თურქეთის აღმოსავლეთით ზვავის მეორედ ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23 -მდე გაიზარდა. მანამდე კი, პირველი ზვავის ჩამოწოლას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, დაახლოებით 300 - კაციანი ჯგუფი ადგილზე სამაშველო სამუშაოების ფარგლებში ცდილობდა იმ ადამიანების პოვნას, რომელიც რამდენიმე საათით ადრე პირველი ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის ქვეშ მოყვნენ.
ამ დროის მონაცემებით კი, ორივე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 28 ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა უმრავლესობა მაშველია.