ავტორი:

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან - 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები იყვნენ.

m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია

"თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. გაძლიერება ქარი" - სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვას პროგნოზირებენ

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს