პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის კოპიტნარის სადგურს დაუკავშირდება - მთავრობამ პროექტი დაამტკიცა
ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის კოპიტნარის სადგურს დაუკავშირდება - მთავრობამ პროექტი დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის და „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი და­ამ­ტკი­ცა. ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა კო­პიტ­ნა­რის სად­გურს, ასე­ვე აშენ­დე­ბა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლი და აე­რო­პორ­ტსა და რკი­ნიგ­ზის სად­გურს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა.

რო­გორც თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მა­ვა­ლი აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნია ავი­ამ­გზავ­რებს მომ­სა­ხუ­რე­ბას უფა­სო შატ­ლე­ბით გა­უ­წევს, რომ­ლე­ბიც აე­რო­პორ­ტსა და რკი­ნიგ­ზის სად­გურს შო­რის პე­რი­ო­დუ­ლად იმოძ­რა­ვე­ბენ.

„მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ექტს, ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლი შენ­დე­ბა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევა ექ­სპუ­ა­ტა­ცი­ა­ში.

დღე­ვა­ნე­ლი პრო­ექ­ტის შე­დე­გად, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რკი­ნიგ­ზის კო­პიტ­ნა­რის სად­გურ­თან. მოხ­დე­ბა სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, კერ­ძოდ საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტს და სარ­კი­ნიგ­ზო სად­გურს და­ა­კავ­ში­რებს.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, რაც მთა­ვა­რია დღეს დამ­ტკიც­და ეს პრო­ექ­ტი. სამი მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობს ამ პრო­ექ­ტში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც გზით და­ა­კავ­ში­რებს ამ ორ ობი­ექტს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს და სარ­კი­ნიგ­ზო სად­გურს. „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ მო­ახ­დენს სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იმ­დაგ­ვა­რად, რომ ის მა­ღალ სტან­დარ­ტებს პა­სუ­ხობ­დეს. ხოლო ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მა­ვა­ლი აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის კომ­პა­ნია გა­ა­კე­თებს ორ­გა­ნი­ზე­ბას შატ­ლე­ბით უფა­სოდ ავი­ამ­გზავ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას. იქ­ნე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი მი­მოს­ვლა სად­გურ­სა და აე­რო­პორ­ტს შო­რის. იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფი, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მი­მოს­ვლა, სულ 1,5 კმ მო­ნაკ­ვე­თია. ეს შატ­ლე­ბი დახ­ვდე­ბა მგზავ­რებს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და მი­იყ­ვანს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ გა­ნახ­ლე­ბულ სად­გუ­რამ­დე. ეს კი­დევ ერთი შე­და­რე­ბით მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩვენს ტუ­რის­ტულ და სატ­რან­სპორ­ტო ლო­გის­ტი­კურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას შე­ე­მა­ტე­ბა და კიდე უფრო მეტ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას შეს­ძენს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლდე­ბა და ყა­ლიბ­დე­ბა რო­გორც და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი, მსოფ­ლი­ო­შიც ცნო­ბი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს ბაზ­რე­ბის ად­გი­ლი”, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
12

carmatebebi cinascar kvela samushao sakmis dackebamde da merec namdvilad gasaxarebelia da misagebic 

grisha
15

აი მართლაც ადამიანზე და მოქალაქეზე, მის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული მთავრობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის კოპიტნარის სადგურს დაუკავშირდება - მთავრობამ პროექტი დაამტკიცა

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის კოპიტნარის სადგურს დაუკავშირდება - მთავრობამ პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კოპიტნარის სადგურს, ასევე აშენდება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი და აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის დამაკავშირებელი გზა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავიამგზავრებს მომსახურებას უფასო შატლებით გაუწევს, რომლებიც აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის პერიოდულად იმოძრავებენ.

„მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპუატაციაში.

დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება ჩვენი რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს.

უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა, რაც მთავარია დღეს დამტკიცდა ეს პროექტი. სამი მხარე მონაწილეობს ამ პროექტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს ამ ორ ობიექტს საერთაშორისო აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმდაგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს. ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და კიდე უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი”, - განაცხადა თურნავამ.

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება

გაზაფხულზე პრემიერი იცვლება? - რა კომენტარებს აკეთებენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია