ში ვარ, მაგ­რამ წელს გავ­ფარ­თოვ­დით, მე­სა­მე მე­გო­ბა­რიც და­ვი­მა­ტეთ, მი­სა­მარ­თიც შე­ვიც­ვა­ლეთ და ერ­თად ვზრუ­ნავთ ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა საქ­მე­ში ბო­ლომ­დე ვარ ჩარ­თუ­ლი, მო­დე­ლე­ბის შექ­მნა­ში უშუ­ა­ლოდ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- რო­დის აღ­მო­გაჩ­ნდათ დი­ზა­ი­ნე­რო­ბის ნიჭი?

- პუტ­კუ­ნა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად, გამ­ხდარ მო­დე­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი და სულ ვხა­ტავ­დი მათ. პირ­ვე­ლად სწო­რედ ხატ­ვის და დი­ზა­ი­ნის ნიჭი აღ­მო­მაჩ­ნდა, მერ­ხზე, კე­დელ­ზე, სკამ­ზე ყველ­გან ვხა­ტავ­დი. იქე­დან მო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ საქ­მედ იქცა.

- ვიცი, რომ დი­ე­ტა­ზე ხართ და ათი კი­ლოგ­რა­მი და­ი­კე­ლით...

- ეს შე­კი­თხვა აღარ უნდა და­მის­ვათ, ჩემს ცხოვ­რე­ბას თან სდევს დი­ე­ტა. ახ­ლაც დი­ე­ტა­ზე ვარ, ერთ-ერთი პროგ­რა­მით გავ­ხდი - ათი კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი. თუმ­ცა, ჩემი კო­რექ­ცია შე­ვი­ტა­ნე კვე­ბის ამ სის­ტე­მა­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია, 3 სა­ა­თის შემ­დეგ არ ვჭა­მო. მხო­ლოდ ხა­ჭოს და კიტრს მი­ვირ­თმევ, ეს კი კა­ბა­ლურ დი­ე­ტად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა, მე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, ამი­ტომ ჩემ­თვის შედ­გე­ნი­ლი კვე­ბის პროგ­რა­მა უფრო ეფექ­ტუ­რი გა­მო­ვი­და.

- რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი ხართ ახლა?

- ახლა ვარ 64 კი­ლოგ­რა­მი და ჩემი მი­ზა­ნია 60 კი­ლოგ­რამს ჩა­მოვ­ცდე, თუნ­დაც 59.9 კგ ვიყო. შე­საძ­ლოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რად­გან მგო­ნია, სა­მის მერე თუ შევ­ჭამ მო­ვი­მა­ტებ, ამი­ტომ არც მშივ­დე­ბა.

- ბევ­რი ექი­მი მე­გო­ბა­რი გყავთ ალ­ბათ, კვე­ბის ამ რე­ჟიმ­ზე რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ყვე­ლა მიკ­რძა­ლავს, მე­უბ­ნე­ბი­ან დღე­ში ოთხჯერ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო, მაგ­რამ ჩემ­თან ამის ლა­პა­რაკს აზრი არ აქვს. დი­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ­დი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­რე­შე წო­ნის კლე­ბა ეფექ­ტუ­რი ვერ არის. ვარ­ჯი­შის გარ­და, ვი­ტა­რებ­დი სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რებს, მა­სა­ჟე­ბი... მე 55 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი, ეს კი კანს მოშ­ვე­ბულს ხდის და დიდი წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სხე­ულს ტო­ნუ­სი ეკარ­გე­ბა, ამი­ტომ ჩა­ვი­ტა­რე გამ­კვრი­ვე­ბის 24-დღი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა ჩემ­თვის.

- ბევრ დროს უთ­მობთ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას?

- ით­ვლე­ბა, რომ ბევრ დროს ვუთ­მობ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას, თუმ­ცა, მე ასე ვერ ვი­ტყო­დი. არ ვი­ტა­რებ პლას­ტი­კურ და ინექ­ცი­ურ პრო­ცე­დუ­რებს, ვცდი­ლობ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

- დიდი ხა­ნია, დოჩი სე­რი­ალ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რას უნდა ვე­ლო­დოთ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან მის­გან?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით გარ­და იმი­სა, რომ უნდა და­ე­ლო­დოთ ახალ სე­რი­ებს. მეც მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ვე­ლო­დე­ბი სცე­ნარს. წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი, რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რებს ჩემს ხაზს ქეთი დევ­და­რი­ა­ნი. დიდი პა­უ­ზა მაქვს და ვიცი, რომ ბომ­ბა სე­რი­ე­ბი და­ი­დე­ბა. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, გავ­ბედ­ნი­ერ­დი და სცე­ნა­რი მო­ვი­და.

- რო­გორ ანა­წი­ლებთ დროს ყვე­ლა საქ­მის­თვის?

- რო­დე­საც გა­და­ღე­ბა ინიშ­ნე­ბა, ჩემი თა­ვი­დან „ირე­ცხე­ბა“ ბიზ­ნე­სი, ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი. ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სი საქ­მეა გა­და­ღე­ბა და იმ პე­რი­ოდ­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სე­რი­ალ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი.

- რო­გორ ახერ­ხებთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ჭო­რე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ?

- ამას ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან. არ მაქვს აქ­ტი­უ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ეპი­ცენ­ტრშიც არ ვარ. გულ­და­სა­წყვე­ტი ჭორი ჩემ­ზე არას­დროს გა­მი­გია, მგო­ნია, იმ­დენ პო­ზი­ტივს გავ­ცემ, რომ­ლის გა­და­ცე­მაც არ­ცერთ ადა­მი­ან­ზე არ მე­ნა­ნე­ბა, რომ არ უნ­დე­ბათ ცუდი ჭო­რე­ბის მო­გო­ნე­ბა.

- თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- რას ეძა­ხით პი­რად ცხოვ­რე­ბას, რაც მოვ­ყე­ვი პი­რა­დია. როცა რამე მოხ­დე­ბა, ყველ­გან ვი­ტყვი და გა­მო­ვაკ­რავ ამ ამ­ბავს.

- რა­ტომ­ღაც ვფიქ­რობ, დო­ჩის­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­უ­ლი ხართ ბი­ჭებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში...

- არ ვარ ეგე­თი. ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ პრან­ჭი­კე­ლა გოგო, რო­მელ­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი აბედ­ნი­ე­რებს. არ მგო­ნია, თუ ვი­ღაც გვერ­დით არ მყავს, პი­რა­დი არ მაქვს. მო­ცე­მუ­ლო­ბა არის, ვიყო ბედ­ნი­ე­რი და რო­გორ იყო ბედ­ნი­ე­რი, ამას გან­სა­ზღვრავ შენ.

- გარ­და იმი­სა, რომ ბედ­ნი­ე­რი უნდა გაგ­ხა­დოს, კი­დევ რა თვი­სე­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მა­მა­კა­ცი, ვინც თქვენს გვერ­დით იქ­ნე­ბა?

- კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ მაქვს, კარ­გი, ლაღი ხა­სი­ა­თი უნდა ჰქონ­დეს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ იქ­ნე­ბა. და­ნარ­ჩენს მე თვი­თონ მივ­ხე­დავ.

- ნა­ნუ­კა, გა­სუ­ლი წელი ძა­ლი­ან მძი­მე იყო თქვენ­თვის, რად­გან მამა გარ­და­გეც­ვა­ლათ...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა აღარ ვარ, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მი­მაჩ­ნია, რა­ღაც ფე­რა­დი დამ­თავ­რდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს მთვრა­ლი ვარ, კი­დევ კარ­გად ვერ ვი­აზ­რებ, რა მოხ­და. ში­ნა­გა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს გამ­ქრა­ლი. ის ბრჭყვი­ა­ლე­ბა, რაც მქონ­და, აღარ მაქვს. ემო­ცი­უ­რი გავ­ხდი ყვე­ლა წვრილ­მა­ნის მი­მართ. ყვე­ლა რე­სურ­სი ამოვ­წუ­რე, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ტკი­ვი­ლი, ცრემ­ლი. სხვა რა­ღა­ცე­ე­ბი თით­ქოს არ მა­ღელ­ვებს. სხვა­ნა­ი­რი გავ­ხდი და იმე­დია, ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ მა­მას­თან?

- ასე­თი მამა-შვი­ლი არ ვიცი. ამას მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან. ხში­რად გა­მი­გია მე­გობ­რე­ბის­გან, როცა მა­მას კარ­გა­ვენ, ნა­ნო­ბენ, რომ რა­ღაც და­აკ­ლეს, ისე ვერ გა­ა­კე­თეს და ა.შ. მე ასე ვერ ვი­ტყვი, ყვე­ლა წუთი და წამი ათ­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მას­თან ყვე­ლა დრო სიყ­ვა­რულ­ში და პო­ზი­ტივ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ახლა უკვე მარ­ტო ვარ. ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ჩემს გვერ­დით არი­ან, მაგ­რამ გან­ცდა მაქვს, მარ­ტო დავ­რჩი. მგო­ნია, ახლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ჩემი და­ჩაგ­ვრა. მგო­ნია, მა­გა­რი მე­გო­ბა­რი აღარ მყავს. მე არ ვიცი, რას გრძნობს დედა, რო­მელ­საც შვი­ლი აღარ ყავს, რად­გან შვი­ლი არ მყავს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მა­თაც ასე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა აქვთ, რო­გორც მე მა­მის და­კარ­გვის შემ­დეგ, მგო­ნია, ჩემი ნა­წი­ლი ამომ­გლი­ჯეს. თუმ­ცა, სულ ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად მო­ვახ­ვიო ეს შეგ­რძნე­ბე­ბი სხვას და ნაკ­ლე­ბად ჩა­ვუღ­რმავ­დე, რად­გან ცუდ ფიქ­რე­ბამ­დე მივ­დი­ვარ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
37

ვერ ვიტან იმ სერიალს, მიმაჩნია, რომ უნიჭო სცენარია და არც ვუყურებ, მაგრამ ეს გოგონა ძალიან მომეწონა, კარგი პიროვნება ჩანს, ლამაზი თვალებით და კეთილი გამოხედვით, თვალი სულის სარკეაო, ამბობენ. სიკეთეს, ბედნიერებას და მრავალ კარგ როლს ვუსურვებ

გიოგიო
6

ლია-ნატა გემოვნებაზე არ კამათობენ,მაგრამ გემოვნება აქ არაფერ შუაშია,თქვენ არ მოგწონთ დევდარიანი მისი პოზიცია თქვენთვის მიუღებელია და საერთოდ გინდათ ჯაჯანიძეს შოუს უყუროთ! თქვენ იმედის მაყურებელები იქნებით(ეს სიმპატიური მსახიობიც იმიტომ მოგწონთ,რომ თქვენც მეგრელები იქნებით)... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე

ნანუკა გულუა ყველასთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. მისი გმირი დოჩი ალიშბაია პოპულარული სერიალის დასის გამორჩეული წევრია. ნანუკა პოზიტიური, ნიჭიერი და გულახდილი ადამიანია, რომელიც ნეგატიური ჭორების ობიექტი არასდროს ყოფილა, რაც ქართულ რეალობაში უჩვეულოა.

გასული წელი მისთვის რთული გამოდგა, მსახიობს მამა გარდაეცვალა. ნანუკას მამასთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა.

AMBEBI.GE-მ მსახიობთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ყველა კითხვას ჩვეული გულახდილობით უპასუხა.

- ნანუკა, დიდი ხანია, თქვენი ინტერვიუ არ გვინახავს, ამიტომ პირველ რიგში გვითხარით, როგორ ხართ, რას საქმიანობთ?

- შესანიშნავად ვარ, სერიალის გარდა საკუთარ ბიზნესს ვუძღვები. ტანსაცმლის ბრენდი მაქვს ჩემს მეგობრებთან ერთად, ბევრი წელია, ამ საქმეში ვარ, მაგრამ წელს გავფართოვდით, მესამე მეგობარიც დავიმატეთ, მისამართიც შევიცვალეთ და ერთად ვზრუნავთ ბრენდის განვითარებაზე. ყველა საქმეში ბოლომდე ვარ ჩართული, მოდელების შექმნაში უშუალოდ ვიღებ მონაწილეობას.

- როდის აღმოგაჩნდათ დიზაინერობის ნიჭი?

- პუტკუნა ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, გამხდარ მოდელებზე ვგიჟდებოდი და სულ ვხატავდი მათ. პირველად სწორედ ხატვის და დიზაინის ნიჭი აღმომაჩნდა, მერხზე, კედელზე, სკამზე ყველგან ვხატავდი. იქედან მოვიდა ეს ყველაფერი და შემდეგ საქმედ იქცა.

- ვიცი, რომ დიეტაზე ხართ და ათი კილოგრამი დაიკელით...

- ეს შეკითხვა აღარ უნდა დამისვათ, ჩემს ცხოვრებას თან სდევს დიეტა. ახლაც დიეტაზე ვარ, ერთ-ერთი პროგრამით გავხდი - ათი კილოგრამი დავიკელი. თუმცა, ჩემი კორექცია შევიტანე კვების ამ სისტემაში. ჩემი ცხოვრების წესია, 3 საათის შემდეგ არ ვჭამო. მხოლოდ ხაჭოს და კიტრს მივირთმევ, ეს კი კაბალურ დიეტად ითვლება, თუმცა, მე მიჩვეული ვარ, ამიტომ ჩემთვის შედგენილი კვების პროგრამა უფრო ეფექტური გამოვიდა.

- რამდენი კილოგრამი ხართ ახლა?

- ახლა ვარ 64 კილოგრამი და ჩემი მიზანია 60 კილოგრამს ჩამოვცდე, თუნდაც 59.9 კგ ვიყო. შესაძლოა, ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან მგონია, სამის მერე თუ შევჭამ მოვიმატებ, ამიტომ არც მშივდება.

- ბევრი ექიმი მეგობარი გყავთ ალბათ, კვების ამ რეჟიმზე რას გეუბნებიან?

- ყველა მიკრძალავს, მეუბნებიან დღეში ოთხჯერ რაციონალური კვება აუცილებელიაო, მაგრამ ჩემთან ამის ლაპარაკს აზრი არ აქვს. დიეტის პარალელურად მუდმივად ვვარჯიშობდი, ფიზიკური აქტივობის გარეშე წონის კლება ეფექტური ვერ არის. ვარჯიშის გარდა, ვიტარებდი სხვადასხვა პროცედურებს, მასაჟები... მე 55 კილოგრამი დავიკელი, ეს კი კანს მოშვებულს ხდის და დიდი წონის შემთხვევაში, სხეულს ტონუსი ეკარგება, ამიტომ ჩავიტარე გამკვრივების 24-დღიანი სპეციალური პროგრამა, რაც ძალიან ეფექტური გამოდგა ჩემთვის.

- ბევრ დროს უთმობთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას?

- ითვლება, რომ ბევრ დროს ვუთმობ გარეგნობაზე ზრუნვას, თუმცა, მე ასე ვერ ვიტყოდი. არ ვიტარებ პლასტიკურ და ინექციურ პროცედურებს, ვცდილობ, ბუნებრივი გარეგნობა შევინარჩუნო.

- დიდი ხანია, დოჩი სერიალში აღარ გამოჩენილა, რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან მისგან?

- ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ უნდა დაელოდოთ ახალ სერიებს. მეც მაყურებელთან ერთად ველოდები სცენარს. წინასწარ არასდროს ვიცი, როგორ განავითარებს ჩემს ხაზს ქეთი დევდარიანი. დიდი პაუზა მაქვს და ვიცი, რომ ბომბა სერიები დაიდება. მხოლოდ იმას გეტყვით, გავბედნიერდი და სცენარი მოვიდა.

- როგორ ანაწილებთ დროს ყველა საქმისთვის?

- როდესაც გადაღება ინიშნება, ჩემი თავიდან „ირეცხება“ ბიზნესი, ოჯახი, მეგობრები. ჩემთვის უპირველესი საქმეა გადაღება და იმ პერიოდში თავიდან ბოლომდე სერიალში ვარ ჩართული.

- როგორ ახერხებთ, ამ ქვეყანაში ჭორების მსხვერპლი არ გახდეთ?

- ამას ხშირად მეკითხებიან. არ მაქვს აქტიური თავგადასავლები და ეპიცენტრშიც არ ვარ. გულდასაწყვეტი ჭორი ჩემზე არასდროს გამიგია, მგონია, იმდენ პოზიტივს გავცემ, რომლის გადაცემაც არცერთ ადამიანზე არ მენანება, რომ არ უნდებათ ცუდი ჭორების მოგონება.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხართ?

- რას ეძახით პირად ცხოვრებას, რაც მოვყევი პირადია. როცა რამე მოხდება, ყველგან ვიტყვი და გამოვაკრავ ამ ამბავს.

- რატომღაც ვფიქრობ, დოჩისნაირი პრეტენზიული ხართ ბიჭებთან მიმართებაში...

- არ ვარ ეგეთი. ყველას თავისი ინტერესები აქვს. არასდროს ვყოფილვარ პრანჭიკელა გოგო, რომელსაც მეორე ნახევარი აბედნიერებს. არ მგონია, თუ ვიღაც გვერდით არ მყავს, პირადი არ მაქვს. მოცემულობა არის, ვიყო ბედნიერი და როგორ იყო ბედნიერი, ამას განსაზღვრავ შენ.

- გარდა იმისა, რომ ბედნიერი უნდა გაგხადოს, კიდევ რა თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი, ვინც თქვენს გვერდით იქნება?

- კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, კარგი, ლაღი ხასიათი უნდა ჰქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. დანარჩენს მე თვითონ მივხედავ.

- ნანუკა, გასული წელი ძალიან მძიმე იყო თქვენთვის, რადგან მამა გარდაგეცვალათ...

- მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, ამ ტრაგედიის შემდეგ მიმაჩნია, რაღაც ფერადი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთვრალი ვარ, კიდევ კარგად ვერ ვიაზრებ, რა მოხდა. შინაგანი ბედნიერების შეგრძნება მაქვს გამქრალი. ის ბრჭყვიალება, რაც მქონდა, აღარ მაქვს. ემოციური გავხდი ყველა წვრილმანის მიმართ. ყველა რესურსი ამოვწურე, ნერვიულობა, ტკივილი, ცრემლი. სხვა რაღაცეები თითქოს არ მაღელვებს. სხვანაირი გავხდი და იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

- მოგვიყევით, როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან?

- ასეთი მამა-შვილი არ ვიცი. ამას მამაჩემის მეგობრებიც მეუბნებიან. ხშირად გამიგია მეგობრებისგან, როცა მამას კარგავენ, ნანობენ, რომ რაღაც დააკლეს, ისე ვერ გააკეთეს და ა.შ. მე ასე ვერ ვიტყვი, ყველა წუთი და წამი ათვისებული მაქვს მასთან ურთიერთობის, მასთან ყველა დრო სიყვარულში და პოზიტივში მაქვს გატარებული. ახლა უკვე მარტო ვარ. ოჯახი და მეგობრები ჩემს გვერდით არიან, მაგრამ განცდა მაქვს, მარტო დავრჩი. მგონია, ახლა ძალიან მარტივია ჩემი დაჩაგვრა. მგონია, მაგარი მეგობარი აღარ მყავს. მე არ ვიცი, რას გრძნობს დედა, რომელსაც შვილი აღარ ყავს, რადგან შვილი არ მყავს, მაგრამ ვფიქრობ, მათაც ასეთივე შეგრძნება აქვთ, როგორც მე მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს. თუმცა, სულ ვცდილობ, ნაკლებად მოვახვიო ეს შეგრძნებები სხვას და ნაკლებად ჩავუღრმავდე, რადგან ცუდ ფიქრებამდე მივდივარ.

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა

X Factor-ის გამარჯვებულს, მომღერალ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა