ავტორი:

სტამბოლში "პეგასუსის" თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა

სტამბოლში "პეგასუსის" თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია "პეგასუს" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, თვითმფრინავის ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.

თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ ნაწილად გაიყო

თურქეთში ორი ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მაშველია

ჰონგ-კონგსა და ტოკიოსთან ათასობით ადამიანს საკრუიზო გემების დატოვების უფლებას არ აძლევენ - კარანტინი კორონავირუსის გამო გამოცხადდა