მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება
რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

ახალ­გაზ­რდე­ბის წიგ­ნის კი­თხვით და­ინ­ტე­რე­სე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა, თუმ­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ეს მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. 2015 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო სე­რია „ლი­ბერ­თინ­სის“ გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ამ დრომ­დე 90-მდე წიგ­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ის წიგ­ნე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ გა­მო­სა­ცემ წიგ­ნებს თა­ვად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არ­ჩე­ვენ და არა - გა­მომ­ცემ­ლო­ბა.

„ლი­ბერ­თინ­სის“ წიგ­ნებ­ზე, ახალ­გაზ­რდე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ გე­მოვ­ნე­ბა­სა და მათ რჩე­ულ გა­მო­ცე­მებ­ზე „ლი­ბერ­თი­ნი­სის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, გა­მო­სა­ცემ წიგ­ნებს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არ­ჩე­ვენ. ვინ არი­ან ეს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი და რა პრინ­ცი­პით არ­ჩე­ვენ ისი­ნი წიგ­ნებს?

„ლი­ბერ­თინ­სი“ წე­ლი­წად­ში ერთხელ აცხა­დებს მი­ღე­ბას, სა­დაც ისი­ნი ავ­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ფორ­მას და აგ­ზავ­ნი­ან სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლებს - თუ რა­ტომ სურთ მათ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამის შემ­დეგ ჩვენ ვარ­ჩევთ იმ მო­ზარ­დებს, რომ­ლე­ბიც გუნ­დის წევ­რე­ბი ხდე­ბი­ან. ისი­ნი კი­თხუ­ლო­ბენ ლი­ტე­რა­ტი­რუ­რას უცხო ენა­ზე და გვირ­ჩე­ვენ, რო­მე­ლი წიგ­ნი გა­მოვ­ცეთ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში ხში­რად ტარ­დე­ბა ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბის შეკ­რე­ბა და ვა­წყობთ მსჯე­ლო­ბებს. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ღებთ წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე იპყრობს ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. გარ­და ამი­სა, ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გემ­ვა­ში.

რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია „ლი­ბერ­თინ­სის“ წიგ­ნე­ბი?

ეს სე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ სე­რი­ამ და­ა­წყე­ბი­ნა ბევრ მო­ზარდს წიგ­ნის კი­თხვა. უფრო მე­ტიც, წიგ­ნის კი­თხვა გა­ხა­და მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი.მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია. ამ სე­რი­ა­ში გა­მო­ი­ცე­მა ზუს­ტად ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დებს აინ­ტე­რე­სებთ. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო წიგ­ნის რიგი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი იყო. 2015 წელს სწო­რედ „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ის წიგ­ნებ­ზე დად­გა ახალ­გაზ­რდე­ბის რიგი „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას­თან“. ეს ფაქ­ტი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მე­ორ­და.

დღეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ზარ­დი სკო­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას პირ­და­პირ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ას აკი­თხავს, რომ ახა­ლი წიგ­ნი, ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი შე­ი­ძი­ნოს. რაც წლე­ბის წინ ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბო­და.

რო­მე­ლია„ლი­ბერ­თინ­სის“ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია?

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და წიგ­ნი „ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე“. წიგ­ნი მა­ლე­ვე მოხ­ვდა „ბიბ­ლუ­სის“ ბესტსე­ლე­რი­ე­ბის სი­ა­ში და უკვე მე­სა­მე თვეა, პო­ზი­ცი­ას არ თმობს. ეს არის­რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტის რო­მა­ნი, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მი­ი­პყრო. ეს არის ამ­ბა­ვი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გი­ყავ­რდეს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვერც კი შე­ე­ხე­ბი ან მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა მისი სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და იმი­სა, რომ წიგ­ნებს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არ­ჩე­ვენ, რო­გორ ახერ­ხებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი წიგ­ნე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სოს?

ეს ალ­ბათ ჩვე­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რო­მე­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცეს, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­ე­რე­ბო­დეს ის, რომ მო­ზარ­დის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს; რა თე­მე­ბი აინ­ტე­რე­სებთ თი­ნე­ი­ჯე­რებს და რა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ; ვცდი­ლობთ გა­მოვ­ცეთ წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, „ლი­ბერ­თინ­სის“ ფაგრლებ­ში, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­წყობთ, რაც ასე­ვე წიგ­ნის კი­თხვა­სა და წიგ­ნის სიყ­ვა­რულ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ზო­გა­დად, რამ­დე­ნად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნის დი­ზა­ი­ნი და ვინ ქმნის „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის ყდე­ბის დი­ზა­ინს?

წიგ­ნის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. შე­დე­გად კი,ვი­ღებთ ძა­ლი­ან ლა­მაზ და მიმ­ზიდ­ველ ყდებს გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნით.

რო­გო­რია ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გე­მოვ­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და რამ­დე­ნად მიყ­ვე­ბა ის მსოფ­ლიო ტრენ­დს?

ქარ­თვე­ლი­თი­ნე­ი­ჯე­რი მკი­თხვე­ლის გე­მოვ­ნე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად მიყ­ვე­ბა მათი უცხო­ე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბას. მოს­წონთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ისე­თი წიგ­ნე­ბი, სა­დაც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა მო­თხრო­ბი­ლი, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად აინ­ტე­რე­სებთ სხვა ჟან­რე­ბიც,მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა - ფენ­ტე­ზი. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ისე­თი წიგ­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია „ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე“.

რო­მე­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას გეგ­მავთ ახლო მო­მა­ვალ­ში?

ახლო მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ გა­მოვ­ცეთ „მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მან­ქა­ნე­ბი“. ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით, პი­ტერ ჯეკ­სონ­მა გა­და­ი­ღო ფილ­მი. ესაა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ფი­ლიპ რი­ვის წიგ­ნი, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა პოს­ტა­ა­პო­კა­ლიფ­სურ სამ­ყა­რო­ში ვი­თარ­დე­ბა. ასე­ვე,ვა­პი­რებთ სარა ჯ. მა­ა­სის „ეკ­ლე­ბი­სა და ვა­დე­ბის სა­მე­ფოს“ სე­რი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლის და „სა­გი­ჟე­თის“ მე­ო­რე წიგ­ნის გა­მო­ცე­მას. ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ორი­ვე წიგნს ძა­ლი­ან ელო­დე­ბი­ან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება

ახალგაზრდების წიგნის კითხვით დაინტერესება მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ეს მაინც მოახერხა. 2015 წელს გამომცემლობამ დაიწყო სერია „ლიბერთინსის“ გამოცემა, რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე 90-მდე წიგნია გამოცემული და თითოეული მათგანი მალევე იქცა ბესტსელერად. აღნიშნული სერიის წიგნებით ახალგაზრდების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამოსაცემ წიგნებს თავად თინეიჯერები არჩევენ და არა - გამომცემლობა.

„ლიბერთინსის“ წიგნებზე, ახალგაზრდების ლიტერატურულ გემოვნებასა და მათ რჩეულ გამოცემებზე „ლიბერთინისის“ პროექტების მენეჯერი გიორგი კიკაბიძე გვესაუბრება.

როგორც აღნიშნეთ, გამოსაცემ წიგნებს თინეიჯერები არჩევენ. ვინ არიან ეს თინეიჯერები და რა პრინციპით არჩევენ ისინი წიგნებს?

„ლიბერთინსი“ წელიწადში ერთხელ აცხადებს მიღებას, სადაც ისინი ავსებენ სპეციალურ ფორმას და აგზავნიან სამოტივაციო წერილებს - თუ რატომ სურთ მათ ამ პროექტში მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩვენ ვარჩევთ იმ მოზარდებს, რომლებიც გუნდის წევრები ხდებიან. ისინი კითხულობენ ლიტერატირურას უცხო ენაზე და გვირჩევენ, რომელი წიგნი გამოვცეთ. გამომცემლობაში ხშირად ტარდება ლიბერთინსელების შეკრება და ვაწყობთ მსჯელობებს. საბოლოოდ, ვიღებთ წიგნებს, რომლებიც მალევე იპყრობს ქართველი ახალგაზრდების ყურადღებას. გარდა ამისა, ლიბერთინსელები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიების დაგემვაში.

რამდენად პოპულარულია „ლიბერთინსის“ წიგნები?

ეს სერია საქართველოში ძალიან პოპულარულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სერიამ დააწყებინა ბევრ მოზარდს წიგნის კითხვა. უფრო მეტიც, წიგნის კითხვა გახადა მათი ყოველდღიურობის ნაწილი.მიზეზი მარტივია. ამ სერიაში გამოიცემა ზუსტად ის წიგნები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ. მინდა გავიხსენო წიგნის რიგი, რომელიც საქართველოსთვის სრულიად უპრეცედენტო ფაქტი იყო. 2015 წელს სწორედ „ლიბერთინსის“ სერიის წიგნებზე დადგა ახალგაზრდების რიგი „ბიბლუსი გალერეასთან“. ეს ფაქტი კიდევ რამდენჯერმე გამეორდა.

დღეს უკვე ძალიან ბევრი მოზარდი სკოლიდან გამოსვლისას პირდაპირ წიგნის მაღაზიას აკითხავს, რომ ახალი წიგნი, ახალი თავგადასავალი შეიძინოს. რაც წლების წინ ნამდვილად არ ხდებოდა.

რომელია„ლიბერთინსის“ ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია?

ბოლო პერიოდში გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა წიგნი „ორი ნაბიჯი შენამდე“. წიგნი მალევე მოხვდა „ბიბლუსის“ ბესტსელერიების სიაში და უკვე მესამე თვეა, პოზიციას არ თმობს. ეს არისრეიჩელ ლიპინკოტის რომანი, რომელმაც ახალგაზრდების ყურადღება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიიპყრო. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გიყავრდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერც კი შეეხები ან მიუახლოვდები, რადგან ამან შეიძლება მისი სიკვდილი გამოიწვიოს.

გარდა იმისა, რომ წიგნებს თინეიჯერები არჩევენ, როგორ ახერხებს გამომცემლობა, რომ ახალგაზრდები წიგნებით დააინტერესოს?

ეს ალბათ ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელი წიგნი გამოიცეს, როგორ უნდა გამოიყუერებოდეს ის, რომ მოზარდისთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს; რა თემები აინტერესებთ თინეიჯერებს და რა პრობლემები აწუხებთ; ვცდილობთ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში, ინტერესების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, „ლიბერთინსის“ ფაგრლებში, თინეიჯერებისთვის არაერთ ღონისძიებას ვაწყობთ, რაც ასევე წიგნის კითხვასა და წიგნის სიყვარულთან არის დაკავშირებული.

ზოგადად, რამდენად მნიშნელოვანია წიგნის დიზაინი და ვინ ქმნის „ლიბერთინსის“ სერიის წიგნების ყდების დიზაინს?

წიგნის დიზაინზე მუშაობენ ქართველი დიზაინერები. ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული გამომცემლობის თანამშრომლებიც. შედეგად კი,ვიღებთ ძალიან ლამაზ და მიმზიდველ ყდებს გამორჩეული დიზაინით.

როგორია ქართველი ახალგაზრდების გემოვნება ლიტერატურაში და რამდენად მიყვება ის მსოფლიო ტრენდს?

ქართველითინეიჯერი მკითხველის გემოვნება მეტ-ნაკლებად მიყვება მათი უცხოელი თანატოლების გემოვნებას. მოსწონთ მრავალფეროვანი ლიტერატურა, ისეთი წიგნები, სადაც თინეიჯერების პრობლემები და ყოველდღიურობაა მოთხრობილი, თუმცა, ამავდროულად აინტერესებთ სხვა ჟანრებიც,მაგალითად, როგორიცაა - ფენტეზი. ძალიან პოპულარულია ისეთი წიგნები, რომლის მიხედვითაც, გადაღებულია ფილმები, ამის კარგი მაგალითია „ორი ნაბიჯი შენამდე“.

რომელი წიგნების გამოცემას გეგმავთ ახლო მომავალში?

ახლო მომავალში ვაპირებთ გამოვცეთ „მომაკვდინებელი მანქანები“. ამ წიგნის მიხედვით, პიტერ ჯეკსონმა გადაიღო ფილმი. ესაა ძალიან ცნობილი ბრიტანელი მწერლის ფილიპ რივის წიგნი, სადაც მოქმედება პოსტააპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება. ასევე,ვაპირებთ სარა ჯ. მაასის „ეკლებისა და ვადების სამეფოს“ სერიის მეორე ნაწილის და „საგიჟეთის“ მეორე წიგნის გამოცემას. ქართველი თინეიჯერები ორივე წიგნს ძალიან ელოდებიან.

„ბიბლუსი“ - სანდო პარტნიორი საკანცელარიო კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ