სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის

მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­დის პრე­ზენ­ტა­ცია 4 თე­ბერ­ვალს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და. ოლიმ­პი­ა­და ორე­ტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩა­ტარ­დე­ბა, ელექტრო­ნუ­ლად, ოლიმ­პი­ა­დის ამო­ცა­ნე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა 13 მარტს, და აბი­ტუ­რი­ენტნს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ოს ამო­ცა­ნებ­ზე. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მის შევ­სე­ბა.

მე­ო­რე, სა­ფი­ნა­ლო ეტაპ­ში კი, რო­მე­ლიც 5 აპ­რილს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ ეტაპს.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­წლი­უ­რი იქ­ნე­ბა.

„ეს არის ოლიმ­პი­ა­და არამ­ხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ მათი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­საც, სა­დაც საპ­რი­ზო ფონდს ინა­წი­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მისი მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი. არის სამი ნო­მი­ნა­ცია, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღებს 1000 ლარს და იგი­ვე ოდე­ნო­ბის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს - მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამის გარ­და, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ჯილ­დოვ­დე­ბა BTU -ში სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღე­ბენ 700-700 ლარს. მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი კი – 500-500 ლარს,“ - გან­მარ­ტავს ნინო ენუ­ქი­ძე.

“ოლიმ­პი­ა­და გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ის მო­ი­ცავს ყვე­ლა სკო­ლას და მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი გუნ­დე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის არაა გან­კუთ­ვნი­ლი. პირ­ველ ტურ­ზე დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გამ­სვლე­ლი ქულა და ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ყვე­ლა მოს­წავ­ლე მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ფი­ნა­ლურ ტურ­ზე, სა­დაც ცოტა უფრო რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რან­გის პრი­ზე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი სტი­მუ­ლი ახალ­გაზ­რდის­თვის, რომ თა­ვის ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი სტი­მუ­ლი მი­ი­ღოს და მე­ო­რე, თუ აირ­ჩევს და წა­მო­ვა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვით”,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ნატ­როშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე BTU-სა და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირს შო­რის გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე წა­რად­გი­ნეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის სი­ლა­ბუ­სი.

„ვმუ­შა­ობთ მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირ­თან და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მოხ­და მა­თე­მა­ტი­კის კუ­რი­კუ­ლუ­მის სრუ­ლი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა და უფრო კომ­პლექ­სუ­რი სა­ხით და­მუ­შა­ვე­ბა. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათი აზრი და ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევრ ისეთ პრო­ექტს ვა­მუ­შა­ვებთ, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კის მძლავ­რი ცოდ­ნა არის კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ვარ­თუ­ლოთ პროგ­რა­მა”,- და­ა­მა­ტა ნინო ენუ­ქი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისა და მათი მასწავლებლებისთვის

მათემატიკის ახალი ოლიმპიადის პრეზენტაცია 4 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. ოლიმპიადა ორეტაპიანი იქნება.

პირველი ეტაპი ჩატარდება, ელექტრონულად, ოლიმპიადის ამოცანები გამოქვეყნდება 13 მარტს, და აბიტურიენტნს ექნება საშუალება 24 საათის განმავლობაში იმუშაოს ამოცანებზე. მონაწილეობისთვის შესაძლებელია წინასწარი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

მეორე, საფინალო ეტაპში კი, რომელიც 5 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმატებით გაივლიან ოლიმპიადის პირველ ეტაპს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ოლიმპიადა ყოველწლიური იქნება.

„ეს არის ოლიმპიადა არამხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მათი მასწავლებლებისთვისაც, სადაც საპრიზო ფონდს ინაწილებს გამარჯვებული აბიტურიენტი და მისი მათემატიკის პედაგოგი. არის სამი ნომინაცია, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 1000 ლარს და იგივე ოდენობის ფულადი ჯილდოს - მისი მასწავლებელი. ამის გარდა, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი დაჯილდოვდება BTU -ში სწავლის სრული დაფინანსებით. მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებენ 700-700 ლარს. მესამე ადგილის მფლობელი კი – 500-500 ლარს,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

“ოლიმპიადა გამორჩეულია იმით, რომ ის მოიცავს ყველა სკოლას და მხოლოდ მათემატიზირებული სკოლებიდან წამოსული გუნდები და სპეციალურად ნავარჯიშები ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი. პირველ ტურზე დადგენილი იქნება გამსვლელი ქულა და ბარიერგადალახული ყველა მოსწავლე მოწვეული იქნება ფინალურ ტურზე, სადაც ცოტა უფრო რთული საკითხები იქნება. საკმაოდ მაღალი რანგის პრიზებია დაწესებული. ფაქტობრივად ეს არის ძალიან კარგი სტიმული ახალგაზრდისთვის, რომ თავის ცოდნის შესაბამისი ფინანსური სტიმული მიიღოს და მეორე, თუ აირჩევს და წამოვა ამ უნივერსიტეტში მისთვის ძალიან კარგი იქნება, შესანიშნავი, ახალი უნივერსიტეტია ძალიან დიდი პერსპექტივით”,- განაცხადა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა დავით ნატროშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრაზე BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმდა მემორანდუმი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს უნივერსიტეტის განახლებული მათემატიკის სილაბუსი.

„ვმუშაობთ მათემატიკოსთა კავშირთან და მათთან თანამშრომლობით მოხდა მათემატიკის კურიკულუმის სრული მოდიფიცირება, განახლება და უფრო კომპლექსური სახით დამუშავება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს წამყვანი მათემატიკოსები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მათი აზრი და ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან ბევრ ისეთ პროექტს ვამუშავებთ, სადაც მათემატიკის მძლავრი ცოდნა არის კრიტიკულად აუცილებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავართულოთ პროგრამა”,- დაამატა ნინო ენუქიძემ.

რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე უხარისხო ყავა?

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ