ავტორი:

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ ნაწილად გაიყო

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ  ნაწილად გაიყო

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ავიაკომპანია "პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა.

"ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა.

ინციდენტი გუშინ მოხდა. "პეგასუსის“ კუთვნილი თვითმფრინავი "ბოინგ 737-800“ ასაფრენ დასაფრენ ბილიკზე მოცურდა, შედეგად ხევში გადავარდა, სამ ნაწილად გაიყო და შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

ნახეთ შემთხვევის ამსახველი ფოტოები:

კატასტროფის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან

ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ