ავტორი:

"თიბისი სტატუსი" და "ისთერნ პრომოუშენსი" თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

"თიბისი სტატუსი" და "ისთერნ პრომოუშენსი" თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი და საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი; ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი; ბრიტანელი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.

ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რექვიაშვილის ტრიო უახლესი პროეტქებით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ისთერნ პრომოუშენსის დირექტორის, გიორგი კერესელიძის თქმით, წლევანდელი ჯაზ-ფესტივალი, გარდა იმისა, რომ ჯაზ-ლეგენდებს მასპინძლობს, გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ჯაზის ვირტუოზები ქართველ სტუდენეტებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ და მომავალი მუსიკოსების შეკითხვებს უპასუხებენ.

„ჯაზის სამყაროში სულ რამდენიმე შემსრულებელია დარჩენილი, რომლებიც ჯერ არ გამოსულან ქართველი მსმენელის წინაშე, წელს შევძელით და ორი ასეთი მუსიკოსი ჩავრთეთ ფესტივალში. ესენი არიან, ლეგენდარული კენი ბარონი და დეივ ჰოლანდი. მათ 2019 წელს ჩაწერეს ერთობლივი ალბომი და სწორედ ალბომის საპრეზენტაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან თბილისს. ამავე დღეს, სცენაზე გამოვა ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსი, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, ეს გახლავთ - აიანა უიტერ ჯონსონი. 28 მარტს კი, ლეგენდარული დაიანა რივსი დახურავს ფესტივალს, რომელიც ასევე თავის ახალ ალბომს წარადგენს. დაიანა რივსი დაგვთანხმდა, ჩაატაროს ღია რეპეტიცია თბილისის კონსერვატორიის სტუდენტებისთვისა და მუსიკის მოყვარულთათვის და უპასუხოს მათ შეკითხვებს.“ განაცხადა გიორგი კერესელიძემ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ "თიბისი სტატუსის" ყველა მომხმარებელი თბილისის ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს 20 %-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

„თიბისისთვის ძალიან საამაყო ფაქტია, რომ 23 წლის მანძილზე ტარდება თბილისის ჯაზ-ფესტივალი. წელს ძლიერი ლაინ-აფით გამოირჩევა ფესტივალი, რომელსაც რუსთაველის თეატრი და ჯაზ-კლუბი „ზინგერი“ უმასპინძლებს. "თიბისი სტატუსის" ყველა მომხმარებლისთვის კი, 20 %-იანი ფასდაკლება გავრცელდება Tkt.ge-დან შეძენილ ბილეთებზე.“ - განმარტა ნიკა ქურდიანმა.

თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც კენი ბარონის და დეივ ჰოლანდის ტრიო წარდგება მსმენელის წინაშე. ამავე დღეს, ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“ გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენელის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

28 მარტს, რუსთაველის თეატრში ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს.

ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება - კლუბი "ზინგერი" ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

„მოხარული ვარ, რომ „თიბისი სტატუსის“ და ისთერნ პრომოუშენსის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის და კვლავ გრძელდება. დღეს წარვადგინეთ რიგით 23-ე ჯაზ ფესტივალი. მუსიკალურ ინდუსტრიაში ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოვლენა და ამით დაიწყება მუსიკალური სეზონი საქართველოში. როგორც ყოველთვის, "თიბისი სტატუსის" მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ ბილეთების შეძენისას.“ განაცხადა „თიბისი სტატუსის“ ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ.

თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი!

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის

რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე უხარისხო ყავა?