ავტორი:

გენერალური პროკურორობის ოთხ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ირაკლი შოთაძეა

გენერალური პროკურორობის ოთხ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ირაკლი შოთაძეა

საპროკურორო საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.

პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია - სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო, სოფიო შენგელიამ - 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ - 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ - 7. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება გუშინ, 5 თებერვალს დაასრულა. ხვალ კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

გიგი უგულავა შსს-ში მივიდა - "ბრძოლა გრძელდება, ვიდრე ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ"

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

"თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ ხელახლა წავიდე ციხეში" - გიგი უგულავას პირველი კომენტარი სასამართლოს განაჩენის შემდეგ