ავტორი:

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

"ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის მკვლელობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მკვლელობა "ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა ჩაიდინა და მონასტრიდან გაიქცა".

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან" - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს. არც მოკლული მამაკაცი და არც დაპირისპირებაში მონაწილე მეორე ადამიანი სასულიერო პირი არ არის. როგორც ცნობილი გახდა, მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

"ყურძნის ქურდები" - კახეთში, სხვისი ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე